Raye (მუსიკოსი)
რეიჩელ აგათა კინი, იგივე Raye (ინგლ. Rachel Agatha Keen; დ. 24 ოქტომბერი, 1997 წელი, ტოტინგი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.[1] მან პოპულარობა მოიპოვა შემდეგი სინგლებით: „By Your Side", „You Don't Know Me", „Secrets by Regard“ და „Bed“ - ყველა მათგანმა მოიპოვა პლატინის სერტიფიკატი გაყიდვებისთვის.
Raye | |
---|---|
რეიჩელ აგათა კინი | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1997 |
დაბ. ადგილი | ტოტინგი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
წარმოშობა | ბრიტანელი |
ჟანრ(ებ)ი | R&B |
საქმიანობა | მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო |
აქტიური | 2014 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | rayeofficial.com |
Raye ვიკისაწყობში |
2021 წლის ივლისში Raye-იმ შეწყვიტა კონტრაქტი თავის ხმის ჩამწერ ლეიბლთან Polydor Records. 2023 წლის თებერვალში მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „My 21st Century Blues“, რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ალბომამდე მუსიკოსმა გამოუშვა სინგლი „Escapism", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და პირველი ადგილი დაიკავა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. ამასთანავე, სინგლი გახდა მუსიკოსის მისი პირველი სიმღერა, რომელიც მოხვდა ამერიკის Billboard Hot 100-ში.
Raye ასევე წერს სიმღერებს სხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორისაა: ბიონსე, Little Mix, დავიდ გეტა, ჯონ ლეჯენდი და ელი გოლდინგი. 2019 წელს მას გადაეცა BMI-ის ჯილდო, მისი გამორჩეული არტისტულობის, შემოქმედებითი ხედვისა და მუსიკის მომავალზე გავლენისთვის.[2] მას მოპოვებული აქვს Brit Awards-ის ოთხი და Ivor Novello Awards-ის ორი ნომინაცია.
ახალგაზრდობა
რედაქტირებაRaye დაიბადა ტოტინგში, ლონდონში.[3] მისი მამა წარმოშობით იორკშირიდანაა. ბავშვობაში ის მღეროდა ეკლესიაში, სადაც მისი მამა იყო მუსიკალური ხელმძღვანელი, ხოლო დედა ეკლესიის გუნდში მღეროდა. მოგვიანებით, ის გადავიდა კროიდონში, სადაც სწავლობდა ვუდკოტის საშუალო სკოლაში და მალევე დაიწყო სწავლა BRIT School-ში, ხოლო ორი წლის შემდეგ მიატოვა სწავლა.[4] მოგვიანებით, მუსიკოსმა დაიწყო მუსიკის წერის სწავლა.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაRaye არის ქრისტიანი. იგი დიდ პატივს სცემს თავის რწმენასა და ამბობს, რომ სწორედ რწმენა დაეხმარა მას პირადი სირთულეების გადალახვაში.[6] Rolling Stone UK-სთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ ის ებრძოდა სხეულის დისმორფიას, ნარკომანიას, კვებით აშლილობასა და შფოთვას. BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მუსიკოსმა თქვა, რომ კარიერის დასაწყისში მას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა პროდიუსერმა.[7][8]
კარიერა
რედაქტირება2014 წლის დეკემბერში, Raye-მ გამოუშვა თავისი სადებიუტო E.P „Welcome to the Winter“.[9] მან 2015 წელს გამოუშვა სინგლები „Flowers" და „Alien". [10][11] 2016 წლის აგვისტოში მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე EP.[12] მას წინ უძღოდა სარეკლამო სინგლები „Distraction" და „Ambition".[13] 2017 წლის თებერვალში, მუსიკოსი გამოვიდა თავის პირველ სოლო კონცერტზე XOYO-ში, შორედიჩში, ლონდონში.[14] 2018 წლის თებერვალში Raye-მ გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „Cigarette" მეიბლთან და სტეფლონ დონთან ერთად. სიმღერამ 41-ე ადგილი დაიკავა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში და BPI-ის მიერ ვერცხლი სერტიფიკატი მიიღო გაყიდვებისათვის.
