ნემსთევზასნაირნი
(გადამისამართდა გვერდიდან Syngnathiformes)
ნემსთევზასნაირნი, კონალაყუჩნაირნი (ლათ. Syngnathiformes ან Lophobranchii) — წვრილი ძვლოვანი თევზების რიგი. აქვთ მილისებრი დინგი. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ტროპუკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგი — ზომიერად თბლის წყლებში. რიგში 6 ოჯახია, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ნემსთევზასებრნი (Syngnathidae). ოჯახში 50-მდე გვარია. ოჯახში შემავალი სახეობები გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის, ბალტიისა და იაპონიის ზღვებში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში ყველგანაა. ტოფობენ გაზაფხულ-ზაფხულში. დედალი ქვირითს ყრის მამლის გამოსაჩეკ კამერაში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.
ნემსთევზასნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Corythoichthys schultzi | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Syngnathiformes | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 377.