მაპეტ შოუ (ინგლ. The Muppet Show) — ბრიტანულ-ამერიკული სატელევიზიო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ამზადებდა ჯიმ ჰენსონი. გამოდიოდა 1976-1981 წლებში. მისი მთავარი გმირები იყვნენ მაპეტები.

მაპეტ შოუ

შოუს კადრი, ბაყაყ კერმიტით
ჟანრი თოჯინური კომედიური შოუ
ავტორი ჯიმ ჰენსონი
წამყვანი ბაყაყი კერმიტი
მონაწილეობენ ჯიმ ჰენსონი
ფრენკ ოზი
დეივ გელზი
ლუის გოლდი
რიჩარდ ჰანტი
კეტრინ მალენი
ჯერი ნელსონი
სტივ უიტმაერი
კომპოზიტორ(ებ)ი ჯიმ ჰენსონი
სემ პოტლი
ქვეყანა ბრიტანეთი
აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 120 + 2 პილოტი
წარმოება
ადგილ(ებ)ი ATV Elstree, ბორჰემვუდი, ინგლისი
ხანგრძლივობა 30 წთ.
ეთერი
აუდიო ფორმატი მონო
სტერეო
პირველად ეთერში 5 სექტემბერი, 1976 (1976-09-05)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ისტორია რედაქტირება

თოჯინები, რომლებსაც ქმნიდა ჯიმ ჰენსონი, თავდაპირველად მონაწილეობდნენ გადაცემაში სეზამის ქუჩა. საკუთარი შოუს შექმნის მიზნით, ჰენსონმა გადაიღო ორი საცდელი სერია, 1974 და 1975 წლებში (The Muppets Valentine Show მსახიობ მია ფეროუს მონაწილეობით და Muppet Show: Sex and Violence). ამ სერიების მთავარი გმირი იყო ბაყაყი კერმიტი, უკვე ცნობილი სეზამის ქუჩით.

სერიალის ძირითადი პრემიერა გაიმართა 1976 წლის 27 სექტემბერს. სიუჟეტი ეხებოდა მუსიკალურ თეატრს, რომელსაც კერმიტი მართავდა. გადაცემის მსვლელობისას ეთერში გადიოდა იუმორისტული და სახალისო მუსიკალური ნომრები. წლების მანძილზე გადაცემის სტუმრები იყვნენ ცნობილი მსახიობები ან მომღერლები, მათ შორის - ელტონ ჯონი, რუდოლფ ნურიევი, სტივ მარტინი, სილვესტერ სტალონე, შარლ აზნავური, ბრუკ შილდსი, როჯერ მური, კრისტოფერ რივი, ელის კუპერი და სხვები. ხუთი წლის მანძილზე ეთერში გავიდა სერიალის ხუთი სეზონი (120 ნახევარსაათიანი გამოშვება). უკანასკნელი სერია ნაჩვენები იქნა 1981 წლის 1 ივნისს.

პერსონაჟები რედაქტირება

  • კერმიტი - ბაყაყი, თეატრის დირექტორი და შოუს წამყვანი.
  • მისს პიგი - სიმპათიური ქალბატონი ღორი, თეატრის დივა.
  • დათუნია ფოზი - ნიჭიერი კომიკოსი დათვი.
  • სკუტერი - თეატრის მფლობელის ძმისშვილი.
  • გონზო - ასრულებს საშიშ ტრიუკებს.
  • შვედი მზარეული - საუბრობს სასაცილო სკანდინავიური აქცენტით.
  • ძაღლი როულფი - ვირტუოზი პიანისტი.
  • დოქტორი ბენსენ ჰანიდიუ - მაპეტების ლაბორატორიის დირექტორი, მეცნიერი და გამომგონებელი.
  • ბიკერი - ჰანიდიუს თანაშემწე.
  • კამილა - ქათამი, გონზოს შეყვარებული.
  • არწივი სემი - ამერიკელი პატრიოტი.
  • The Electric Mayhem - ადგილობრივი როკ-ჯგუფი.
    • Dr. Teeth - ჯგუფის ლიდერი.
    • სერჟანტი ფლოიდ პეპერი - ბას გიტარისტი.
    • ცხოველი - ჯგუფის დრამერი.
    • ზუტი - საქსოფონისტი.
    • ტუჩები - მესაყვირე.
  • ლიუ ზილენდი - თევზების მოყვარული. ხშირად ისვრის კადრში თევზებს.
  • მაპეტების ორკესტრი - უკრავს შოუს მთავარ თემას და მუსიკას ტიტრების მსვლელობისას.
    • ნაიჯელი - მაპეტების ორკესტრის დირიჟორი
    • მესაყვირე გოგონა - მაპეტების ორკესტრის მესაყვირე.
  • სტეტლერი და უოლდორფი - ორი შეშლილი მოხუცი. სხედან აივანზე და განიხილავენ შოუს. ხუმრობენ, მაგრამ ხუმრობაზე მხოლოდ მათ ეცინებათ.
  • მაპეტების ახალი ამბების წამყვანი - ახალი ამბების რეპორტიორი.
  • ვირთხა რიზო - ვირთხა, რომელიც მონაწილეობდა შოუს მეოთხე და მეხუთე სეზონებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება