უფრთო ალკა

(გადამისამართდა გვერდიდან Pinguinus impennis)

უფრთო ალკა[1] (ლათ. Pinguinus impennis) — ამომწყდარი არამფრენი ფრინველი ალკასებრთა ოჯახისა. ახლოს იდგა ჩრდილოურ ალკებთან. სხეულის სიგრძე 70 სმ-მდე იყო, ფრთები პატარა ჰქონდა და კარგად იყო შეგუებული წყალქვეშ მოსასმელად. იკვებებოდა თევზით. ბინადრობდა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ისლანდიის ატლანტიკურ სანაპიროებზე. ზამთრობით, როგორც ჩანს, აღწევდა ფლორიდასა და ხმელთაშუა ზღვამდე. მოიპოვებდნენ გემრიელი ხორცის გამო, რამაც XIX საუკუნეში მისი მთლიანად ამოწყვეტა გამოიწვია (1844 წელს კუნძულ ელდეიზე მოკლეს უკანასკნელი უფრთო ალკის წყვილი).

უფრთო ალკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pinguinus impennis (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
გადაშენებული
გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct : 22694856

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. great auk — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.