აფთრისებრი ძაღლი

(გადამისამართდა გვერდიდან Lycaon pictus)

აფთრისებრი ძაღლი (ლათ. Lycaon pictus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 1 მ-მდეა, კუდისა — 40 სმ-მდე, მასა — 25 კგ-მდე. ბალნიანი საფარველი მოხატული აქვს თეთრი, შავი და წითური ლაქებით, რის გამო მას „ჭრელ მგელსაც“ უწოდებენ. გავრცელებულია აფრიკის სავანებში, საჰარის სამხრეთით. აფთრისებრი ძაღლები ცხოვრობენ ხროვად (20-30 ერთად). ანადგურებენ ანტილოპებს, ზებრებს, სირაქლემებს, შინაურ ცხოველებს და სხვა. ნადირობენ როგორც დღისით, ისე ღამით. ძუ ყრის 6-8 ლეკვს. ძნელად თვინიერდება. ტყვეობაში მრავლდება.

აფთრისებრი ძაღლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  აფთრისებრი ძაღლები
სახეობა:  აფთრისებრი ძაღლი
ლათინური სახელი
Lycaon pictus
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 12436
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება