M777
M777 (ინგლ. M777 howitzer) — 155 მმ ბუქსირებადი ლულიანი საარტილერიო სისტემა (ჰაუბიცა). გამოიყენება ავსტრალიის, კანადის, ინდოეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ. მისი საბრძოლო დებიუტი ავღანეთის ომში შედგა.
M777 მსუბუქი წონის ბუქსირებადი ჰაუბიცა (ინგლ. M777 Lightweight Towed Howitzer) | |
---|---|
M777 აშშ-ის არმიის მე-10 სამთო დივიზიონის შემადგენლობაში. ოპერაცია Enduring Freedom, ლოგარის პროვინცია, ჩარხის რაიონი, ავღანეთი | |
ტიპი | ბუქსირებადი ჰაუბიცა |
წარმომავლობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 2005 – დღემდე |
იყენებენ | ავსტრალია, კანადა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, აშშ |
ომები და კონფლიქტები |
ავღანეთის ომი[1] ერაყის ომი სირიის სამოქალაქო ომი[2] ერაყის სამოქალაქო ომი[3] იემენის სამოქალაქო ომი[4] საუდის არაბეთის ინტერვენცია იემენში |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | BAE Systems |
მწარმოებელი | BAE Systems |
ეგზემპლარის ღირებულება | $3.02 მილიონი |
წარმოების პერიოდი | 2004 – დღემდე |
მახასიათებლები | |
წონა | 4 200 კგ[5] |
სიგრძე |
საბრძოლო: 10.7 მ სალაშქრო: 9.5 მ |
ლულის სიგრძე | 5.08 მ / L39 |
გათვლა / ჯგუფეული | 7+1 |
| |
ჭურვი | M107, M795, ERFB, M982 Excalibur |
კალიბრი | 155 მმ |
ვერტიკალური კუთხე | 0° – +71.7°[6] |
სროლის ტემპი |
საშუალო: 2 გ/წთ მაქსიმალური: 7 გ/წთ |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | მუხტი 8S: 827 მ/წმ |
მაქსიმალური მანძილი |
M107: 24 კმ ERFB: 30 კმ M795: 28.7–37 კმ M982 Excalibur: 40 კმ |
M777-ს აწარმოებს BAE Systems-ის გლობალური საბრძოლო სისტემების (Global Combat Systems) განყოფილება. კონტრაქტების ძირითადი მენეჯმენტი, ასევე, ტიტანის კომპონენტების და უკუგორვის მექანიზმის წარმოება და აწყობა ხორციელდება ბეროუ-ინ-ფერნესში, დიდ ბრიტანეთში. საბოლოო აწყობა და ტესტირება მიმდინარეობს BAE-ს საწარმოში, მისისიპის შტატის ქალაქ ჰეტისბურგში.[7]
შექმნის ისტორია
რედაქტირებაM777-მა არსებობა დაიწყო სახელით „ულტრამსუბუქი საველე ჰაუბიცა“ (Ultralight Field Howitzer, UFH). იგი შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ბაროუ-ინ-ფერნესში, კომპანია Vickers Shipbuilding and Engineering-ის (VSEL) შეიარაღების განყოფილებაში. UFH-ის პროტოტიპების შექმნიდან და დემონსტრაციიდან ცოტა ხნის შემდეგ VSEL კომპანია BAE Systems-მა შეიძინა, ქვემეხს სახელი გადაარქვა და M777 უწოდა. მის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ BAE Systems-მა მისი კონსტრუქციის და აწყობის პროცესის „ამერიკანიზაცია“ მოახდინა თავისი სახმელეთო და შეიარაღების ჯგუფის მეშვეობით, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. M777-ის ნაწილების დაახლოებით 70% ამჟამად ამერიკული წარმოებისაა, მათ შორის ლულაც, რომელსაც Watervliet Arsenal აწარმოებს.[8]
