Taco Bellამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი. დაფუძნებული იქნა 1962 წლის 21 მარტს, ირვინში, კალიფორნიაში. რესტორანი გვთავაზობს მექსიკურ სამზარეულოს, ესენია: ტაკო, ბურიტო, კესიდილია, ნაჩო და სხვანი. 2018 წლის მონაცემებით ქსელის 7072 რესტორანს 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. რესტორნის წლიურმა მოგებამ 2015 წელს 1,988 მილიარდი შეადგინა.

რესტორნების ქსელის ლოგო

Taco Bell დაფუძნებული იქნა 1958 წელს, გლენ ბელის მიერ, რომელმაც თავდაპირველად გახსნა ჰოთ დოგების დახლი. 1967 წელს გაიხსნა Taco Bell-ის რიგით მეასე რესტორანი, ქალაქ ანაჰეიმში. 1978 წელს „PepsiCo.“-მ შეიძინა ქსელი დამფუძნებელი გლენ ბელისაგან. [1] ქსელის ოფისი მდებარეობს ირვინში, კალიფორნიაში.

აშშ-ს მიღმა

რედაქტირება
 
„Taco Bell“-ის ფრენჩაიზები მსოფლიოს რუკაზე
 
ტაკიტო

2003 წელს ქსელმა გახსნა რესტორანი შანხაიში, სახელწოდებით „Taco Bell Grande“. ჩინეთში 2008 წლამდე ქსელის 4 რესტორანი ფუნქციონირებდა. 2008 წელს რესტორნები დაიხურა, მაგრამ 2015 წელს ფრენჩაიზი კვლავ დაუბრუნდა ჩინურ ბაზარს, 2017 წელს გაიხსნა პირველი რესტორანი კოლომბოში, შრი-ლანკაში. [2]

ინდოეთში პირველი რესტორანი გაიხსნას მანტრის მოედანზე, ბანგალორში, 2010 წელს.[3][4] „Yum! Brands“ გეგმავს გახსნას 600 რესტორანი ინდოეთში და ამით შექმნას 20 000 სამუშაო ადგილი.[5]

მალაიზია

რედაქტირება

„Taco Bell“ გეგმავს გახსნას პირველი რესტორანი მალაიზიაში 2020 წელს.

1980-იან წლებში იაპონიაში მათ გახსნენს ორი მაღაზია, მაგრამ მალევე მოხდა მათი დახურვა.[6] 2015 წელს კომპანია დაუბრუნდა იაპონურ ბაზარს და გახსნა რესტორანი ტოკიოში.[6] [7]

ფილიპინები

რედაქტირება

პირველი რესტორანი ფილიპინებში 2004 წლის 30 ოქტომბერს.

სინგაპური

რედაქტირება

წლების მანძილზე რესტორანი მუშაობდა სინგაპურში, ძირითადად „KFC“-თან ერთად. 2008 წელს რესტორანი მოულედნელად დაიხურა და გამოვიდა ქვეყნიდან.[8]

სამხრეთ კორეა

რედაქტირება

სამხრეთ კორეაში არის მხოლოდ ორი რესტორანი სეულის ორ რაიონში, იტაევონსა და ჰონგდაეში.[9]

ქსელი ფუნქციონირებს 10 ევროპულ სახელმწიფოში, ესენია: კვიპროსი, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

ახლო აღმოსავლეთი

რედაქტირება

2008 წელს რესტორანი გაიხსნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 2012 წლის თებერვალში ქვეყანაში არსებული 4-ივე რესტორანი დაიხურა. რესტორანი ფუნქციონირებს ქუვეითში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Company Information. Taco Bell (August 9, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2011. ციტირების თარიღი: August 16, 2011.
  2. Zuhair, Zahara (July 18, 2017). „Mexican restaurant chain Taco Bell opens first outlet in Sri Lanka“. MirrorBusiness. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2017. ციტირების თარიღი: August 7, 2017.
  3. Taco Bell's maiden Indian outlet opening at Mantri Square mall. Imagesfood.com (January 1, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2012.
  4. Bhushan, Ratna (May 16, 2019). „Taco Bell names Burman Hospitality as exclusive national franchise partner“. The Economic Times. ციტირების თარიღი: May 17, 2019.
  5. |url=https://www.businessinsider.in/taco-bell-plan-to-open-600-outlets-in-india-hiring-20000-people/articleshow/69355301.cms |website=Business Insider |accessdate=May 17, 2019}}
  6. 6.0 6.1 Matayoshi, Ryugo (April 20, 2015). „タコス屋「タコベル」は日本をどう攻める?“. Toyo Keizai. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2015. ციტირების თარიღი: April 30, 2015.
  7. Matayoshi, Ryugo (April 20, 2015). „タコス屋「タコベル」は日本をどう攻める?“. Toyo Keizai. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2015. ციტირების თარიღი: April 30, 2015.
  8. Funan DigitaLife Mall. Funan.com.sg. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 31, 2009. ციტირების თარიღი: February 9, 2010.
  9. We Want Taco Bell- EV Boyz. YouTube (July 29, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2013. ციტირების თარიღი: August 16, 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Taco_Bell&oldid=4095434“-დან