NBA-ის ევროპული ტურნე
NBA-ის ევროპული ტურნე — ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც სათავეს 2006 წლიდან იღებს. ღონისძიების მიზანია, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებმა გამართონ შეხვედრები მთავარი ევროლიგის, მაგრამ ასევე ევროთასების გუნდებთან.
მატჩები ტარდება NBA-ის წესების თანხმად, რაც შესამჩნევად განსხვავებულია FIBA-ს წესებიდან, რომლის მიხედვითან ევროლიგის გუნდები თამაშობენ. ასევე აღსანიშნავია პარკეტის განსხვავებაც.
ისტორია
რედაქტირება2006 წელს ჩატარებული იქნა შეჯიბრის ფორმატით, სადაც ფინალში ფილადელფია სიქსერსმა გაიმარჯვა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ.
2007 წელს ღონისძიება გადაერთო ამხანაგური მატჩის ფორმატზე ევროლიგას და NBA-ის გუნდებს შორის.
2008 წლის ღონისძიება მხოლოდ NBA-ის გუნდებს შორის მოხდა. ევროლიგამ გადაწყვიტა არ ჩაეტარებინა მისი გუნდებისთვის პრე-სასეზონო მატჩები NBA-ის გუნდებთან.[1]
2009 წელს, ევროლიგამ შეიცვალა მისი გადაწყვეტილება და რეალ მადრიდ ბალონკესტომ ჩაატარა შეხვედრა იუტა ჯაზთან. 2 დღით ადრე, ჩიკაგო ბულზმა 1 ქულით დაამარცხა იუტა ჯაზი ლონდონში, ინგლისი
2010 წლის NBA-ის ევროპული ტურნეს მატჩები გაიმართა მილანში, ბარსელონაში, პარიზში და ლონდონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა, ნიუ-იორკ ნიქსმა, მინესოტა ტიმბერვულვზმა, რეგალ ბარსელონამ და არმანი ჯინს მილანომ.[2]
- ნიუ-იორკ ნიქსი - აჯ მილანო (3 ოქტ.) მილანი - Mediolanum Forum
- ლოს-ანჯელეს ლეიკერსი - მინესოტა ტიმბერვულვზი (4 ოქტ) ლონდონი = The O2 Arena
- ნიუ-იორკ ნიქსი - მინესოტა ტიმბერვულვზი (6 ოქტ) პარიზი - Palais Omnisports de Paris-Bercy
- ლოს-ანჯელეს ლეიკერსი - რეგალ ბარსელონა (7 ოქტ) ბარსელონა - Palau Sant Jordi
NBA-ის ევროპული ტურნე არ ჩატარდა 2011 წლის ლოკაუტის გამო.
2012 წელში დაგეგმილი ევროპული ტურნე ჩატარებული იქნება თურქეთის, იტალიის, გერმანიის და ესპანეთის ტირიტორიებზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Important Euroleague news: no more NBA Europe Live Tour დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine. , www.ballineurope.com, January 16, 2008, accessed August 17, 2008.
- ↑ nba.com, www.nba.com, April 13, 2010