Live in New York City (ჯონ ლენონის ალბომი)
Live in New York City — ჯონ ლენონის საკონცერტო ალბომი. გამოვიდა მუსიკოსის სიკვდილშემდგომ, 1996 წელს. იგი მოამზადა იოკო ონომ.
Live in New York City | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 თებერვალი, 1986 | |||
ჩაიწერა | 30 აგვისტო 1972, მედისონ-სკვერ-გარდენი | |||
ჟანრი | როკ-ენ-როლი, როკი, ბლუზ-როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 42:30 | |||
ლეიბლი |
Parlophone/EMI Capitol (ჩრდილოეთი ამერიკა) | |||
პროდიუსერი | იოკო ონო | |||
ჯონ ლენონი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
MusicHound | [2] |
Rolling Stone | (კეთილგანწყობილი)[4] |
The Rolling Stone Album Guide | [3] |
გამოსვლები
რედაქტირებამასალა, შეტანილი ამ ალბომში, ჩაწერილია 1972 წლის 30 აგვისტოს ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენზე, სადაც გაიმართა ორი კონცერტი, პირველი დღისით, მეორე კი - საღამოს. კონცერტი საქველმოქმედო იყო და მიზნად ისახავდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვების ფულად დახმარებას, ლენონის მეგობარ ჯერალდო რივერას თხოვნით. რივერა თავად წარადგენს იოკოს და ჯონს ჩანაწერის დასაწყისში. იგი აგრეთვე ნახსენებია პირველ სიმღერაში, იმპროვიზებულ ტექსტში "New York City."
ლენონის გარდა კონცერტებში ეგიდით One to One მონაწილეობდნენ სტივი უანდერი, რობერტა ფლეკი, მელანი საფკა და Sha-Na-Na, თუმცა მათი გამოსვლა არც ამ ალბომში მოხვდა, არც ოფიციალურ ვიდეოში.
Live in New York City ასახავს ლენონის უკანასკნელ სრულ კონცერტს, ჩატარებულს უკვე Some Time in New York City-ს გამოცემის შემდეგ. ონოსთან და ჯონთან ერთად უკრავს ჯგუფი Elephant's Memory, რომელიც Some Time in New York City-ს ჩაწერაში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მასალა, შესრულებული ამ კონცერტებზე, აღებული იყო იმ პერიოდის სამი უკანასკნელი ალბომიდან (John Lennon/Plastic Ono Band, Imagine და Some Time in New York City), სეტლისტში აგრეთვე შეტანილია The Beatles-ის ჰიტი "Come Together" და მიძღვნა ელვის პრესლისადმი, "Hound Dog", შემდეგ კი მაყურებლები ჯონთან ერთად მღერიან "Give Peace a Chance"-ს. "Come Together", რომელიც სინამდვილეში რე მინორის ტონალობაშია ჩაწერილი, კონცერტზე მი მინორის ტონალობაში სრულდება.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი, გარდა მითითებულისა.
- მხარე 1
- New York City – 2:56
- It's So Hard – 3:18
- Woman Is the Nigger of the World (ჯონ ლენონი/იოკო ონო) – 5:30
- Well Well Well – 3:51
- Instant Karma! – 3:40
- მხარე 2
- Mother – 5:00
- Come Together (ლენონი/მაკ-კარტნი) – 4:21
- The Beatles-ის ალბომიდან Abbey Road
- Imagine – 3:17
- Cold Turkey – 5:29
- Hound Dog (ლიბერი/სტოლერი) – 3:09
- Give Peace a Chance – 1:00
ვიდეო
რედაქტირება- Power to the People
- New York City
- It's So Hard
- Woman Is the Nigger of the World (ლენონი/ონო)
- Sisters O Sisters (ონო)
- Well Well Well
- Instant Karma!
- Mother
- Born in a Prison (ონო)
- Come Together (ლენონი/მაკ-კარტნი)
- Imagine
- Cold Turkey
- Hound Dog (ლიბერი/სტოლერი)
- Give Peace a Chance
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1986) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიური ალბომები (Kent Music Report)[5] | 66 |
კანადა - საუკეთესო ალბომები/CD-ები (RPM)[6] | 33 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[7] | 71 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[8] | 65 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[9] | 12 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[10] | 55 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[11] | 41 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
აშშ (RIAA)[12] | ოქრო | 500 000^ |
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Live in New York City AllMusic-ზე
- ↑ Gary Graff & Daniel Durcholz (eds), MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999; ISBN 1-57859-061-2), p. 667.
- ↑ John Lennon: Album Guide | Rolling Stone Music. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 16 August 2014.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-13. ციტირების თარიღი: 2015-12-20.
- ↑ Kent, David (2005). Australian Chart Book (1940–1969). Turramurra, N.S.W.: Australian Chart Book, 2005. ISBN 0-646-44439-5.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 0651." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები.
- ↑ „Dutchcharts.nl – John Lennon – John Lennon Live in New York City“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 4 სექტემბერი, 2023.
- ↑ "Offiziellecharts.de – John Lennon – John Lennon Live in New York City" (გერმანულად). GfK Entertainment Charts.
- ↑ "John Lennon – John Lennon Live in New York City". Swedishcharts.com. Hung Medien.
- ↑ "19860302 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
- ↑ „John Lennon ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 4 სექტემბერი, 2023.
- ↑ American album certifications – John Lennon – Live in New York City. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH