The Raven That Refused to Sing (And Other Stories)
The Raven That Refused to Sing (And Other Stories) (ინგლ. ყორანი, რომელსაც არ სურდა სიმღერა (და სხვა მოთხრობები)) — ბრიტანელი მუსიკოს სტივენ უილსონის მესამე სტუდიური სოლო-ალბომი, რომელიც გამოვიდა ლეიბლზე Kscope Music Records 2013 წლის 25 თებერვალს. ალბომის ყოველი სიმღერა ზებუნებრივი მოვლენის ამბავზეა აგებული. ალან პარსონსი, ცნობილი პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon-ით, არის ჩანაწერის ხმის ინჟინერი.[4][5]
The Raven That Refused To Sing (and other stories) | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 25 თებერვალი 2013 | |||
ჩაიწერა | East West Studios, ლოს-ანჯელესი, 15-21 სექტემბერი, 2012 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი[1] ჯაზ-ფიუჟენი,[2] არტ-როკი[3] | |||
ხანგრძლივობა | 54:03 | |||
ლეიბლი | Kscope | |||
პროდიუსერი | სტივენ უილსონი, ალან პარსონსი | |||
სტივენ უილსონი — ქრონოლოგია | ||||
|
არსებობს ალბომის 4 დისკიანი გამოცემა - 128 გვერდიანი წიგნით, რომელშიც შეტანილია ტექსტები და მოთხრობები აჩრდილებზე, დასურათებული ჰაიო მიულერის ნახატებით.[5] გარდა ამისა ალბომი გამოცემულია გრამფირფიტის, CD-ის და Blu-Ray დისკის ფორმატში.[4]
წარმოშობა
რედაქტირება2010 წელს Porcupine Tree-ის The Incident-ის მხარდამჭერი ტურნეს დასრულების შემდეგ, წლის დარჩენილი თვეები და 2011 წელი უილსონმა დაუთმო მეორე სოლო ალბომ Grace for Drowning-ის და Blackfield-ის მესამე ალბომ Welcome to my DNA-ის ჩაწერას. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის დასაწყისში იგეგმებოდა Porcupine Tree-ის დაბრუნება,[6] გეგმები შეიცვალა და უილსონმა განაცხადა, რომ ყურადღებას სოლო კარიერაზე გაამახვილებდა. მან 2012 წლის პირველ ნახევარში გამართა Grace for Drowning-ის მხარდამჭერი ტურნე, შემდეგ კი საკონცერტო შემადგენლობასთან ერთად სტუდიაში მესამე სოლო ალბომის ჩასაწერად დაბრუნდა[7] და მის 2013 წლის დასაწყისში გამოცემას აპირებდა,[8] იმავე წელს მხარდამჭერი ტურნეს გამართვით.[9]
შექმნა და ჩაწერა
რედაქტირება"Luminol" (ქართ. ლუმინოლი) უილსონისა და მისი საკონცერტო პერსონალის მიერ პირველად სრულდებოდა Grace for Drowning-ის ტურნეს მეორე ეტაპის დროს. მასში საუბარია ქუჩის მუსიკოსზე, რომელიც, ავტორის თანახმად, „იქ ყოველდღე დგას. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, იგი ყოველთვის იქ არის, უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და ამ სიმღერებს ასრულებს. თოვლი, წვიმა, ქარიშხალი - ვერაფერი შეუშლის ხელს, იქვე იდგეს...იგი უბრალოდ იმდენად მიეჩვია ამ ყველაფერს, რომ ვერც სიკვდილი შეაჩერებს.“ უილსონი: „შესაძლოა, ვიღაც აჩრდილად სიცოცხლეშივე იქცეს, ისევე, როგორც გარდაცვლილი, ვინაიდან მას სიცოცხლეშივე ივიწყებენ - განსხვავება არ არის; არც გარდაცვალების შემდეგ; ჩვეულება არ იცვლება.“[10]
"Drive Home" (ქართ. შინ იმგზავრე) ილუსტრატორ ჰაიო მიულერის შემოთავაზებული იდეით შეიქმნა. იგი არის „წყვილზე, რომელიც ღამით მანქანით მგზავრობს. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. საჭესთან მამაკაცი ზის, გვერდით - ცოლი, მეგობარი გოგონა, ან ვინმე სხვა - რომელიც მოულოდნელად ქრება.“ მამაკაცის პარტნიორის აჩრდილი საბოლოოდ ბრუნდება და ამბობს: „გაგახსენებ იმ ღამის მოვლენებს. მოხდა საზარელი ავარია, იგი დაიღუპა და ა.შ. - კვლავ, საუბარია ტრავმაზე, კაცის სიცოცხლეში დანაკარგზე. მას არ შეუძლია ჭეშმარიტების მიღება, ამიტომ მალავს - თითქოს იღებს ქაღალდს და მის დიდ ნაწილს ხევს.“[11]