2018 წლის მარტში, მუსიკოსმა Kojo Funds-თან ერთად გამოუშვა სიმღერა „Check“. იგი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 26-ე ადგილზე გავიდა და ოქროს სერტიფიკატი მიიღო. 2019 წლის თებერვალში, Raye-მ Odunsi-სთან ერთად გამოუშვა სიმღერა „Tipsy".[15] ასევე მან დავიდ გეტასთან ერთად გამოუშვა სინგლი „Stay (Don't Go Away)", რომელიც გამოვიდა 2019 წლის მაისში და დაიკავა 41-ე ადგილი დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.
2020 წლის ნოემბერში მუსიკოსმა გამოუშვა თავისი პირველი მინი ალბომი Euphoric Sad Songs სინგლებით: „Love Me Again“, „Please Don't Touch“, „Secrets“, „Natalie Don't“, „Love of Your Life“ და ალბომის მეხუთე ოფიციალური სინგლი, „Reardless" Rudimental-თან ერთად.[16]
2022 წლის ივნისში, Raye-მ გამოუშვა ახალი სინგლი „Hard Out Here".[17] მეორე სინგლი „Black Mascara" გამოვიდა 2022 წლის აგვისტოში.[18] ამას მოჰყვა ორმაგი სინგლი „Escapism" და „The Thrill is Gone" 2022 წლის ოქტომბერში.[19] 2023 წლის თებერვალში მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი „My 21st Century Blues“. 2022 წლის დეკემბერში ალბომის სინგლი „Escapism“ პოპულარული გახდა პლატფორმა Tik-Tok-ზე. მისი პოპულარობა მალევე გაიზარდა და სინგლი პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში.[20][21] ასევე, სინგლი 22-ე ადგილზე გავიდა ამერიკის Billboard Hot 100-ში. საბოლოოდ, კომპოზიცია მსოფლიო მასშტაბით მრავალი ქვეყნის ჩარტში მოხვდა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- My 21st Century Blues (2023)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Raye (მუსიკოსი) საიტზე Discogs
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Krol, Charlotte. (2023-02-01) RAYE speaks out on past "dangerous" drug use en-GB. ციტირების თარიღი: 2023-02-08
- ↑ Noel Gallagher and World’s Top Songwriters Honored at 2019 BMI London Awards en (2019-10-21). ციტირების თარიღი: 2023-02-08
- ↑ RAYE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 12 January 2023
- ↑ Savage, Mark. (4 January 2017) BBC Sound of 2017: Raye interview. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Cliff, Aimee. RAYE is going to be a star on her own terms. ციტირების თარიღი: 13 January 2023
- ↑ „Raye: 'My drug use got pretty deep and really dangerous'“. BBC News (ინგლისური). 2023-02-01. ციტირების თარიღი: 2023-02-08.
- ↑ „Raye: 'My drug use got pretty deep and really dangerous'“. BBC News (ინგლისური). 2023-02-01. ციტირების თარიღი: 2023-02-07.
- ↑ Mier, Tomás. (2023-02-01) Raye Is Brutally Honest and Finally in Control on Her Debut Album. Getting There Wasn't Easy en-US. ციტირების თარიღი: 2023-02-07
- ↑ Raye (3) - Welcome To The Winter. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Raye (3) - Flowers. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Raye (3) - Alien. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Second - EP by RAYE. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ I, U, Us (The Remixes) - EP by RAYE. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ XOYO | Whats on Shoreditch. ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Tipsy (feat. RAYE) - Single by Odunsi (The Engine). ციტირების თარიღი: 18 July 2020
- ↑ Savage, Mark (2020-07-15). „How updating Dolly Parton helped Raye find her voice“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-07-16.
- ↑ Magnocavallo, Fabio. (2022-07-01) RAYE - Hard Out Here en-US. ციტირების თარიღი: 2022-08-26
- ↑ RAYE unveils new single "Black Mascara" en-US. ციტირების თარიღი: 2022-08-26
- ↑ RAYE delivers new tracks "Escapism." featuring 070 Shake and "The Thrill Is Gone." en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-13
- ↑ RAYE celebrates her first-ever Top 10 single as a solo artist with Escapism.: "It's such a blessing" en-GB (2022-12-02). ციტირების თარიღი: 2022-12-02
- ↑ „Raye“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-12-13.