M777 იწონის 4 200 კილოგრამს და 41%-ით მსუბუქია ჰაუბიცა M198-ზე (7154 კგ), რომლის ჩანაცვლების მიზნითაც ის შეიქმნა.[9][10] წონის შემცირება, მეტწილად, ტიტანის გამოყენებითაა მიღწეული.[11] M777-ის ტრანსპორტირება შესაძლებელია ვერტმფრენის საკიდით, ისეთი სატრანსპორტო თვითმფრინავებით, როგორიცაა C-130, ან შესაძლებელია მისი ბუქსირება ნებისმიერ სატვირთო მანქანაზე, რომელიც 2.5 ტონაზე მეტს იწონის (მაგალითად, საშუალო ტაქტიკური მანქანები FMTV და MTVR).[12][13] გათვლის მინიმალური აუცილებელი შემადგენლობაა 5 სამხედრო მოსამსახურე, განსხვავებით M198-სგან, რომელსაც სულ მცირე 9 სამხედრო მოსამსახურე ესაჭიროება.[14]
M777 იყენებს ციფრულ ცეცხლის მართვის სისტემას, რომელიც მსგავსია თვითმავალ ჰაუბიცებზე, მათ შორის, M109A6 PALADIN-ზე გამოყენებული სისტემისა. მისი საშუალებით ხდება ნავიგაციის, დამიზნების და თვითლოკაციის უზრუნველყოფა, რაც ქვემეხის მოქმედებაში სწრაფად მოყვანის საშუალებას იძლევა.[15] კანადური M777 ტრადიციულ „მინისა და რკინის“ დამიზნების სისტემასთან ერთად იყენებს ცეცხლის მართვის სისტემას სახელწოდებით „ქვემეხის ციფრული მართვის სისტემა“ (Digital Gun Management System, DGMS), რომელსაც Leonardo MW აწარმოებს, ხოლო არაპირდაპირი ცეცხლის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (Indirect Fire Control Software Suite, IFCSS) შექმნილია კანადის არმიის სახმელეთო პროგრამული უსზრუნველყოფის საინჟინრო ცენტრში.[16] სისტემის ის ნაწილი, რომელსაც Leonardo MW აწარმოებს, ცნობილია სახელით LINAPS და იგი მანამდე ბრიტანეთის არმიის სამეფო არტილერიის L118 მსუბუქი ქვემეხებისთვისაც გამოიყენებოდა.[17]
ცეცხლის მართვის ციფრული სისტემის სამუშაოდ აუცილებელია მბრუნავი ჰიბრიდულ-ელექტრონული ძრავი, რომელსაც Liquid Piston აწარმოებს.[18]
M777-ს შეუძლია GPS მართვადი M982 „ექსკალიბურის“ ტიპის ჭურვების გასროლა, რაც 40 კილომეტრამდე მანძილზე ზუსტი მოხვედრების საშუალებას იძლევა. იუმას პოლიგონზე გამართული საცდელი სროლების დროს აშშ არმიის ქვედანაყოფმა 24 კილომეტრიდან გასროლილი 14 „ექსკალიბურიდან“ 13 მიზნიდან 10 მეტრის რადიუსში მოახვედრა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლო წრიული ცდომილება 5 მეტრს არ აღემატება.[19] 2012 წლის ივნისში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-2 (საარტილერიო) ბატალიონმა M982 „ექსკალიბურის“ ჭურვი ამბოხებულების პოზიციას 36 კილომეტრის მანძილიდან მოახვედრა. ეს M777 ჰაუბიცის არსებობის ისტორიაში ყველაზე შორ ოპერატიულ გასროლას წარმოადგენს, ასევე, ყველაზე შორ გასროლას ლულიანი საარტილერიო შეიარაღებიდან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ისტორიაში.[20] აშშ-ის არმიის ყველაზე შორი გასროლა „ექსკალიბურის“ ჭურვით ერაყში მოხდა და მანძილი 30 კილომეტრი იყო.
M777A2 | M198 | |
---|---|---|
წონა | 4200 კგ | 7154 კგ |
საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის დრო | 6 წთ 10 წმ | 6 წთ 35 წმ |
სალაშქრო მდგომარეობაში მოყვანის დრო | 6 წთ 23 წმ | 10 წთ 40 წმ |
C-130-ით გადატანის რაოდენობა | 2 | 1 |
გათვლა | 5 | 9 |
ვარიანტები
რედაქტირება- M777 – საბაზისო ვარიანტი ოპტიკური ცეცხლის მართვის სისტემით
- M777A1 – საბაზისო ვარიანტის განახლება ციფრული შესაძლებლობებით, როგორიცაა ჩაშენებული დენის წყარო, სატელიტური პოზიციონირება, ინერციული ნავიგაცია, რადიო, დისპლეი (Gun Display Unit, GDU) და სხვა.
- M777A2 – Block 1A განახლებული ოპერაციული სისტემით. დაემატა გაუმჯობესებული გადასატანი ინდუქციური საარტილერიო ამფეთქის დაყენების სისტემა (Enhanced Portable Inductive Artillery Fuze Setter, EPIAFS), რაც M982 „ექსკალიბურის“ და სხვა სახის მართვადი საბრძოლო მასალის სროლის საშუალებას იძლევა.[21][22]
- M777ER – ეს განახლება შეიქმნა გაუმჯობესებული მანძილის ლულიანი არტილერიის (Extended Range Cannon Artillery, ERCA) პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც სროლის მაქსიმალური მანძილის 30-დან 70 კილომეტრამდე გაზრდა იყო.[23] განახლებაში შედის გაცილებით გრძელი, 58 კალიბრიანი (9.1 მ) ლულა და გაძლიერებული მუხტი, რომელიც XM1113 მარკის რეაქტიულ ჭურვს ისვრის.[24]
ოპერატიული ისტორია
რედაქტირებაავსტრალია
რედაქტირება2008 წელს ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა გამოთქვა სურვილი აშშ-ისგან 57 ერთეული M777A2-ის შეძენის შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით US$248 მილიონი იყო.[25] შემდგომში, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 35 ქვემეხი, რომლითაც ჩაანაცვლა ავსტრალიის სამეფო არტილერიის 1-ლი პოლკის, მე-4 პოლკის და მე-8/მე-12 პოლკის შეიარაღებაში არსებული მოძველებული 155 მმ M198 და 105 მმ L119 Hamel-ის ტიპის სისტემები.[26] პირველი M777A2 ქვეყანამ 2010 წლის ბოლოს მიიღო.[27][28] დამატებით 19 ჰაუბიცას ავსტრალია პირდაპირ ამერიკული მწარმოებლისგან შეიძენს, რის შედეგადაც, მთლიანობაში, 6 ბატარეის დაკომპლექტება შეეძლება.[29] იმავდროულად, ავსტრალიის არმიამ შეისყიდა 155 მმ მართვადი საბრძოლო მასალა, კერძოდ, M982 „ექსკალიბური“ და XM1156 ზუსტი დამიზნების ხელსაწყო (Precision Guidance Kit).[30]
ბრაზილია
რედაქტირება2010 წელს ბრაზილიის საზღვაო ძალები განიხილავდა M777-ს, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს მოძველებული 155 მმ M114A1 ჰაუბიცების ჩასანაცვლებლად ბრაზილიის საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის, თუმცა, საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.[31]
კანადა
რედაქტირება2005 წლის დეკემბერში კანადის სამეფო ცხენოსანი არტილერიის 1-ლმა პოლკმა განახორციელა თავიანთი პირველი 6 ერთეული 155 მმ M777-ების საინაუგურაციო გასროლა. აღნიშნული 6 ქვემეხი კანადამ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან, საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების (FMS) ფარგლებში[32] აშშ-სა და კანადას შორის არსებული კონტრაქტით მიიღო. მათი პირველი გასროლა 1-ლი პოლკის A ბატარეამ განახორციელა ბაზა შაილოზე (Shilo), შემდეგ კი ჰაუბიცები ავღანეთში, ოპერაცია Archer-ის მხარდასაჭერად გადაისროლეს და 2006 წლის დასაწყისში ყანდაარში, კანადური ძალების ოპერაციის რაიონში განათავსეს. ეს იყო M777-ის პირველი გამოყენება საბრძოლო ვითარებაში. იმავე წლის ზაფხულში აღნიშნულმა ჰაუბიცებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პანჯუაის ბრძოლაში, როცა უკანდახევაში მყოფ თალიბანის ელემენტებს მცირე რაოდენობის გასროლებით უმძიმესი ზიანი მიაყენეს. ბრძოლის ყველაზე მძიმე ფაზის დროს დაღუპული 72 ამბოხებულიდან უმეტესობა მხოლოდ ორი M777-დან განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა. შემოდგომისთვის კანადური M777-ები უკვე იყო აღჭურვილი ცეცხლის მართვის ციფრული სისტემებით (DGMS), რამაც საგრძნობლად გაზარდა მათი სიზუსტე და შესაძლებელი გახადა მათი გამოყენება კანადური და ამერიკული სახმელეთო შენაერთების ახლო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.[33] მათი გამოყენება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იმავე წელს კანადამ BAE-ს დამატებით 6 ქვემეხი შეუკვეთა. 2009 წლის მაისში კანადის მთავრობამ გააფორმა შეკვეთა 25 ჰაუბიცაზე, რითიც საერთო რაოდენობა 37 გახდა.[34][35][36] გრძელდება DGMS სისტემის გაუმჯობესება კომუნიკაციის სისტემების დამატებით.[37]
ინდოეთი
