სეზამის ქუჩა
სეზამის ქუჩა (ინგლ. Sesame Street) — ამერიკული საგანმანათლებლო საბავშვო სატელევიზიო სერიალი სკოლამდელი ასაკისთვის; პიონერი თანამედროვე საგანმანათლებლო სატელევიზიო სტანდარტის შექმნაში, აერთიანებს რა შემეცნებით და გასართობ თემებს. სეზამის ქუჩა კარგად ცნობილია მისი მაპეტ-გმირებით, რომელიც თოჯინების მხატვარმა ჯიმ ჰენსონმა შექმნა. 2007 წლისთვის სერიალის 38 სეზონი გამოვიდა 4154 ეპიზოდით. სეზამის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული სატელევიზიო შოუა ისტორიაში.
სეზამის ქუჩას ქმნის ამერიკული არამომგებიანი ორგანიზაცია „სეზამი უორკშოპ“ (Sesame Workshop), ყოფილი საბავშვო სატელევიზიო სახელოსნო (Children's Television Workshop - CTW), დაფუძნებული ჯოან განზ კუნისა და რალფ როჯერსის მიერ. მისი პრემიერა გაიმართა 1969 წლის 10 ნოემბერს ეროვნულ საგანმანათლებლო სატელევიზიო არხზე, მოგვიანებით კი იმავე წელს გადავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე (PBS). მისი დადებითი ზეგავლენის გამო სეზამის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემეცნებითი შოუა ბავშვებისთვის მსოფლიოში. ჯერჯერობით ვერცერთმა სხვა სატელევიზიო სერიალმა ვერ მიაღწია ამგვარ წარმატებას. სერიალი დღეისთვის უკვე 120 ქვეყანაში გავიდა სატელევიზიო ეთერში. სერიალმა 109 ემი მიიღო, გაცილებით მეტი ვიდრე ნებისმიერმა სხვა ტელესერიალმა.