ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რუპოლ ანდრე ჩარლზი [1] [2] (დაიბადა 1960 წლის 17 ნოემბერს) არის ამერიკელი დრაგ-კუინი, ტელეწამყვანი, მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და მწერალი. ის რეალითი კონკურსების სერიის RuPaul's Drag Race-ის (რუპოლის დრაგ რბოლა) პროდიუსერი, წამყვანი და მსაჯია. მას მიღებული აქვს მრავალი აღიარება, მათ შორის 14 Primetime Emmy Awards, სამი GLAAD Media Awards, Critics' Choice სატელევიზიო ჯილდო, ორი Billboard Music Awards და ტონის ჯილდო . მას შეარქვეს „დრაგის დედოფალი“ და ითვლება კომერციულად ყველაზე წარმატებულ დრაგ-ქუინად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჟურნალ Fortune-ის მიხედვით რუპოლი არის „უდავოდ ყველაზე ცნობილი დრაგ ქუინი მსოფლიოში“. [3] 2017 წელს რუპოლი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ Time 100 სიაში. [4] [5]

რუპოლი
რუპოლი 2019 წლის კალიფორნიის "დიდებათა დარბაზის" ცერემონიაზე საკრამენტოში (კალიფორნია)
დაიბადა
რუპოლ ანდრე ჩარლზი

17 ნოემბერი, 1960 (1960-11-17) (63 წლის)
საქმიანობა
  • დრაგ ქუინი
  • ტელეწამყვანი
  • მსახიობი
  • მომღერალი
  • პროდიუსერი
  • მწერალი
აქტიურობის წლები1982–აქტიური
ტელევიზია
მეუღლეGeorges LeBar (იქ. 2017)
ნათესავებიCory Booker (cousin)
ჯილდოებიFull list
თარგი:Infobox musical artist
საიტიrupaul.com

სან-დიეგოში დაბადებული და გაზრდილი რუპოლი საშემსრულებლო ხელოვნებას ატლანტაში შეისწავლიდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის ლგბტ ღამის კლუბის სცენაზე ცნობად სახედ ჩამოყალიბდა. როგორც დრაგ-ქუინმა, მან საერთაშორისო პოპულარობას, თავისი სადებიუტო სინგლის "Supermodel (You Better Work) " გამოშვებით მიაღწია, რომელიც შევიდა მის სადებიუტო სტუდიური ალბომში Supermodel of the World (1993). 1994 წელს, რუპოლი იყო MAC Cosmetics- ის სპიკერი, აგროვებდა ფულს Mac AIDS Fund (Mac აივ ფონდი)- ისთვის და გახდა პირველი დრაგ ქუინი, რომელმაც მასშტაბურ კოსმეტიკურ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით მან მიიღო საკუთარი სატელევიზიო თოქ-შოუ VH1- ზე სახელწოდებით The RuPaul Show (1996–1998).

RuPaul's Drag Race (რუპოლის დრაგ რბოლა) 2009 წელს შეიქმნა და უკვე თექვსმეტი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შოუმ წარმატებას საერთაშორისო დონეზეც მიაღწია. შოუს რამდენიმე საერთაშორისო ვარიანტი აქვს, მათ შორის RuPaul's Drag Race UK (2019–დღემდე) და Canada’s Drag Race (2020–დღემდე). მთავარ შოუს ასევე რამდენიმე სპინ-ოფი აქვს, მათ შორის RuPaul's Drag U (2010–2012), RuPaul's Drag Race All Stars, (2012–დღემდე) და RuPaul's Secret Celebrity Drag Race (2020–2022). რუპოლი ასევე მონაწილეობდა სხვა რეალითი სერიალებში, როგორებიცაა Skin Wars ( 2014–2016), Good Work (2015) და Gay for Play Game Show Starring RuPaul (2016–2017). 2018 წელს რუპოლმა მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში სატელევიზიო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, რითაც იგი გახდა პირველი დრაგ ქუინი, რომელსაც ასეთი ჯილდო მიენიჭა. [6]

რუპოლს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში, როგორებიცაა: Crooklyn (1994), The Brady Bunch Movie (1995), To Wong Foo, მადლობა ყველაფრისთვის! ჯული ნიუმარი (1995) და მაგრამ მე ვარ ჩირლიდერი (1999). მას მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებშიც, მათ შორის Girlboss (2017), Broad City (2017) და Grace and Frankie (2019). მან შექმნა და მთავარი როლი შეასრულა Netflix-ის ორიგინალურ სერიალში AJ and the Queen (2020). რუპოლს გამოცემული აქვს ოთხი წიგნი: Lettin' It All Hang Out (1995), Workin' It! რუპოლის ცხოვრების , თავისუფლებისა და სტილის დევნის გზამკვლევი (2010), გურუ (2018) და ფარული მნიშვნელობების სახლი (2024). როგორც სტუდიო არტისტმა, მან გამოუშვა თხუთმეტი სტუდიური ალბომი. რუპოლმა მიიღო ტონის ჯილდო საუკეთესო მიუზიკლისთვის, A Strange Loop -ის (2019) [7] პროდიუსერობისათვის.

  1. Rupaul A Charles, (212) 929-2363, age 61 from 155 Perry St #3A, New York, NY 10014 - Radaris. ციტირების თარიღი: October 21, 2022
  2. RuCo, Inc, Brooklyn NY - Company Profile | BizStanding. ციტირების თარიღი: October 21, 2022
  3. As 'RuPaul's Drag Race' Expands to the U.K., DragCon Shines Light on Its Mainstream Success. ციტირების თარიღი: November 18, 2019
  4. As 'RuPaul's Drag Race' Expands to the U.K., DragCon Shines Light on Its Mainstream Success. ციტირების თარიღი: June 29, 2020
  5. RuPaul. ციტირების თარიღი: June 29, 2020
  6. Britton, Luke Morgan. (2018-03-19) RuPaul becomes first drag icon to get a star on the Hollywood Walk Of Fame en-GB. ციტირების თარიღი: 2024-06-08
  7. Jacobs, Julia (June 12, 2022). „Tony Awards 2022 Live Updates: 'A Strange Loop' Wins Best Musical“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2022. ციტირების თარიღი: June 13, 2022.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუპოლი“-დან