Shinee (ჯგუფი)
Shinee (კორ. 샤이니, ფორმულირდება როგორც SHINee) — სამხრეთ კორეული ბოიბენდი. შეიქმნა 2008 წელს S.M.Entertainment -ის მიერ. ჯგუფი შედგება ოთხი წევრისგან: ონიუ (ლიდერი), კიმ კი ბუმი, ჩოი მინ ჰო, ლი თე მინი. ჯგუფის მთავარი ვოკალისტი კიმ ჯონ ჰიუნი გარდაიცვალა 2017 წლის დეკემბერში.
SHINee | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სეული, სამხრეთი კორეა |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2008 | –დღემდე
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები | |
ყოფილი წევრები | კიმ ჯონ ჰიუნი |
საიტი | shinee.jp |
Shinee ვიკისაწყობში |
SHINee წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი ბოიბენდი. ისინი უნდა გამხდარიყვნენ ტრენდული კანონმდებლები მუსიკის, მოდისა და ცეკვის ჟანრში.
მათი დებიუტი შედგა 2008 წლის მაისში, ალბომით Replay და სინგლით 누난 너무 예뻐 (Replay). ჯგუფმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დიდი ყურადღება მიიქცია მოდის თვალსაზრისით და მედიამ ამას SHINee-ს ტრენდი დაარქვა. იმავე წლის აგვისტოში გამოვიდა მათი პირველი კორეული ალბომი The Shinee World, რომლის გამოც მათ მოიგეს ნომინაცია წლის საუკეთესო ალბომი Golden Disk Awards-ის ფესტივალზე.
ჯგუფმა კორეულ სცენაზე ადგილი დაიმკვიდრა შემდეგი სიმღერებითაც: Ring Ding Dong და Lucifer, რომლებიც ჰიტებად იქცა. Ring Ding Dong-მა პოპულარობა მთელ აზიაში მოიპოვა. Lucifer-მა მიიღო წლის საუკეთესო ცეკვის წოდება 2010 წელს. 2012 წელს გამოვიდა მეოთხე მინი-ალბომი Sherlock, რომლის 180 ატასი ეგზემპლარი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე იყო. 2014 და 2016 წლებში Forbes-ის მონაცემებით ჯგუფში შეყვანილი იყო ყველაზე გავლენიანი კორეელი ადამიანების სიაში.
2011 წელს SHINee-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს EMI Records Japan-თან, რომ ოფიციალურად წარმდგარიყვნენ იაპონიის სცენაზეც. Replay-ის იაპონური ვერსია გაიყიდა 91 ათასი ეგზემპლარით პირველ კვირაშივე, საერთო გაყიდვებმა კი 100 ათასს გადააჭარბა. იმ დროისთის სამხრეთ კორეული ჯგუფებისთის ეს მონაცემები რეკორდს წარმოადგენდა. 7 დეკემბერს გამოვიდა იაპონური სტუდიური ალბომი The First. მალევე მან მიიღო ოქროს სერტიფიცირება იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციისგან. იმავე წელს ჯგუფმა იაპონური პრემიუმ შეხვედრა გამართა ები-როუდის სტუდიაში. ორი წლის შემდეგ მათ გამოუშვეს ახალი იაპონური ალბომი Boys Meet U. ბოლო წლებში გამოსული მათი იაპონური სიმღერებია: I’m Your Boy (2014), D×D×D (2016) და Five (2017).
SHINee აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კორეული ჯგუფი, რომელიც ცოცხლად მღერის. ისინი ასევე გამოირჩევიან სინქრონითა და ქორეოგრაფიის სირთულით. Mnet Asian Music Awards-ის ფესტივალზე მათ სამჯერ გაიმარჯვეს ნომინაციაში - საუკეთესო ცეკვა: 2012 (Sherlock), 2013 (Dream Girl) და 2015 (View). ჯგუფის განმასხვავებელი ნიშანია მათი ექსპერიმენტირება სხვადასხვა ჟანრში, მათ შორისაა: ფანკ-როკი, ჰიპ-ჰოპი, EDM. საკუთარ ქვეყანაში მოპოვებულმა წარმატებამ განაპირობა ჯგუფის წოდება კორეული მუსიკის მეფეები.
