Adobe Flash

(გადამისამართდა გვერდიდან Macromedia Flash)

Adobe Flash (ყოფილი Macromedia Flash) — მულტიმედიური პლატფორმა, რომელიც გამოიყენება რეკლამებისათვის, თამაშებისათვის და Flash-ანიმაციისათვის. უკანასკნელ პერიოდში დაიწყო მისი გამოყენება ინტერნეტ-დამატებებისათვის (RIA).[1]

Adobe Flash
მწარმოებელი Adobe Systems, ყოფილი Macromedia
ბოლო გამოშვება 32
პროგრამირების ენა ActionScript,C++
ჟანრი ინტერნეტ დამატება
ლიცენზია Proprietary EULA
საიტი *ოფიციალური საიტი

Flash მანიპულირებას უკეთებს ვექტორულ და რასტრულ გრაფიკას და უზრუნველყოფს აუდიოსა და ვიდეოს ორმხრივ დინებას. ის შეიცავს სკრიფტინგის ენას, რომელსაც ActionScript ჰქვია. გამოიყენება თითქმის ყველა მთავარ ბრაუზერში, ზოგიერთ ტელეფონსა და ელექტრონულ მოწყობილობაში. რამდენიმე პროგრამას, სისტემას და მოწყობილობას, რომელიც შეიცავს Adobe Flash Player-ს, აქვს საშუალება გამოსახოს Flash.ავტომატური მოქმედების უზრუნველყოფა ასევე ხდება JavaScript Flash ენით (JSFL). აქვს კომპიუტერული აქსესუარების, მაუსის, კლავიატურის, მიკროფონისა თუ კამერის მხარდაჭერა.

SWF ფორმატის ფაილებს, რომელებსაც ტრადიციულად ეძახიან ფლეშ ფილმებს (Flash Movies), ან ფლეშ თამაშებს (Flash Games), აქვთ .swf ფაილური გაფართოება და შესაძლოა ისინი გამოყენებულ იქნან ვებ კომპონენტებად. Flash Video (FLV) ფაილებს აქვთ .flv ფაილური გაფართოება.

გარდა დადებითი შეფასებებისა, Flash-ს გამოწვეული აქვს უარყოფითიც - ძირითადად, ვებ-გვერდების გამოყენებადობის ხარისხის გაუარესების გამო.[2]

Adobe Flash პროგრამირება ძირითადად ხდება პროგრამული უზრუნველყოფით Adobe Flash Professional.

პროგრამა Flash-ის შექმნა ჯონათან გრეიმმ ჩაიფიქრა. 1993 წლის ინავარში, Jonathan Gray, Charlie Jackson, და Michelle Welsh-მა შექმნეს პატარა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია FutureWave Software, სადაც შექმნეს მათი პირველი პროდუქცია სახელად - SmartSketch. ინტერნეტ ტექნოლოგიების გაბრწყინების ხანაში FutureWave-მა დაიწყო ვექტორებზე დაფუძნებული ინტერნეტ ანიმაციის შესაქმნელი ისნტრუმენტის რეალიზაცია. 1995 წელს FutureWave-მა მოდიფიკაცია გაუკეთა SmartSketch-ს და დაამატა კადრული ანიმაცია და შეუცვალა სახელი FutureSplash Animator, Mac-ზე და PC-ზე. ამავდროულად კომპანიამ დაიმატა მეორე პროგრამისტი, Robert Tatsumi, არტისტი Adam Grofcsik და PR სპეციალისტი Ralph Mittman. პროგრამა შესთავაზეს Adobe-ს. 1996 წლის დეკემბერში, Macromedia-მ შეიძინა პროდუქტი და შემდგომ გამოუშვა სახელით Flash, “Future” და “Splash” სახელების შეზავებით.

ვერსიები

რედაქტირება
  • Macromedia Flash 2 (1997) შესაძლებლობები: სტერეო ხმის უზრუნველყოფა, გაუმჯობესებული Bitmap ინტერგრაცია, ღილაკები, ბიბლიოთეკა და ორი ფერის ჩანაცვლების შესაძლებლობა.
  • Macromedia Flash 3 (1998) შესაძლებლობები: ანიმაციის შექმნის გაუმჯობესებული საშუალება, ფლეიბექი და პუბლიკატორი. ამავე წელს, Macromedia-მ გაყიდა 100,000 Flash პროდუქტი.
  • Macromedia Flash 4 (1999) შესაძლებლობები: Microsoft Internet Explorer 5-ში ინტეგრაციისას მიაღწია Plash Player-ის 100 მილიონ ინსტალაციას.
  • 2000 წელს, Flash Player უკვე განაწილებული იყო ყველა AOL, Netscape და Internet Explorer ბრაუზერებში. ორი წლის შემდეგ ის მოყვებოდა Windows XP-ს ყველა პაკეტს.
  • Macromedia Flash 5 (2001) შესაძლებლობები: Flash 5 დიდი ნახტომი იყო შესაძლებლობებში, Flash სკრიფტინგის შესაძლებლობების ევოლუციასთან ერთად გამოვიდა სკრიფტინგის ენა ActionScript.
  • Macromedia Generator იყო ფლეშ ფაილების შემცველობიდან დიზაინის გამოყოფის პირველი ინიციატივა. Generator 2.0 გამოვიდა 2001 წლის აპრილში. Generator-ის გამოშვება შეწყდა 2002 წელს, რადგან გამოვიდა Flash Remoting-ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლეოდა მონაცემების განუწყვეტლივ ტრანსმისიას სერვერსა და კლიენტს შორის, Coldfusion სერვერის მეშვეობით.
  • 2000 წლის ოქტომბერში, Jakob Nielsen-მა დაწერა პოლემიკური სტატია Flash-ის გამოყენების შესახებ, სათაურით "Flash 99% Bad".
  • 2001 წლის სექტემბერში, მიმოხილვამ აჩვენა, რომ ამერიკის 10 უდიდესი საიტიდან, შვიდი დამზადებული იყო Flash ტექნოლოგიით.
  • Macromedia Flash MX გამოვიდა 2002 წლის 15 მარტს და თან მოყვა ახალი Macromedia Flash Player 6, ვიდეოს უზრუნველყოფით, პროგრამის კომპონენტებით, ბიბლიოთეკით და ის იყო ადვილად მოსახმარი.
  • Macromedia Flash Communication Server MX, ასევე გამოვიდა 2002 წელს, რომელიც ვიდეოს Flash Player 6-ში გამოსახვის საშუალებას აძლევდა.
  • Macromedia Flash MX 2004 გამოვიდა 2003 წლის სექტემბერში, 8-ჯერ სწრაფი Runtime შესაძლებლობით და მას მოყვა Macromedia Flash Player 7, ასევე მას შესაძლებლობა ჰქონდა შეექმნა დიაგრამები, გრაფიკები და დამატებითი ტექსტური ეფექტები. ასევე მას შეეძლო PDF და Adobe Illustrator 10-ს ფაილების იმპორტირება. ასევე განვრცობილ იქნა ActionScript 2.0.
  • Macromedia Flash 8 (2005) ითვლება ფლეშის მეხუთე ვერსიის ყველაზე დიდ განახლებად. ახალი ფილტრის ეფექტები და შერევის რეჟიმები, bitmap-ის კეშირება, ახალი On2 VP6 ვიდეო კოდეკი, გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის ძრავა, სახელით - FlashType, ემულატორი მობილურებისათვის და რამედენიმე განახლება ActionScript 2.0-ში.
  • 2005 წლის, 3 დეკემბერს Adobe Systems-მა შეიძინა Macromedia.
  • Adobe Flash Player 9 Windows და Mac OS-სათვის გამოვიდა 2006 წელს.
  • Adobe Flash Player 9 Linux-თვის გამოვიდა 2007 წლის იანვარში.
  • Adobe Flash 9 Public Alpha გამოვიდა 2006 წელს და მას მოყვა ActionScript 3.0 საცდელი ვერსია.
  • Adobe Flash CS3 გამოვიდა 2007 წელს, რომელიც არის Flash 9 Public Alpha-ზე ორიენტირებული და აქვს Adobe products-ში ინტეგრაციისათვის საჭირო რამდენიმე განახლება.
  • Adobe Flash Professional CS4 გამოვიდა 2008 წელს, ის შეიცავდა ინვერსიულ კინემატიკას (ძვლების ხელსაწყოებს), ბაზურ 3D ობიექტების, ობიექტზე დაფუძნებულ ანიმაციას, ტექტსტის ძრავას, და ActionScript 3.0-ის გაფართოვებებს. CS4 საშუალებას აძლევს დეველოპერს შექმნას ანიმაცია მრავალი ახალი ფუნქციებით რომელიც არ იყო წინა ვერსიებში.
  • Adobe Flash Professional CS5 Flash CS5 გამოვიდა 2010 წლის 12 აპრილს მან შემოიღო IPhone-ზე გამოშვების შესაძლებლობა.[3]
  • Adobe Flash Professional CS5.5 გამოვიდა 2011-ში მან გააუმჯობესა iPhone-ზე გამოქვეყნების მხარდაჭერა.
  • Adobe Flash Professional CS6 გამოვიდა 2012 წელს, დაემატა შესაძლებლობები ფაილების გამოქვეყნების როგორც HTML5.[4]
  • Adobe Flash Professional CC გამოვიდა 2013 წლის ივნისს. მეორე ვერსია გამოვიდა 18 ივნისს, 2014 წელს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rich Internet applications. Adobe. ციტირების თარიღი: April 10, 2012.
  2. Flash: 99% Bad. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2009. ციტირების თარიღი: January 8, 2011.
  3. "Adobe Labs — Adobe Flash Professional CS5: Applications for iPhone". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-13. ციტირების თარიღი: 2014-07-08.
  4. "Flash Professional CS6 Features"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Adobe_Flash&oldid=4611850“-დან