მაპეტები
მაპეტები (ინგლ. Muppets) — ჯიმ ჰენსონი მიერ 1954-1955 წლებში შექმნილი თოჯინების მთელი რიგი. თავდაპირველად ასეთ თოჯინას ამზადებდა ჰენსონი ან მისი გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი აღნიშნავს ნებისმიერ თოჯინას, რომელიც მაპეტ შოუს სტილში ჯდება, იგი არაფორმალური სახელწოდებაც არის და წარმოადგენს ჰენსონის მიერ შექმნილი პერსონაჟების სავაჭრო ნიშანს.
სიტყვამ Muppet პირველად გაიჟღერა 1956 წელს. როგორც ცნობილია, იგი წარმოიქმნა სიტყვების Marionette (მარიონეტი) და puppet (თოჯინა) შერწყმით. თუმცა, ცნობილია ჰენსონის ვერსიაც, რომლის მიხედვით ეს იყო უბრალოდ სიტყვა, რომლის ჟღერადობა მას ძალიან მოსწონდა და მარიონეტის/თოჯინის ამბავი სპონტანურად მოიფიქრა[1].
ადრეული მცდელობების შემდეგ მაპეტები 2004 წელს შეიძინა უოლტ დისნეის კომპანიამ[2]. გამონაკლისს წარმოადგენენ სეზამის ქუჩის და ტელესერიალის ფრეგლების კლდე პერსონაჟები. ამჟამად საავტორო უფლებას სავაჭრო ნიშანზე „მაპეტები“ ფლობს The Muppets Holding Company, იგივე Muppets Studio, უოლტ დისნეის კომპანიის ფილიალი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://muppet.wikia.com/wiki/Marionette_and_Puppet
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-17. ციტირების თარიღი: 2008-06-17.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Muppets.com — ოფიციალური საიტი