Virtual Boy
Virtual Boy (იაპონ. バーチャルボーイ) — მეექვსე თაობის 32-ბიტიანი ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 1995 წლის 21 ივლისს იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წლის 14 აგვისტოს.[1]
Virtual Boy | |
---|---|
A Virtual Boy კონტროლერით | |
შემქმნელი | Nintendo R&D1 |
მწარმოებელი | Nintendo |
ტიპი | ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 21 ივლისი, 1995 ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1995 |
შეწყდა | 1996 |
გაიყიდა | 770,000 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | NEC V810 @ 20 მჰც |
დაკავშირებული სტატიები |
Famicom 3D System Nintendo 3DS |
რეკლამირებული იყო როგორც პირველი კონსოლი, რომელსაც შეეძლო სტერეოსკოპული 3D გრაფიკის გამოსახვა.[2] Virtual Boy იძლევა ილუზიის ზუსტი მოცულობის შექმნის შესაძლებლობას პარალაქსის ეფექტის მეშვეობით. ის გამოიყენებდა ვირტუალური რეალობის სათვალის ტექნოლოგიას — მოთამაშე ათავსებს თავს მოწყობილობის ოკულარში, სადაც აღიქვამს მონოქრომულ გამოსახულებას.
კონსოლზე მუშაობამ ოთხ წელზე მეტს გასტანა. მისი კოდური სახელი იყო VR32.[3] Nintendo-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანია Reflection Technology-სთან ოკულარული 3D LED ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.[4] გარდა ამისა, ჩინეთში აშენდა ქარხანა სპეციალურად Virtual Boy-ის წარმოებისთვის.[3]
Virtual Boy-ის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო. საერთო ჯამში გამოვიდა 22 თამაში, რომელთა შორის 19 გამოიცა იაპონიის ბაზრისთვის, ხოლო 14 — ჩრდილოეთ ამერიკისთვის.[5] რაც შეეხება მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერას, ამ მხრივ, წინამორბედ პლატფორმებთან შედარებით მეტად შეზღუდული იყო.[6]
კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა. მისი წარუმატებლობა გამოწვეული იყო რიგი მიზეზებით, მათ შორის მაღალი ფასით, მონოქრომული ეკრანითა და არაშთამბეჭდავი 3D ეფექტებით. საგულისხმოა, რომ მისი ხშირი გამოყენება საფრთხეს უქმნიდა მომხმარებლის ჯანმრთელობას. ასევე კონსოლი პოზიციონირებდა, როგორც პორტატიული კონსოლი, თუმცა მისი ზომა და წონა ეჭქვეშ აყენებდა მის პორტატიულობას. საბოლოოდ, იგი გამოიცა დაუმთავრებელი ფორმით, რადგანაც კომპანიამ მთელი თავისი რესურსი მიმართა მომდევნო სახლის კონსოლის Nintendo 64-ის წარმოებაზე.[7]
ფასის მუდმივი კლების მიუხედავად, მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად,[8] საერთო ჯამში კონსოლის გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 770,000 ეგზემპლარს.[9] სტერეოსკოპული ტექნოლოგია მოგვიანებით წარმატებით დაინერგა ახალი თაობის კონსოლებში, მათ შორის Nintendo-ს პორტატიულ კონსოლ 3DS-ში. Nintendo-მ Virtual Boy-ის წარმოება შეწყვიტა 1996 წელს.[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Virtual Boy — Nintendo.com (დაარქივებული —Internet Archive Wayback Machine)
- Virtual Boy-ს თამაშების სია — GameFAQs
- Virtual Boy საიტზე Curlie
- Virtual Boy-ს აპარატული მახასიათებლები დაარქივებული 2018-07-08 საიტზე Wayback Machine. — Planet Virtual Boy
- Virtual Boy Programming Documentation დაარქივებული 2018-07-08 საიტზე Wayback Machine. —Planet Virtual Boy
- Virtual Boy-ს მიმოხილვა დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. — GBAtemp.net
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Introduction by Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
- ↑ Virtual boy News, Videos, Reviews and Gossip. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2014.
- ↑ 3.0 3.1 Edwards, Benj. (21 აგვისტო, 2015) Unraveling The Enigma Of Nintendo's Virtual Boy, 20 Years Later. Fast Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2015.
- ↑ „April Brings Virtual Boy“ (PDF). GamePro (67). February 1995. p. 162. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Kolan, Patrick (14 იანვარი, 2008). IGN Retro: Virtual Boy's Best Games. IGN. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2009. დაარქივებული 2009-01-23 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „An Audience with... Gumpei Yokoi“. Next Generation (4): 44–46. აპრილი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sheff, David; Eddy, Andy (1999) Game Over: How Nintendo Zapped an American Industry, Captured Your Dollars, and Enslaved Your Children, online, GamePress. ISBN 978-0-9669617-0-6. OCLC 26214063.
- ↑ Lisa Foiles. Top 5 Hardware Super Fails | Top 5 with Lisa Foiles Video Gallery | The Escapist. Escapistmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2014.
- ↑ „Weekly Famitsu Express“. Famitsu. 11 (392). 1996-06-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2019. ციტირების თარიღი: 2019-08-02. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Boyer, Steven. "A Virtual Failure: Evaluating the Success of Nintendos Virtual Boy." Velvet Light Trap.64 (2009): 23-33. ProQuest Research Library. Web. May 24, 2012.