რედაქტირებაინდოეთის არმიამ 145 ერთეული M777-ის შეძენის სურვილი 2010 წელს გამოთქვა,[38] საერთო ღირებულება ₹30 მილიარდი უნდა ყოფილიყო (US$394 მილიონი). 2012 წლის 11 მაისს ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 145 ჰაუბიცის შეძენის გეგმა US$660 მილიონად აშშ-ის საერთაშორისო სამხედრო შესყიდვების ფარგლებში.[39] აღნიშნული გეგმა წარედგინა ინდოეთის ფინანსთა მინისტრს და უშიშროების კომიტეტს.[40][41] 2013 წლის 2 აგვისტოს ინდოეთმა 145 ერთეული ქვემეხის შესყიდვა ამჯერად US$885 მილიონად მოითხოვა,[42] თუმცა, 2014 წლის 24 თებერვალს შესყიდვა ისევ გადაიდო.[43] 2014 წლის 11 მაისს შესყდვის გეგმას დაეთანხმა თავდაცვის სამინისტრო,[44] თუმცა, იმავე წლის 11 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ მაღალი ფასის გამო ქვემეხებს აღარ შეიძენდა.[45] 2014 წლის 22 ნოემბერს პრიცესი განახლდა, ამჯერად, „დაამზადე ინდოეთში“ პროგრამის ფარგლებში.[46] 2015 წლის 13 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოყო ₹29 მილიარდი 145 ჰაუბიცის შესაძენად აშშ-ისგან.[47] იმავე წლის 15 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ ამის შემდეგ კიდევ 500 ერთეული M777-ის შეძენა სურდა.[48]
2016 წლის 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 145 ჰაუბიცას ინდოეთი US$750 მილიონად შეიძენდა.[49] იმავე წლის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდა.[50][51] შეთანხმების თანახმად, BAE Systems-მა ინდოეთს 25 ერთეული ჰაუბიცა მიაწოდა, ხოლო დამატებით 120 ინდოეთში, Mahindra Defence Systems Limited-ის მიერ აიწყობოდა.[52]
ინდოეთის არმიამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი პირველი 2 ჰაუბიცა 2017 წლის 18 მაისს, ნიუ-დელიში მიიღო.[53][54] 2017 წლის 2 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ჰაუბიცის ლულა კალიბრაციის პროცესში სროლისას დაზიანდა.[55][56] ინდოეთის არმიამ M777 ჰიმვიჯაის წვრთნების დროს, არუნაჩალ-პრადეშში გამოიყენა. წვრთნებში ახლადჩამოყალიბებული ინტეგრირებული საბრძოლო დაჯგუფებები მონაწილეობდნენ.[57]
ინდოეთს, მთლიანობაში, 7 საარტილერიო პოლკის შექმნა აქვს დაგეგმილი, რომელთაგანაც თითოეულში 18 ჰაუბიცა იქნება. პირველი მათგანი 2020 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მას 15 ქვემეხი BAE Systems-მა, ხოლო დამატებით 3 Mahindra Defense Systems Limited-მა მიაწოდა.[58]
2020 წლის ივლისში ჩინეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ლადაქის გაერთიანებული ტერიტორიის და ოკუპირებული ტიბეტის საზღვარზე ჩინეთის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდებოდა, ინდოეთმა დამატებით „ექსკალიბურის“ ჭურვების შეძენის შესახებ განაცხადა.[59]
საუდის არაბეთი
რედაქტირება2011 წელს საუდის არაბეთმა შეუკვეთა 36 ერთეული M777A2, ასევე, 17 136 მსხვრევად-ფუგასური ჭურვი და 2 304 შორი მოქმედების რეაქტიული ჭურვი. ქვეყანამ, აგრეთვე, შეიძინა HMMWV მანქანები საბრძოლო მასალის და გათვლის ტრანსპორტირებისათვის, თუმცა, არ შეუძენია „ექსკალიბურის“ მარკის საბრძოლო მასალა.[60]
აშშ
რედაქტირებაM777-მა აშშ-ის არმიასა და საზღვაო ქვეითთა კორპუსში M198 ჰაუბიცა 2005 წლიდან ჩაანაცვლა. 2014 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალებმა M777-ის გაუმჯობესებული ვარიანტების მიღება დაიწყეს, რომლებიც აღჭურვილი იყო ახალი თხევად-კრისტალური დისპლეით, განახლებული ოპერაციული სისტემით, დენის ახალი წყაროთი და ლულის სენსორებით, რომლებიც ადგილზე ბალისტიკური გამოთვლებისთვის გამოიყენება. შემდგომი გაუმჯობესების სახით დაგეგმილია ახალი სენსორული ეკრანის დამატება გათვლის მეთაურისთვის, ახალი კომპიუტერი და ციფრული რადიოსადგური.[61]
არმია
რედაქტირებაჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში განლაგებული მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადა პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც სატესტო XM777 ჰუბიცა გამოსცადა. საცდელ სროლებში ბრიგადის 321-ე საველე-საარტილერიო პოლკის 1-ლი და მე-3 ბატალიონები მონაწილეობდნენ. პირველი პროტოტიპები, ასევე, გამოსცადა 377-ე საჰაერო შეტევის პოლკმა, რომელიც 1998 წელს ასევე მე-18 საველე-საარტილერიო ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა. 2008 წლის 2 იანვარს მე-11 საველე-საარტილერიო პოლკის მე-2 ბატალიონის B ბატარეის მე-2 ოცეული გახდა ამერიკის არმიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც M777 ბრძოლაში გამოიყენა ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ ფარგლებში. 2007 წლის ივნისში M777-ის A2 მოდიფიკაცია მიიღო 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონმა. იმავე წლის დეკემბერში ქვედანაყოფი ავღანეთში გადაისროლეს და 2008 წლის იანვარში მათ პირველად გამოიყენეს M777 ავღანეთში, ოპერაცია Enduring Freedom-ის დროს. 2008 წლის აპრილში M777 გამოცდა დაიწყო მე-8 საველე-საარტილერიო პოლკმა ფორტ უეინრაიტში, ფეარბენკსში, ალასკაში.