კარიერა
რედაქტირება2008-10: დებიუტი
რედაქტირებაჯგუფის სახელი - ეს არის ორი ნაწილის კომბინაცია; პირველი, სიტყვა shine (რაც ნათებას ნიშნავს) და სუფიქსი ee და ნიშნავს იმათ, ვინც ასხივებს[1]. ჯგუფის პირველმა ალმბომმა Replay, რომელიც 2008 წლის 25 მაისს გამოვიდა[2][3] მერვე ადგილი დაიკავა სადებიუტო ნაშრომებს შორის. წლის პირველ ნახევარში გაყიდვებმა 17 975 ეგზემპლარი აჩვენა. მათი ალბომის გამოსვლისას სცენაზე დებიუტით წარსდგა Inkigayo[4].
2011-12: დებიუტი იაპონიაში
რედაქტირება2011 წლის 1 იავარს SHINee წარსდგა სეულის ოლიმპიურ მოედანზე SHINee World-ის ფარგლებში. წლის განმავლობაში მათ რამდენიმე კონცერტი ჰქონდათ იაპონიაში. 25 და 26 იანვარს ისინი იაპონიაში იყვნენ SMTown Live '10 World Tour-ის ფარგლებში, შემდეგ იყო ზენიტი (პარიზი), ტოკიო დომუ (ტოკიო), მედისონ-სკვერ-გარდენი (ნიუ-იორკი).
22 ივნისს გამოვიდა Replay-ის იაპონური ვერსია, რაც SHINee-ს დებიუტს წარმოადგენდა. მისი ვერსია გაიყიდა 91 ათასი ეგზემპლარით პირველ კვირაშივე, საერთო გაყიდვებმა კი 100 ათასს გადააჭარბა. ჯგუფმა იაპონური პრემიუმ შეხვედრა გამართა ები-როუდის სტუდიაში.
22 ივლისს დაიწყო მათი იაპონური ტური. 28 აგვისტოსა და 12 ოქტომბერს გამოვიდა Juliette-სა და Lucifer-ის იაპონური ვერსიები. 9 აგვისტოს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად. ნოემბერში SHINee მიწვეული იყო კორეული კინოს ფესტივალზე, რომელიც ლონდონში იმართებოდა. ისინი ორსაათიანი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, კონცერტის ბილეთები კი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ისინი გახდნენ პირველები, ვინც პირველად წარადგინეს ეს ღონისძიება ლონდონში.
ფაქტები
რედაქტირება- ამერიკული საცეკვაო ჯგუფ Beat Freaks-ის წევრი რინო ნაკასონე დგამდა Shinee-ს ქორეოგრაფიას შემდეგი სიმღერებისთვის: Noona Neomu Yeppeo (Replay), Sanso Gateun Neo (Love Like Oxygen), Juliette, Lucifer, Hello.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [https://web.archive.org/web/20110301053230/http://shinee.smtown.com/ დაარქივებული 2011-03-01 საიტზე Wayback Machine. კორეული ოფიციალური საიტი]]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 10대밴드 샤이니가 밝힌 캐스팅 비하인드 스토리 (인터뷰). Newsen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-14. ციტირების თარიღი: March 1, 2018.
- ↑ SHINee: The princes of the K-pop scene. Dazed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: March 1,2018.
- ↑ SHINee Open to New Opportunities. The Korea Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-22. ციტირების თარიღი: March 1, 2018.
- ↑ SM 대형 신인 '샤이니' 25일 '인기가요' 통해 데뷔. Hei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-11. ციტირების თარიღი: March 1, 2018.