ალკა[1][2] (ლათ. Alca torda) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. ალკის გვარის ერთადერთი გადარჩენილი სახეობა (მეორე იყო ამომწყდარი უფრთო ალკა, რომელიც თანამედროვე კლასიფიკაციით ცალკე გვარშია გაერთიანებული). ზურგის მხარე და თავი შავ-მურაა, მუცელი — თეთრი. სხეულის სიგრძეა 41–48 სმ. ნისკარტი მაღალია, გვერდებიდან შებრტყელებული, თეთრი განივი ზოლით. გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობს სანაპირო კლდეებზე; დებს ერთ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი; ინკუბაცია 35–36 დღე გრძელდება. იკვებება პატარა თევზებით. იზამთრებს ზღვაზე. ფრთხილია; კარგად ცურავს და ყვინთავს.