ჯავშნიანი ტკიპები

ობობასნაირთა რიგისა
(გადამისამართდა გვერდიდან Oribatida)

ჯავშნიანი ტკპები (ლათ. Oribatida) — ობობასნაირთა ქვერიგი Acariformes-ის რიგისა. მათი ჯავშანი დახშული სკლეროტიზებული კაფსულაა, რომელსაც აქვს ხუფიანი ხვრელები (სასქესო, ანალური და პირის ორგანოებისა). სქესმოუმწიფებელ ფაზებს (მატლი, ნიმფა) რბილი საფარველი აქვთ, სუნთქავენ კანით, ბინადრობენ ნიადაგის ზედა ფენებში. სქესმწიფე ჯავშნიანი ტკიპები დაფარული არიან ჯავშნით, სუნთქავენ ტრაქეებით, ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, ახასიათებთ ვერტიკალური მიგრაცია ტენისა და ტემპერატურის ცვლილების დროს. ჯავშნიანი ტკიპები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰელმინთოზების გამომწვევი თასმისებური ჭიების (ოჯახი Anoplocephalidae) შორისული მასპინძელია.

ჯავშნიანი ტკიპები
Phthiracarid
Phthiracarid
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
ქვეკლასი:  ტკიპები
ქვერიგი:  ჯავშნიანი ტკიპები
ლათინური სახელი
Oribatida

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება