ტროგონისნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან Trogoniformes)
ტროგონისნაირნი (ლათ. Trogoniformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს 1 ოჯახის (ტროგონისებრნი) 8 გვარში გაეთიანებულ 40-მდე სახეობას.[1] მათი სხეულის სიგრძე 23—34 სმ, მასა 60—200 გ აღწევს. აქვთ გრძელი კუდი, მოკლე სუსტი ფეხები; I და II თითები მიმართულია უკან, III და IV — წინ. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, ანთროპოგენურ ლანდშაფტში. ბუდობენ ტერმიტების მიტოვებულ ბუდეებსა და ფუღუროებში. მონოგამებია. დებენ 2—3 (იშვიათად 4) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 17—20 დღე-ღამე. კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან მწერებით; წვრილი უხერხემლოებით, ქვეწარმავლებით.
ტროგონისნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Harpactes erythrocephalus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Trogoniformes (Wetmore & Miller, 1926) | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 56.