T.O.P (მომღერალი)

სამხრეთ კორეელი რეპერი, კომპოზიტორი და მსახიობი (დაბ. 1987)

ჩოი სონგ ჰიუნი (დ.4 ნოემბერი, 1987, სეული, სამხრეთი კორეა, ცნობილი, როგორც T.O.P) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ბოიბენდ Big Bang-ის წევრი. ის ასევე გადაღემულია რამდენიმე დორამაში, მათ შორისაა მე - მასწავლებელი (2007), Iris (2009), ყვავილების ბრძოლა 2: ღმერთის ხელი (2014), საიდუმლო გზავნილი (2015) იაპონელ მსახიობ უენო ძიურისთან ერთად. 2016 წელს მონაწილეობდა ფილმში Out of Control, რომელი იაპონურ-გერმანული იყო. ის ასევე აწარმოებს საქველმოქმედო საქმიანობას სახელად #TTTOPxSotheby’s და თანამშრომლობს მსოფლიოში სოტბის უძველეს სააუქციონო სახლებთან. 2017 წლის 9 თებერვალს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

T.O.P

2016 წლის 28 ივნისი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 최승현
აგრეთვე ცნობილი როგორც T.O.P
დაბ. თარიღი 4 ნოემბერი, 1987 (1987-11-04) (36 წლის)
დაბ. ადგილი სეული, სამხრეთი კორეა
წარმოშობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, რეპი, J-Pop,
საქმიანობა რეპერი, მომღერალი და კომპოზიტორი, მსახიობი, მოდელი
აქტიური 2006 - დღემდე
ხელმოწერა
საიტი ygbigbang.com/top
T.O.P ვიკისაწყობში

ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

2005-2006 რედაქტირება

მანამ სანამ ჩოი სონგ ჰუნი YG Entertainment-ში მივიდოდა ის რეპს კითხულობდა ფსევდონიმით Tempo, თავის მეგობარ G-Dragon-თა ერთად, რომელიც ასევე ერთ-ერთი წევრია Big Bang-ისა. G-Dragon ამბობდა, რომ ისინი იყვნენ მეგობრები საშუალო სკოლიდან და ისინი ხჩირად კიტხულობდნენ რეპს ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები გაიყარა, G-Dragon დაუკავშირდა ჩოის, როცა YG Entertainment-მა ქასტინგი გამოაცხადა ახალი ბოიბენდის წევრების მისარებად. მათ რამდენიმე დემო ჩაწერეს და კომპანიის დირექტორს გაუგზავნეს. იან ჰიონ სოკმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაიბარა სონგ ჰიუნი, მაგრა მას უარი უთხრა, რადგანაც ითვლებოდა, რომ მსხვილი ახალგაზრდა არ იყო მუსიკოსის გემოვნებისთვის შესაფერისი.

ჩოიმ მოგვიაებით განაცხადა: მე წავედი სახლში და ძალიან განვიცადე ყველაფერი გაცნობიერების შემდეგ. მინდოდა მათ კომპანიას შევერთებოდი. ექვსი თვის გასვლის შემდეგ ის კვლავ წავიდა მოსმენაზე და ის აიყვანეს. ცნობილია, რომ მან ორმოც დღეში ოცი კილოგრამი დაიკლო, რომ მიეღო კონტრაქტი. მან მიიღო ფსევდონიმი ტოპი, რომელიც მან Se7en-მა მოუფიქრა. ფსევდონიმი ინგლისურადაც ითარგმნება როგორც ტოპი. ამავე დროს დამკვიდრდა მისი მერე ფსევდონიმი T.O.P. და ის გახდა ჯგუფის ორი რეპერიდან ერთ-ერთი G-Dragon-თან ერთად. ჯგუფში ადგილისთვის ასევე იბრძოდნენ თე იანი, დესონი, სინი და ჩან ჰიონ სინი. მოგვიანებით ჰიონ სინმა დატოვა ჯგუფი და ბიგ ბენგის დებიუტი ხუთკაციანი შემადგენლობით შედგა. პირველ სინგლ-ალბომში ტოპმა და ჯიდრაგონმა საერთო სინგლი წარმოადგინეს, სახელად We belong together - პაკ ბომთან ერთად. მოგვიანებით სრულფორმატიან ალბომში ტოპმა წარმოადგინა სოლო სიმღერა, სახელად Big Boy.

ჯგუფმა დიდ წარმატებას მიაღწია სიმღერით Lies, მათი პირველი მინიალბომიდან Always (2007), რომელმაც პოპულარობა მოიპოვა გამოსვლისთანავე. ასევე პოპულრული გახდა მათი სიმღერები Last Farewell და Day by Day, ალბომებიდან Hot Issue და Stand Up.

2007-2010 რედაქტირება

ახალი სინგლების მინიალბომის გამოსვლის შემდეგ ტოპმა დაიწყო სოლო კარიერაზე მუშაობა.. 2007 წლის აპრილში ის შეამჩნიეს თე იანთან და ჯიდრაგონთან ერთად სინგლის Super Fly პრეზენტაციაზე, მისი ალბომისთის. ზაფხულის ბოლოს ის გამოჩნდა Red Roc-ის კლიპში Hello. მოგვიანებით ის გახდა Big Bang-ის პირველი მონაწილე, რომელის დებიუტი მსახიობის ამპლუაში შედგა დორამაში მე სემი ვარ, სადაც განასახიერებდა მოჩხუბარს.

მისი გამოჩენა ფილმში 71: ცეცხლში წარმატებული აღმოჩნდა და მას რამდენიმე ჯილდოც მოუტანა, მათ შორის Hallyu Popularity Award. ფილმს ჰქონდა მილიონამდე ნახვა ერთ კვირაში, რამაც ის საუკეთესო ფილმად გახადა 2010 წელს სამხრეთ კორეაში. ამასთან ერთად ტოპმა კვლავ დაიწყო მზადება საკუთარი სოლო კარიერისთვი. Big Bang-ის დიდი შოუს დროს, 2010 წელს, მან შეასრულა საკუთარი ახალი სინგლი Turn It Up. მოგვიანებით მან ატვირთა ოფიციალური კლიპი, რომელმაც მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა რამდენიმე წუთში. ის გახდა პირველი კორეელი მუსიკოსი, ვისმა სიმღერამაც მთელი მსოფლიო შემოიარა ITunes-ზე.

2016 - დღემდე რედაქტირება

2016 წლის პირველ ნახევარში ფილმის Out of Control: the Phantom Drive გადაღებები მიმდინარეობდა, რომელიც იაპონურ-გერმანულ ნამუშევარს წარმოადგენს. T.O.P-მა პირველად იმუშავა საზღვარგარეთ და სხვა ქვეყნისთვის. მასთან ერთად ასევე თამაშობენ ცნობილი მსახიობები, ისეთები როგორიცაა სესილია ჩუნი და მაიკლ ტრევინო[1].

2016 წლის მეორე ნახევარში T.O.P თანამშრომლობდა ერთ-ერთ უძველეს სააუქციონო სახლებთან - სოტბი[2].

2017 წლის 9 თებერვალს დაიწყო სამხედრო სამსახური, რომელიც გაგრძელდა ოთხი კვირა, სავარჯიშო ბანაკში - ქალაქ ნონსანში. ამის შემდეგ ის ჩაირიცხა სასპეცრაზმო სამსახურში[3].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. kodra (2016-06-02). „Вышел трейлер фильма 'Вне контроля' с T.O.P, Сесилией Чун и Майклом Тревино! | SHOWASIA“. SHOWASIA (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-10. ციტირების თარიღი: 2017-02-01.
  2. mikamoka (2016-07-26). „T.O.P проведет благотворительный аукцион совместно с Сотбис | SHOWASIA“. SHOWASIA (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-24. ციტირების თარიღი: 2017-02-01.
  3. VPark (2016-11-21). „T.O.P из BIGBANG заступит на военную службу 9 февраля 2017 | YESASIA“. YESASIA (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-02-01.