Lady Gaga and the Muppets Holiday Spectacular (ქართ. ლედი გაგას და მაპეტების სადღესასწაულო სანახაობა) — მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგასთან და თოჯინებ მაპეტებთან ერთად, 90-წუთიანი გადაცემა ტელეკომპანია ABC-ს ეთერში გავიდა 2013 წლის 28 ნოემბერს. შოუში მონაწილეობა ასევე მიიღეს ელტონ ჯონმა, ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა, კრისტენ ბელმა და რუპოლმა.[1] 2011 წლის ფოუს — A Very Gaga Thanksgiving შემდგომ ეს იყოს გაგას რიგით მეორე მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ.

Lady Gaga and the Muppets Holiday Spectacular
რეჟისორი გრეგ გელფენდი
წამყვანი ტომ კეინი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი სალი ფრატინი
პროდიუსერ(ებ)ი ერიკ რომერი
ხანგრძლივობა 90 წუთი
კომპანია The Muppets Studio
დისტრიბუტორი Disney–ABC Domestic Television
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
პირველად ეთერში 28 ნოემბერი, 2013

შოუში გაგამ შეასრულა სიმღერები მესამე სტუდიური ალბომიდან — ARTPOP და დუეტები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მათ შორის ორი დუეტი ელტონ ჯონთან ერთად. შოუმ კრიკიტოსების მხრიდან შერეული შეფასებები დაიმსახურა, განსაკუთრებით კი გააკრიტიკეს გაგას პრეზერვატივის ფორმის კოსტუმი. გადაცემას პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა 3,62 მილიონზე მეტი მაყურებელი.[2]

სიმღერების სია რედაქტირება

  1. Venus (მაპეტებთან ერთად)
  2. Applause
  3. Bennie and the Jets (სერ ელტონ ჯონთან ერთად)
  4. ARTPOP (სერ ელტონ ჯონთან ერთად)
  5. Jingle Bells და Deck the Halls (ბიკერის და შვედი მზარეულის დუეტი)
  6. MANiCURE
  7. Gypsy (ბაყაყ კერმიტთან ერთად)
  8. Baby, It’s Cold Outside (ჯოზეფ გორდონ-ლევიტთან ერთად)
  9. Fashion! (რუპოლთან ერთად)
  10. Applause (განმეორებით) (მაპეტებთან ერთად)

პერსონალი რედაქტირება

მაპეტების შემსრულებლები
  • სტივ უიტმირი — ბაყაყი კერმიტი, ბიკერი, ვირთხა რიზო, სტეტლერი და ტუჩები.
  • ერიკ ჯეიკობსონი — მისს პიგი, დათუნია ფოზი, ცხოველი და არწივი სემი.
  • დეივ გოლცი — გონზო, დოქტორი ბენსენ ჰანიდიუ, უოლდორფი, ზუტი და კურდღელი ალბერტი.
  • ბილ ბარეტა — ძაღლი როულფი, დოქტორი კბილები, შვედი მზარეული, კრევეტი მეფე პეპე, დათუნია ბობო და დიდი უხეში კარლი.
  • დევიდ რუდმანი — სკუტერი და ჯენისი.
  • მეტ ფოგელი — ქათამი კამილა, სერჟანტი ფლოიდ პეპერი, ლიუ ზელანდია და ცხვარი ნორმანი.
  • პიტერ ლინცი — ვალტერი
სპეციალური სტუმრები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Walker, Jodi (17 ოქტომბერი, 2013). „Lady Gaga teams up with her littlest monsters, the Muppets, for another holiday spectacular“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Bricker, Tierney. (30 ნოემბერი, 2013) Lady Gaga and the Muppets Fail to Bring in Ratings With Thanksgiving Special on ABC. E!. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2016.