ტყის ტოროლა
ფრინველი ტოროლასებრთა ოჯახისა
(გადამისამართდა გვერდიდან Lullula arborea)
ტყის ტოროლა[1][2] (ლათ. Lullula arborea) — ფრინველი ტოროლასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 14–18 სმ, მასა 23–32 გრამი, ფრთების შლილი 28–34 სმ. შეფერილია მურა-ჟანგისფრად და აქვს ჭრელი მოხატულობა, მუცელი ღიაა, გამოკვეთილია თეთრი წარბი. გალობა — „ული-ული-ული…ულ-ულ-ულ…“. გავრცელებულია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, შუა აზიის სამხრეთ ნაწილში. იზამთრებს დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში.[3] საქართველოში მობუდარია.[2] ბინადრობს მშრალ ტყისპირებში, ფიჭვნარში, გაკაფულ ადგილებში, მეჩხერ ტყეებში. იკვებება მწერებითა და თესლებით. ქმნიან ტერიტორიულ წყვილებს. ბუდე შენიღბულია მიწაზე. დედალი დებს 4–5 კვერცხს; ბუდობს ისვე 12–15 დღის მანძილზე. ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს. სპორადულად გავრცელებული მცირერიცხოვანი სახეობაა.[3]
ტყის ტოროლა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lullula arborea (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22717411 | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 28, 153, 184.
- ↑ 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 24.
- ↑ 3.0 3.1 Коблик Е. А. ЮЛА // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 579.