"The Holy Drinker"-ში (ქართ. წმინდანი მსმელი) საუბარია „ძალიან ღვთისმოსავ, რელიგიურ, მქადაგებელ და თვითკმაყოფილ კაცზე. ვფიქრობ ტელეევანგელისტებზე - ადამიანებზე, რომლებიც სხვებს უამბობენ, რომ ისინი ცუდად ცხოვრობენ, რაღაც აკლიათ, ვინაიდან არ სწამთ ღმერთის. ადამიანი სხვებს აკრიტიკებს, თავად კი ალკოჰოლიკია. იგი დაუფიქრებლად იწვევს ეშმაკს დალევის შეჯიბრში, რასაც საშინელი შედეგი მოჰყვება: რა თქმა უნდა, ეშმაკს ვერ დაამარცხებ - ვერაფერში - ამიტომ იგი აგებს...ჯოჯოხეთში მოხვდება.“[12]
"The Pin Drop"-ში (ქართ. ქინძისთავის დავარდნა) განიხილება „იდეა, რომ შეიძლება ვინმესთან იარსებო, ვინაიდან ეს სასიამოვნო და ხელსაყრელია, არ არის აუცილებელი, გიყვარდეს ან სიმპათიით იყო განწყობილი.“ უილსონი განმარტავს: „სიმღერას ძირითადად ცოლი ასრულებს. იგი მკვდარია, გადაგდებულია მდინარეში ქმრის მიერ, მდინარეზე მიცურავს და ამ სიმღერას მღერის.“ სიმღერაში იგულისხმება „იდეა, რომ ხოლმე ურთიერთობებში იმდენად დიდი დაძაბულობაა, უთქმელი სიბრაზე და ზიზღი, რომ მცირე რამ საკმარისია ასეთი ძალადობის გამოსაწვევად. ამ შემთხვევაში, იგი ტრაგედიით სრულდება. იატაკზე დაცემული ქინძისთავიც კი იწვევს სიბრაზეს.“[13]
მეხუთე სიმღერა, "The Watchmaker" (ქართ. მესაათე), აღწერს „თავის ხელობაში გამოცდილ მესაათეს, რომელსაც საქმის კეთებისას ემოციური აფექტები არ აქვს - არც გაღიზიანება, არც სასიამოვნო ემოციები.“ იგი არის „ორ ადამიანზე, რომელიც ერთად 50 ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელსაყრელი და სასიამოვნო იყო.“ უილსონი აღწერს, რომ „ხელოსანი საბოლოოდ ცოლს კლავს და მის გვამს მარხავს სახელოსნოს იატაკის ფიცრების ქვეშ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი ბრუნდება, ვინაიდან ქმართან 50 წელი იცხოვრა და არ მიატოვებს.“ სიმღერის ბოლოს „ბრუნდება იმისთვის, რომ ქმარი თან წაიყვანოს, რაც“, უილსონის თქმით, „გარკვეულწილად, მოჩვენებების კლასიკური ამბავია.“[14]
სასათაურო სიმღერაში მოთხრობილია „მოხუცი მამაკაცის ამბავი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს სიკვდილის მოლოდინშია. იგი იხსენებს ბავშვობას და თავის დასთან საოცარ სიახლოვეს. და მისთვის ყველაფერი, ისევე, როგორც უკანასკნელისთვის - ძმა. სამწუხაროდ, იგი მოკვდა, როდესაც ჯერ ახალგაზრდები იყვნენ.“ მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ყორანი, რომელიც მის ბაღში მოდის, წარმოადგენს „მისი დის სიმბოლოს ან გამოვლინებას. საქმე ის არის, რომ და მას უმღეროდა, როდესაც მას ეშინოდა და ეს მას ამშვიდებდა. უვიცი, იგი ფიქრობს, რომ თუ ყორანი მას უმღერებს, ეს საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მისი და დაბრუნდა, რათა სხვა სიცოცხლეში თან გაიყოლოს.“[15]
გამოცემა
რედაქტირებასიმღერის "The Raven That Refused to Sing" მუსიკალური ვიდეო 2013 წლის 8 თებერვალს გამოვიდა. იგი ეფუძნება ჰაიო მიულერის ნახატებს[16] და გადაღებულია ჯეს კოუპის და საიმონ კარტრაიტის მიერ. მათ მიერ მანამდე გადაღებული იქნა Storm Corrosion-ის "Drag Ropes"-ის ვიდეო.[17] კოუპმა აგრეთვე შექმნა "Drive Home"-ის ვიდეო.
ალბომი გაყიდვაში 2013 წლის 25 თებერვალს გამოვიდა.
შეფასება
რედაქტირებასაერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 77/100[18] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [19] |
The Guardian | [20] |
Metal Hammer | [21] |
musicOMH | [22] |
Sound & Vision | (კეთილგანწყობილი) [23] |
Sputnikmusic | (4.2/5)[24] |
The Monolith | [25] |
PopMatters | (7/10) [26] |
ალბომი დადებითად იქნა მიღებული. The Guardian-მა აქო მისი „მინიმალისტური არტ-როკი, რომელიც გადადის საოცარ მოგონებების გამომწვევ ხმებში, მელოდიურ კრეშენდოებსა და მელოტრონით დასველებულ ციებ-ცხელებით სავსე ოცნებებში... ამ ალბომით უილსონი თანამედროვე როკის ერთ-ერთი ეშმაკური და ემოციური გმირი ჩანს.“ [20] Allmusic-ის აზრით, იგი არის „საუკეთესო უილსონის სამი სოლო პროექტიდან...ეს არის ოსტატურად დაწერილი მუსიკა ფერების, ნიუანსების, ტექსტურების, დინამიკის, თხრობისა და ხელმარჯვეობის მქონე ექსპერტის მიერ არანჟირებული კომპოზიციებით, რომლებსაც ასრულებს ვარსკვლავური მუსიკოსებისგან შემდგარი. “[19]
ჯილდოები
რედაქტირებაThe Raven That Refused to Sing (And Other Stories)-ს 2013 წლის პროგრესული მუსიკის დაჯილდოებაზე მიენიჭა წლის ალბომის წოდება.[27] იგივე ნომინაციაში იგი წარდგენილი იყო კლასიკური როკის საპატიო დაჯილდოებაზე.[28]
სიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Luminol“ | 12:10 |
2. | „Drive Home“ | 7:37 |
3. | „The Holy Drinker“ | 10:13 |
4. | „The Pin Drop“ | 5:03 |
5. | „The Watchmaker“ | 11:43 |
6. | „The Raven That Refused to Sing“ | 7:57 |
სპეციალური გამოცემა, დამატებითი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Luminol“ (დემო) | |
2. | „Drive Home“ (დემო) | |
3. | „The Holy Drinker“ (დემო) | |
4. | „Clock Song“ (გამოუყენებელი დუბლი) | |
5. | „The Pin Drop“ (დემო) | |
6. | „The Watchmaker“ (დემო) | |
7. | „The Raven That Refused to Sing“ (დემო) |
სპეციალური გამოცემა, დისკი 3 (DVD/Blu-Ray) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Luminol“ (5.1 მიქსი) | |
2. | „Drive Home“ (5.1 მიქსი) | |
3. | „The Holy Drinker“ (5.1 მიქსი) | |
4. | „The Pin Drop“ (5.1 მიქსი) | |
5. | „The Watchmaker“ (5.1 მიქსი) | |
6. | „The Raven That Refused to Sing“ (5.1 მიქსი) |
სპეციალური გამოცემა, დისკი 4 (Blu-Ray) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Luminol“ (ინსტრუმენტული) | |
2. | „Drive Home“ (ინსტრუმენტული) | |
3. | „The Holy Drinker“ (ინსტრუმენტული) | |
4. | „The Pin Drop“ (ინსტრუმენტული) | |
5. | „The Watchmaker“ (ინსტრუმენტული) | |
6. | „The Raven That Refused to Sing“ (ინსტრუმენტული) | |
7. | „Drive Home“ (ლაუნჯ ვერსია) |
პერსონალი
რედაქტირება- მუსიკოსები
- სტივენ უილსონი — წამყვანი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა ("The Holy Drinker"), კლავიშებიანები, მელოტრონი
- გათრი გოვენი — წამყვანი გიტარა
- ნიკ ბეგზი — ბას-გიტარა, ჩემპენ სტიკი ("The Holy Drinker"), ბექ ვოკალი
- მარკო მინემანი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ადამ ჰოლცმანი — კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, მინიმუგი, Hammond-ის ორგანი
- თეო ტრეივისი — ფლეიტა, საქსოფონი, კლარნეტი
- დამატებითი მუსიკოსები
- ჯაკო ჯაკჩეკი — დამატებითი ვოკალები სიმღერებში "Luminol" და "The Watchmaker"
- ალან პარსონსი — Wah wah პედალი სიმღერაში "The Holy Drinker"[29]
- სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირება - დეივ სტიუარტი, ასრულებს ლონდონის სესიური ორკესტრი. ჩაწერილია სტუდიაში Angel, 2012 წლის 17 ოქტომბერს (სოლისტი - პერი მონტეგ-მეისონი)
- ნიკო ტსონევი – გიტარის სოლო სიმღერაში "The Watchmaker (დემო)", დამატებითი გიტარები სიმღერაში "Luminol (დემო)".
- პროდიუსერები
- სტივენ უილსონი - პროდიუსერი, ხმის მიქსი
- ალან პარსონსი - დამატებითი პროდიუსერი, ხმის ინჟინერი
- ბრენდან დეკორა - დამატებითი ინჟინერი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2013) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[30] | 23 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[31] | 61 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[32] | 47 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[33] | 16 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[34] | 17 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[35] | 69 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[36] | 3 |
უნგრეთის ალბომები (Mahasz)[37] | 34 |
იტალიის ალბომები (FIMI)[38] | 94 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[39] | 17 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[40] | 47 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[41] | 38 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[42] | 62 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[43] | 28 |
აშშ Billboard 200[44] | 57 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.allmusic.com/album/the-raven-that-refused-to-sing-and-other-stories-mw0002475916
- ↑ http://www.popmatters.com/feature/176942-the-best-progressive-rock-and-metal-of-2013/P1/
- ↑ http://www.theguardian.com/music/2013/feb/21/steven-wilson-raven-refused-review
- ↑ 4.0 4.1 Steven Wilson Confirms Third Solo Album. Prog Magazine. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2012.
- ↑ 5.0 5.1 New Album Details. stevenwilsonhq.com. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2012.
- ↑ Interview: Guitarist Steven Wilson of Blackfield and Porcupine Tree. Guitar World. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2015-01-16.
- ↑ http://www.allaboutjazz.com/php/article.php?id=42991
- ↑ http://www.allaboutjazz.com/php/article.php?id=42991&pg=2
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - Luminol. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - Drive Home. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - The Holy Drinker. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - The Pin Drop. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-03. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - The Watchmaker. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-18. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson talks The Raven That Refused To Sing (And Other Stories) - The Raven That Refused To Sing. musicradar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-03. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ Steven Wilson Reveals Video For The Raven That Refused To Sing. Prog Magazine. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ The Raven That Refused To Sing Music Video. StevenWilsonHQ.com. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2013.
- ↑ The Raven That Refused to Sing and Other Stories Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2013.
- ↑ 19.0 19.1 The Raven That Refused to Sing and Other Stories. Allmusic. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2013.
- ↑ 20.0 20.1 Lawson, Dom (21 თებერვალი 2013). „Steven Wilson: The Raven That Refused to Sing - review“. ლონდონი: The Guardian. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2013.
- ↑ http://stevenwilsonhq.com/sw/get-all-you-deserve-in-metal-hammer/
- ↑ Steven Wilson - The Raven That Refused To Sing (And Other Stories). musicOMH. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2013.
- ↑ Steven Wilson's Raven in Surround Sound. Sound & Vision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2013.
- ↑ Campbell, Hernan M.. (24 თებერვალი 2013) Album Review - Steven Wilson: The Raven That Refused to Sing. Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2013.
- ↑ Zecchel, კევინ. (17 იანვარი 2013) Steven Wilson - The Raven That Refused to Sing. The Monolith. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 26 აპრილი 2013.
- ↑ Ezell, Brice. (27 თებერვალი 2013) Steven Wilson: The Raven That Refused to Sing (and other stories) | PopMatters. popmatters.com. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2013.
- ↑ Prog Awards 2013 - The Winners!. Prog Rock Magazine (3 სექტემბერი 2013). ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
- ↑ Classic Rock Roll Of Honour 2013 – voting open now!. Classic Rock (9 აგვისტო 2013). ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2013.
- ↑ Steven Wilson – The Raven That Refused To Sing (And Other Stories). Progwereld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-31. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2013.
- ↑ "Steven Wilson - The Raven That Refused to Sing and Other Stories" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ „Dutchcharts.nl – Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson: The Raven That Refused to Sing and Other Stories" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ Die ganze Musik im Internet: Charts, Neuerscheinungen, Tickets, Genres, Genresuche, Genrelexikon, Künstler-Suche, Musik-Suche, Track-Suche, Ticket-Suche - musicline.de. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2013.
- ↑ MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége. mahasz.hu. ციტირების თარიღი: 2013-03-13.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ "Steven Wilson – The Raven That Refused to Sing and Other Stories". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 2016-01-08.
- ↑ UK Albums Chart.
- ↑ Billboard 200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-01. ციტირების თარიღი: 2017-07-02.