[62] 2008 წლის 20 ივლისს პენსილვანიის ეროვნული გვარდიის 28-ე ქვეითი დივიზიის 108-ე საველე-საარტილერიო პოლკი გახდა ეროვნული გვარდიის პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც შეიარაღებაში მიიღო და გაისროლა M777. 2017 წელს ISIL-ის ნაღმმტყორცნელთა პოზიციის მიმართულებით სროლების დროს ჭურვის სახაზინო ნაწილში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 2 ამერიკელი ჯარისკაცი და დაშავდა მათი გათვლის რამდენიმე წევრი.[63] M777-თან დაკავშირებული წვრთნების დროს რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის, 2014 წლის თებერვალში ერთ-ერთი შემთხვევა 321-ე პოლკის მე-3 ბატალიონის ჯარისკაცის გარდაცვალებით დასრულდა,[64] მანამდე კი, 2011 წელს კემპ ლეჟენში (ფორტ ბრეგის ტერიტორიაზე) წვრთნების დროს ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.[65]
2017 წლის მაისში აშშ-ის არმიამ განაცხადა შვედური BONUS-ის ტიპის ჭურვების შეძენის შესახებ, რომელიც შუალედური ვარიანტი იყო ამერიკული კლასტერული საბრძოლო მასალის ჩანაცვლებისთვის. საბოლოო მიზანს წარმოადგენს 1%-ზე ნაკლები აუფეთქებელი ნარჩენი მასალის დატოვება არაუნიტარული ჭურვების აფეთქების შემდეგ. BONUS-ის ტიპის ჭურვები შეიცავს ორ, სენსორული ამფეთქის მქონე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, რომელიც ტერიტორიის სკანირებით პოულობს სახმელეთო მიზნებს და ჰაერიდან ეცემა მათ. სისტემა წარმატებით გამოიცადა M777 ჰაუბიცებიდან.[66]
2008 წლის ნოემბრიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში მე-3 საკავალერიო პოლკმა რამდენიმე M777A2 ერაყში, სირიის საზღვარზე მდებარე საჰამის საცეცხლე ბაზაზე გამოიყენა სირიის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად ბაღუზ ფაუქანის ბრძოლის დროს. ეს ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მის შედეგად ISIL-ის მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალაქი გათავისუფლდა.[67]
საზღვაო ქვეითთა კორპუსი
რედაქტირება2005 წლის მაისში საზღვაო ქვეითთა მე-11 პოლკის მე-3 ბატალიონი, რომელიც კალიფორნიაში, თუენთინაინ-პალმსის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო და სახმელეთო საბრძოლო ცენტრში იყო განლაგებული, გახდა საზღვაო ქვეითთა პირველი ქვედანაყოფი, რომელმაც ახალი M777 მიიღო. მთლიანობაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსს 580 ქვემეხი გადაეცა, ხოლო არმიას და ეროვნულ გვარდიას – 421.[68][69]
2016 წლის მარტში 26-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფის 200-მა ჯარისკაცმა 4 M777A ჰაუბიცით მოაწყო საცეცხლე ბაზა ბელი, ოფიციალურად კარაოსარის საპასუხო ცეცხლის კომპლექსი ერაყის ქალაქ მახმურის ახლოს. მათი ფუნქცია ერაყის არმიის შეტევის მხარდაჭერა იყო ქალაქ მოსულზე. საცეცხლე ბაზა ISIL-ის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ 15 კილომეტრით იყო დაშორებული და ერთი საზღვაო ქვეითი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, 19 მარტს, ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პირდაპირი თავდასხმები შემცირდა მომდევნო კვირებში, მას შემდეგ, რაც ერაყელებმა ახლომდებარე სოფლები დაიკავეს. საზღვაო ქვეითთა ჰაუბიცები ყოველდღე ისროდნენ ერაყელთა სამანევრო ოპერაციების მხარდასაჭერად მსხვრევად-ფუგასური, საკვამლე და მანათობელი საბრძოლო მასალით.[70] ისინი არმიის ჯარისკაცებმა დაახლოებით 60 დღის შემდეგ ჩაანაცვლეს. ამ დროის განმავლობაში საზღვაო ქვეითებმა 486 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და 2 000-ზე მეტი ჭურვი ისროლეს.[71]
2011 წლის მარტში M777-ებით აღჭურვილი მე-11 საექსპედიციო ქვედანაყოფი გადაისროლეს სირიაში საარტილერიო მხარდაჭერის გასაწევად იმ ძალებისთვის, რომლებიც ქალაქ რაკადან ISIL-ის ძალების გასაძევებლად იბრძოდნენ.[72]
ოპერატორები
რედაქტირებაამჟამინდელი ოპერატორები
რედაქტირება- ავსტრალია
- 54 სისტემა (M777A-2)
- კანადა
- 37 სისტემა[36]
- ინდოეთი
- 89 სისტემა ექსპლუატაციაში[73] (მთლიანობაში შეკვეთილი იყო 145 სისტემა, რომელთაგანაც 25 მიწოდებული იყო BAE Systems-ის მიერ მზა მდგომარეობაში, ხოლო დარჩენილი 120 ერთეულის აწყობა ინდოეთში მიმდინარეობს).
