ალბომი არის ციფრული ჩანაწერის ერთ-ერთი პირველი მაგალითი. მისი ინსტრუმენტული მხარე ძირითადად აგებულია სემპლირებაზე, სინთეზატორ Fairlight CMI-ს გამოყენებით და პერკუსიაზე. იგი ჩაიწერა გებრიელის ახალ სახლში, ეშკომბში, სომერსეტში (ინგლისი), 1981 წელს .[9] 2002 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერინგი.
ალბომის სიმღერები სხვადასხვა თემაზეა. The Rhythm of the Heat დაფუძნებულია კარლ იუნგის ფილოსოფიაზე. San Jacinto მსმენელს უამბობს ინდიელების შიშზე თეთრი ადამიანის წინაშე. Shock the Monkey ყურადღებას ამახვილებს ექსპერიმენტებზე, რომლებშიც დღემდე არიან ჩართული მაიმუნები. Lay Your Hands on Me განკურნებაზეა, რომელიც მოიპოვება ნდობის მეშვეობით. The Family and the Fishing Net თანამედროვე ქორწილზეა, რომელზეც ვუდუისტური რიტუალები ტარდება. Wallflower 1980-იან წლებში ლათინურ ამერიკაში პოლიტიკური პატიმრების მიმართ დამოკიდებულებაზეა.
Deutsches album გამოვიდა, როგორც 1982 წლის Peter Gabriel-ის გერმანულოვენოვანი ალბომი. ტექსტებისა და ხმის მიქსის მხრივ ალბომი განსხვავდება სტანდარტული, ინგლისური ვერსიისაგან.
სიმღერების თანმიმდევრობა დისკზე შეცვლილია. დამატებითი ვოკალებიც გერმანულენოვანია, არანჟირება ოდნავ შეცვლილია, რაც განსხვავდება წინა გერმანული ალბომისგან, რომელზეც უბრალოდ დამატებული იყო გერმანული ტექსტი, სტუდიური ფონოგრამა კი იგივე იყო.
↑Brunner, Rob (12 ივლისი 2002). „Peter Gabriel: Security“. Entertainment Weekly: 84–85.
↑„Peter Gabriel: Peter Gabriel 1: 'Car' / Peter Gabriel 2: 'Scratch' / Peter Gabriel 3: 'Melt' / Peter Gabriel 3: 'Ein Deutsches Album' / Peter Gabriel 4: 'Security' / Peter Gabriel 4: 'Deutsches Album'“. Q (352). ნოემბერი 2015.
↑Thomson, Graeme (ნოემბერი 2015). „Peter Gabriel: Peter Gabriel 1 ('Car') / Peter Gabriel 2 ('Scratch') / Peter Gabriel 3 ('Melt') / Peter Gabriel 4 ('Security')“. Uncut (222): 88–89.