NBA 2K (სერიები)
NBA 2K — საკალათბურთო ვიდეო თამაშების სერია შემუშავებული 1999 წელს. 1999 წლიდან მოყოლებული გამოიცემა დღემდე. The NBA 2K სერია, თავდაპირველად იყო ექსკლუზივი Dreamcast-ის პლატფორმისთვის. 2004 წლამდე გამოსცემდა კომპანია Sega, ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული გამოსცემს 2K Sports. თამაშისს ფრენჩაიზი შემუშავებული იქნა კომპანია Visual Concepts-ის მიერ. NBA 2K-ის კონკურენტი ბაზარზე არის EA Sports-ის ვიდეო თამაშების სერია NBA Live.[1]
NBA 2K | |
---|---|
სერიის ოფიციალური ლოგო | |
ჟანრები | სპორტული სიმულატორი |
დეველოპერ(ებ)ი | Visual Concepts |
გამომცემელი |
Sega (1999–2004) 2K Sports (2005–დღემდე) |
პლატფორმები | |
თავდაპირველი პლატფორმა | Dreamcast |
შექმნის თარიღი | 1999 |
პირველი გამოცემა |
NBA 2K 10 ნოემბერი, 1999 |
ბოლო გამოცემა |
NBA 2K16 29 სექტემბერი, 2015 |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი |
ისტორია
რედაქტირებაპირველი 4 თამაში სერიისა დაკავშირებულია კომენტატორ ბობ სტილ და როდ ვესტთან (ბეუ არეა სპორტული რადიოს წამყვანები ბობ ფიტზჯერალდი და როდ ბრუკსი, რომლებიც KNBR 680 სიხშირეზე მუშაობდნენ სან-ფრანცისკოში. მათ რადიო შოუს ასევე „ფიტზი და ბრუკსი“ ერქვა), თუმცა NBA 2K3-იდან მოყოლებული, შემქმნელებმა ცვლილებებისთვის ისეთი კომენტატორები აიყვანეს, როგორებიც არიან ბილ უოლტონი, ტომ ტოლბერტი, კევინ ფრეზიერი, მიშელ ტეფოია და ბობ ფიტზჯერალდი. ფერები და თამაშის მიხედვით კომენტარები NBA 2K6, NBA 2K7 და NBA 2K8 -ში შექმნილი იქნა კევინ ჰარლენის და კენი სმითის მიერ. პიტერ ბარტო არის PA გამომცხადებელი. NBA 2K9 კომენტარები დაკავშირებულია კევინ ჰარლენთან და კლარკ კელოგთან, ასევე შერილ მილერთან, რომელმაც ასევე მონაწილეობა მიიღო NBA 2K10 კომენტატორობაში.
2002 წელს, სეგამ შეიტანა ამერიკული ტელევიზია ქსელში, ESPN-ის ბრედი სეგას ახალ ვიდეო თამაშში. ESPN ბრენდი გამოყენებული იქნა 3 თამაშისთვის, მეორე მათგანს სახელიც კი ESPN NBA Basketball გადაერქვა, მას შემდეგ კი ESPN-მა EA Sports-თან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2005 წელს სეგამ გაყიდა NBA 2K სერიები Visual Concepts-თან ერთად Take-Two Interactive-ზე. დღეს სერიები გამოდის როგორც 2K სპორტი, რომელსაც Take-Two უშვებს.
PlayStation 3 ვერსია NBA 2K7 იყო პირველი ვერსია რომელიც სენსორულ მოძრაობაზეც იყო დაყრნობილი, განსაკუთრებით ამის შეგრძნება საჯარიმოს სროლის დროს შეიძლებოდა, რომელიც რეალურის მსგავსად ხდებოდა, მაგრამ ეს პროექტი არ იქნა გაგრძელებული მომდევნო სერიებში.[2]
NBA 2K11 იყო პირველი გამოშვება, როდესაც ვიდეო თამაში 3D გამოსახულებაში შეგეძლო გეთამაშა, თუმცა ეს შესაძლებლობა შეგეძლო მიგეღო მხოლოდ PlayStation 3 და Xbox 360-ის ვერსიებზე. NBA 2K12 გახდა პირველი თამაში სერიიდან, რომელსაც გააჩნდა PlayStation Move-ის მხარდაჭერა, ხოლო რაც შეეხება NBA 2K14, იგი იყო პირველი თამაში სერიიდან, რომელიც გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, როგორებიც არის PlayStation 4 და Xbox One.
სერიები
რედაქტირებასათაური | შემქმნელი | გამომშვები | პლატფორმა | გამოშვების თარიღი* | ათლეტი სურათზე |
---|---|---|---|---|---|
NBA 2K | Visual Concepts | Sega | Dreamcast | 1999 წლის 10 ნოემბერი | ალენ აივერსონი |
NBA 2K1 | Visual Concepts | Sega | Dreamcast | 2000 წლის 1 ნოემბერი | ალენ აივერსონი |
NBA 2K2 | Visual Concepts | Sega | Dreamcast, GameCube, PS2, Xbox | 2001 წლის 24 ოქტომბერი | ალენ აივერსონი |
NBA 2K3 | Visual Concepts | Sega | PS2, Xbox, GameCube | 2002 წლის 7 ოქტომბერი | ალენ აივერსონი |
ESPN NBA Basketball | Visual Concepts | Sega | PS2, Xbox | 2003 წლის 21 ოქტომბერი | ალენ აივერსონი |
ESPN NBA 2K5 | Visual Concepts | Sega | PS2, Xbox | 2004 წლის 28 სექტემბერი | ბენ უალასი |
NBA 2K6 | Visual Concepts | 2K Sports | PS2, Xbox, Xbox 360 | 2005 წლის 26 სექტემბერი | შაკილ ო'ნილი |
NBA 2K7 | Visual Concepts | 2K Sports | PS2, PS3, Xbox, Xbox 360 | 2006 წლის 25 სექტემბერი | შაკილ ო'ნილი |
NBA 2K8 | Visual Concepts | 2K Sports | PS2, PS3, Xbox 360 | 2007 წლის 2 ოქტომბერი | კრის პოლი |
NBA 2K9 | Visual Concepts | 2K Sports | Windows, PS2, PS3, Xbox 360 | 2008 წლის 7 ოქტომბერი | კევინ გარნეტი |
NBA 2K10 | Visual Concepts | 2K Sports | PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 | 2009 წლის 6 ოქტომბერი | კობი ბრაიანტი |
NBA 2K11 | Visual Concepts | 2K Sports | PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 | 2010 წლის 5 ოქტომბერი | მაიკლ ჯორდანი |
NBA 2K12 | Visual Concepts | 2K Sports | iPad, iPhone, PS2, PS3, PSP, Wii, Windows, Xbox 360 | 2011 წლის 4 ოქტომბერი | მაიკლ ჯორდანი, ლარი ბირდი, მეჯიკ ჯონსონი |
NBA 2K13 | Visual Concepts | 2K Sports | Windows, PS3, PS4, Windows, Xbox 360, Xbox One, iPhone/iPod touch, iPad | 2012 წლის 2 ოქტომბერი | დერიკ როუზი, კევინ დურანტი, ბლეიკ გრიფინი |
NBA 2K14 | Visual Concepts | 2K Sports | Windows, Xbox 360,PC PS3, PS2,PSP, Wii, Wii U | 2013 წლის 7 ოქტომბერი | ლებრონ ჯეიმსი |
NBA 2K15 | Visual Concepts | 2K Sports | Windows, PS3, PS4, Windows, Xbox 360, Xbox One, Android, iPhone/iPod touch, iPad | 2013 წლის 7 ოქტომბერი | ლებრონ ჯეიმსი |
NBA 2K16 | Visual Concepts | 2K Sports | Windows, Xbox 360,PC PS3, PS2,PSP, Wii, Wii U | 2013 წლის 7 ოქტომბერი | ჯეიმზ ჰარდენი, ენტონი დევისს, სტივენ კარი მაიკლ ჯორდანი,ტონი პარკერი, დენის შრიოდერი მარკ გასოლი, პაუ გასოლი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Flysenberg. index - NBA2k. Reddit. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი 2015.
- ↑ NBA 2K7 Playstation 3 Features დაარქივებული 2012-09-30 საიტზე Wayback Machine. www.2ksports.com