- საუდის არაბეთი
- 70 სისტემა
- აშშ
- 1,001 სისტემა, 580 საზღვაო ქვეითების, ხოლო 421 არმიისა და ეროვნული გვარდიისათვის.[68] არმიაც და საზღვაო ქვეითთა კორპუსიც მხოლოდ M777A2 ვარიანტს იყენებს.[61]
- უკრაინა
- 90 სისტემა გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები ტექნიკის ათვისების მიზნით.[74][75][76]
- კოლუმბია
- კოლუმბიის საზღვაო ქვეითები M777 სისტემებს ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან დონაციის სახით მიიღებენ.[77]
პოტენციური ოპერატორები
რედაქტირება- არაბთა გაერთიანებული საამიროები: 2016 წლის 5 მაისს BAE Systems-მა განაცხადა, რომ ემირატების თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიასთან (Emirates Defense Technology, EDT) M777-ის თვითმავალი ვარიანტის შექმნის შესახებ მუშაობს არაბთა გაერთიანებული საამიროების შეირაღებული ძალებისთვის.[78]
გალერეა
რედაქტირება-
ამერიკულ ვერტმფრენს CH-53 Sea Stallion გადააქვს M777
-
M777-დან გასროლილი მანათობელი ჭურვები. ოპერაცია Tora Arwa V, ყანდაარის პროვინცია, ავღანეთი, 2009
-
M777 ლოგარის პროვინციაში, ავღანეთი
-
საშუალო ტაქტიკურ მანქანაზე (FMTV) ბუქსირებული M777
-
M777 საბრძოლო მოქმედების პროცესში, ლოგარის პროვინცია, ავღანეთი
-
აშშ არმიის მე-3 საკავალერიო პოლკის ჯარისკაცები ქვემეხის დატენვის პროცესში. ISIL-ის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია, ალ-ქაიმი, ერაყი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://indiandefenceboard.com/threads/india-clears-660-mn-deal-for-artillery-guns.2375/ დაარქივებული 2022-05-29 საიტზე Wayback Machine.
- LW155 Sample Data Collection
- Global Security
- Canadian American Strategic Review
- 37 additional M777 for Canadian Forces
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Artillery fire in Afghanistan (Pech river Valley) Taliban running scared!. ციტირების თარიღი: 11 June 2017
- ↑ - YouTube.
- ↑ - YouTube.
- ↑ - YouTube. ციტირების თარიღი: 11 June 2017
- ↑ U.S. Upgrades and Orders More Lightweight BAE Systems Howitzers, BAE Systems, http://www.baesystems.com/article/BAES_028164/us-upgrades-and-orders-more-lightweight-bae-systems-howitzers. წაკითხვის თარიღი: 9 July 2015
- ↑ John Pike. M777 Lightweight 155mm howitzer (LW155). Globalsecurity.org. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ U.S. Upgrades and Orders More Lightweight BAE Systems Howitzers. Press release. BAE Systems – USA (4 October 2011). ციტირების თარიღი: 6 October 2011
- ↑ Waltervliet Arsenal Products PDF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 14 July 2019
- ↑ M777 Howitzer - Specifications en (8 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2016. ციტატა: „Weight: 4200 kg“ ციტირების თარიღი: 18 March 2017
- ↑ M198 Towed Howitzer - Specifications en. ციტატა: „Weight: 15,758 pounds (7.154 kilograms)“ ციტირების თარიღი: 18 March 2017
- ↑ M777 155mm Ultralightweight Field Howitzer en. ციტატა: „The construction of the M777 makes extensive use of titanium and titanium castings, enabling a weight reduction of 3,175 kg (7,000lb) compared to the M198 howitzer which it replaces in the US Army and USMC inventory.“ ციტირების თარიღი: 18 March 2017
- ↑ M777 155mm Ultralightweight Field Howitzer en. ციტატა: „The M777 has a production weight of 3,745 kg and can be transported by helicopter, transporter aircraft and ship. The howitzer can be towed by an air-braked 4x4 vehicle greater than 2.5t.“ ციტირების თარიღი: 18 March 2017
- ↑ M777 Howitzer - Specifications en (8 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2016. ციტატა: „The M777 weighs 9,200 pounds [...] making it highly mobile and easily transportable by C130 aircraft, helicopter or a truck of at least 2.5 tonnes.“ ციტირების თარიღი: 18 March 2017
- ↑ M777 Lightweight 155 mm howitzer (LW155). GlobalSecurity.org. ციტირების თარიღი: 26 May 2005
- ↑ M777 155mm Ultralightweight Field Howitzer en-GB. ციტატა: „The TAD digital fire control system provides on-board ballistic computation, navigation, pointing and self-location, providing greater accuracy and faster reaction times, and also includes a laser ignition system, electric drives for the howitzer’s traverse and elevation, and a powered projectile rammer.“ ციტირების თარიღი: 2020-09-23
- ↑ LSEC Firepower Team. ციტირების თარიღი: 30 May 2017[მკვდარი ბმული]
- ↑ Army News article on the Canadian DGMS. forces.gc.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ LiquidPiston receives $3M Rapid Innovation Fund award from US Army for 2kW hybrid-electric genset. ციტირების თარიღი: 16 January 2018
- ↑ Canada Deploys GPS Shell To Afghanistan. defensenews.com. ციტირების თარიღი: 4 November 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ Lamothe, Dan. (30 June 2012) Long shot: Artillery battery sets lethal record. Marine Corps Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 11 October 2013
