ყარყუმი
(გადამისამართდა გვერდიდან Mustela erminea)
ყარყუმი (ლათ. Mustela erminea) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს (დედალი უფრო პატარაა). ზაფხულობით მურა-წითელი ბეწვი აქვს, ზამთარში — თეთრი, კუდის ბოლო მუდამ შავია.
ყარყუმი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Mustela erminea | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 29674 | |||||||||||||
|
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით და წვრილ-წვრილი ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის კურდღელს და სხვა ცხოველებს.
ყრის 5-8 ნაშიერს. სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების განადგურებით. ბეწვის გამო რეწვის ობიექტია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.