სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვენერა.

Venus“ (ქართ. ვენერა) — პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013), ალბომში სიმღერა არის ნუმერაციით მეორე. სიმღერის ტექსტი ეკუთვნით თავად გაგას, პოლ "DJ White Shadow" ბლერის, უგო ლეკლერქს, დინო ზისისი, ნიკ მონსონს და Sun Ra, ხოლო სიმღერის პროდიუსერი არის თავად გაგა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო სიმღერის გამოცემა, როგორც ალბომის მეორე სინგლი, თუმცა მას შემდეგ რაცს სიმღერამ „Do What U Want“ მიიღო დადებითი შეფასება და იგი გახდა ალბომის მეორე სინგლი, სიმღერა Venus 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა, როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, ინტერნეტ ონლაინ მაღაზია iTunes Store-ზე.

„Venus“
პრომოსინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 28 ოქტომბერი, 2013
ჩაიწერა 2013
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი ლედი გაგა
ალტერნატიული გარეკანი

Venus არის ნაზავი სინთპოპის და საცეკვაო პოპის, რომლის ტექსტიც წარმოგვიდგენს გაგას, როგორც სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც გაგას შთააგონა ადრეული რენესანსის პერიოდში მოღვაწე იტალიელი მხატვრის სანდრო ბოტიჩელის 1486 წლის ტილომ ვენერას დაბადება, გაგა ასევე სიმღერის ტექსტში მოიხსენიბეს მზის სისტემის მეორე პლანეტას ვენერას. სიმღერა შეიცავს ელემენტებს ამერიკელი ჯაზ კომპოზიტორის Sun Ra-ს სიმღერიდან „Rocket Number Nine“ და ფრანგული დუეტის Zombie Zombie-ის სიმღერიდან „Rocket n°9“ რომლებიც მითითებულია სიმღერის კრედიტებში. გაგამ სიმღერის გამოსვლამდე დაიწყო მისი პრომოკამპანია და იგი აქვეყნებდა სიმღერის ტექსტის ნაწყვეტებს მის ტვიტერის მიკრო ბლოგზე. გაგამ პრომოს სახით გამაოქვეყნა სიმღერის სამი ყდა რომლებიც გადაღებული იყო მოდის ფოტოგრაფ Steven Klein-ის მიერ, პირველ ქავერზე გამოსახულია გაგას თეთრი სახე, მეორეზე გაგა გამოსახულია შიშველი ხოლო მესამე გარეკანზე გამოსახულია ღამურა. კრიტიკოსებმა სამივე ნამუშევარი შეაფასეს, როგორც "უცნაური" და "განმაცვიფრებელი".

სიმღერამ გამოცემის თანავე დაიმსახურა კრიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა მიმოხილა და მათ აღნშენს რომ სიმღერა არის მიმზიდველი და გააჩნია ადვილად დასამახსოვრებელი მელოდია. სიმღერამ შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საუკეთესო ორმოცეულში და ასევე მოხვდა ესპანეთის და ფინეთის საუკეთესო სამეულში. გაგამ სიმღერა რამდენიმეჯერ შეასრულა ცოცხლად, მათ შორის ბრიტანული The X Factor-ის მეათე სეზონზე, ასევე ბრიტანულ შოუში The Graham Norton Show და მის მადლიერების დღის სპეციალურ გადაცემაში Lady Gaga and the Muppets' Holiday Spectacular. გაგა გეგმავს სიმღერაზე კლიპის გადაღებას რომლის რეჟისორიც იქნება მოდის ფოტოგრაფი Ruth Hogben.

სიმღერების სია რედაქტირება

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "Venus" – 3:54

გამოშვების ისტორია რედაქტირება

ქვეყანა თარიღი ფორმატი ლეიბლი
ამერიკის შეერთებული შტატები[1][2] 28 ოქტომბერი, 2013 ციფრული ჩამონატვირთი Streamline / Interscope

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Venus [Explicit]. Amazon.com. ციტირების თარიღი: October 28, 2013.
  2. Venus [Clean]. Amazon.com. ციტირების თარიღი: October 28, 2013.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.