- ↑ 21.0 21.1 Goldman, Harvey I.. (12 June 2007) LW155 Howitzer Towed Artillery Digitization. NDIA Armaments Technology and Firepower Symposium 12 June 2007. dtic.mil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2013
- ↑ Gooding, Keith; Kratzer, David. PEO GCS's Digitized Towed Howitzer Supports the GWOT. Army Acquisition, Logistics, and Technology Magazine. US Army Acquisition Support Center (October–December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 January 2013
- ↑ U.S. Army engineers work to create a new longer M777 155mm howitzer under the name M777ER დაარქივებული 25 March 2018 საიტზე Wayback Machine. . Army Recognition. 31 March 2016.
- ↑ US Army takes 40-mile shots from extended-range cannon in demo. Defense News. 6 March 2020.
- ↑ Australia – M777A2 155MM Light-Weight Howitzers. Defense Security Cooperation Agency (17 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2012. ციტატა: „WASHINGTON, July 17, 2008 – The Defense Security Cooperation Agency notified Congress of a possible Foreign Military Sale to Australia of M777A2 155MM Light-Weight Howitzers as well as associated equipment and services. The total value, if all options are exercised, could be as high as $248 million.“ ციტირების თარიღი: 12 September 2012
- ↑ „Boost in firepower“ (PDF). Army: The Soldiers' Newspaper (1224). Canberra: Department of Defence. 29 October 2009. p. 2. ISSN 0729-5685. ციტირების თარიღი: 7 January 2020.
- ↑ Bergmann, Kym (23 October 2010). „Push is on to bring out the big guns“. The Australian. News Ltd. ციტირების თარიღი: 4 January 2011.
- ↑ Kennedy, Lt-Col Mitch; Doran, LCpl Mark (3 March 2011). „Changes in artillery“ (PDF). Army: The Soldiers' Newspaper (1253). Canberra: Department of Defence. p. 3. ISSN 0729-5685. ციტირების თარიღი: 7 January 2020.
- ↑ Army to get more towed guns. news.com.au (16 October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 October 2012
- ↑ FMS: Australia Requests Precision Guidance Kits for 155mm Munitions დაარქივებული 11 March 2014 საიტზე Wayback Machine. - Deagel.com, 12 August 2013
- ↑ Marinha do Brasil interessada no obuseiro M777 da BAE Systems pt (2010-09-19). ციტირების თარიღი: 2017-03-19
- ↑ FMS Contract Details. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ Afghanistan News May 9, 2007. afghanistannewscenter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 11 July 2007
- ↑ BAE Wins $118m Orders for M777 Howitzer. defense-aerospace.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ More howitzers on the way. forces.gc.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ 36.0 36.1 Defence, National. (2014-03-06) Status Report on Transformational and Major Crown Projects - RPP 2014-15. ციტირების თარიღი: 2022-04-18
- ↑ M777 equipped with new digital gun management system. forces.gc.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ Rajghatta, Chidanand (28 January 2010). „US okays howitzers worth $647 million for India“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2010. ციტირების თარიღი: 30 January 2010.
- ↑ HP. India Orders 145 M777 Ultra Light Howitzers From BAE Systems. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ „India clears $660 million deal for artillery guns“. The Economic Times. 11 May 2012.
- ↑ „Defence Ministry clears M777 howitzers procurement projects“. DNA. 11 May 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2012. ციტირების თარიღი: 12 May 2012.
- ↑ FMS: India Requests Sale of 145 M777 155mm Light-Weight Towed Howitzers დაარქივებული 14 August 2013 საიტზე Wayback Machine. - Deagel.com, 7 August 2013
- ↑ Raghuvanshi, Vivek. India Postpones Purchase of 145 Ultra Light Howitzers. Gannett Government Media (24 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 24 February 2014
- ↑ India buys new artillery guns, 27 years after Bofors (11 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2014
- ↑ Indian MoD says M777 buy in doubt over high cost, offset requirements (13 July 2014). ციტირების თარიღი: 12 September 2014
- ↑ Pandit, Rajat (23 November 2014). „Three decades on, defence minister clears Rs 15,750 crore howitzer projects“. The Times of India. TNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 November 2014. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
- ↑ Govindan, Adarsh (14 May 2015). „New Aircraft Carrier, Brahmos Missiles, C-295 Planes & M-777 Howitzers all cleared for Purchase“. defencenews.in. TNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2015. ციტირების თარიღი: 13 May 2015.
- ↑ Basu, Nayanima. (14 December 2015) Ministry keen to purchase 500 more Howitzer guns from BAE Systems. ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ India clears purchase of 145 ultra-light Howitzer guns from US. India Today. ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ M777 howitzer deal inked by the Indian government (30 November 2016). ციტირების თარიღი: 30 November 2016
- ↑ Lal, Neeta (19 December 2016). „India Gets its Guns – 30 years late“. Asia Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 21 December 2016.
- ↑ Indian Army's M777 regiment to get 3 made-in-India guns en (13 November 2019). ციტირების თარიღი: 13 November 2019
- ↑ Army gets its first artillery guns three decades after Bofors, will be tested at Pokhran today. indianexpress (18 May 2017). ციტირების თარიღი: 30 May 2017
- ↑ Peri, Dinakar (18 May 2017). „Two M777 Ultra-Light Howitzers arrive from U.S.“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2017. ციტირების თარიღი: 30 May 2017.
- ↑ Army's new US-made M777 howitzer in trouble, barrel explodes at Pokhran range (12 September 2017). ციტირების თარიღი: 12 September 2017
- ↑ Barrel of US-manufactured Howitzer gun explodes during Indian army's calibration trial. ციტირების თარიღი: 12 September 2017
- ↑ India China: India to deploy latest American weapon systems for Ex-HimVijay along China border - The Economic Times. ციტირების თარიღი: 2019-10-14[მკვდარი ბმული]
- ↑ Indian Army's M777 regiment to get 3 made-in-India guns - The Economic Times (13 November 2019). ციტირების თარიღი: 2019-11-13
- ↑ Border clashes prompt India to fast-track weapons buys (7 July 2020).
- ↑ The Arabian Light (7 October 2011). ციტირების თარიღი: 5 May 2013
- ↑ 61.0 61.1 PM Towed Artillery Systems. Defense Media Network. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ "Alaska in Brief—March 27"[მკვდარი ბმული] "Army to test new howitzer in Fairbanks", Fairbanks Daily News-Miner, 27 March 2008. Accessed 27 March 2008.
- ↑ 2 US soldiers killed in artillery mishap in Iraq identified. ციტირების თარიღი: 18 August 2017
- ↑ „82nd Airborne paratrooper dies in howitzer explosion at Fort Bragg“. The Christian Science Monitor. Associated Press. 22 February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2014. ციტირების თარიღი: 4 November 2014.
- ↑ Ten injured during artillery training at Fort Bragg. WRAL.com (15 March 2011). ციტირების თარიღი: 4 November 2014
- ↑ "Army Concerned Over Ban on Cluster Munitions, Land Mines" დაარქივებული 6 August 2017 საიტზე Wayback Machine. Military.com, 2 May 2017
- ↑ Welch, Jason. (2018-12-18) Firebase Saham: A day in the life of joint-artillerymen securing the Iraq border en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-19
- ↑ 68.0 68.1 DoD Orders 46 Additional M777 Howitzers. Deagel.com (22 February 2011). ციტირების თარიღი: 2012-07-29
- ↑ page:190. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 28 February 2011
- ↑ "Near ISIS front, U.S. Marine artillerymen 'fire every day'" დაარქივებული 18 August 2016 საიტზე Wayback Machine. Military Times, 7 April 2016
- ↑ "Marines in Iraq came under 'numerous' rocket attacks, commander says"[მკვდარი ბმული] Military Times, 30 June 2016
- ↑ „Marines have arrived in Syria to fire artillery in the fight for Raqqa“. The Washington Post. 8 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2017. ციტირების თარიღი: 9 March 2017.
- ↑ Army to get firepower boost in mountains with more M777 guns (14 November 2021)..
- ↑ Nouvelle aide militaire de 800 millions de dollars pour Kyiv (2022-04-14). ციტირების თარიღი: 2022-04-21
- ↑ First American howitzers bound for Ukraine arrive in Europe as US troops begin training Ukrainians on the cannons. ციტირების თარიღი: 2022-04-21
- ↑ Austin to Host Meeting in Germany to Discuss Ukraine. ციტირების თარიღი: 2022-04-21
- ↑ Defensa.com. (2022-02-28) La Infantería de Marina de Colombia se dotará de obuses M777 de 155 mm y vehículos anfibios del Cuerpo de Marines de los Estados Unidos-noticia defensa.com - Noticias Defensa defensa.com Colombia es. ციტირების თარიღი: 2022-03-19
- ↑ Binnie, Jeremy. BAE Systems looks to sell M777 to the UAE. IHS Jane's. ციტირების თარიღი: 9 May 2016