ჭეჭკეტასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Lactarius volemus)

ჭეჭკეტასოკო (ლათ. Lactarius volemus) — ხორცოვანი ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრია 15 სმ, მოწითალო-ყავისფერი, ნარინჯისფერი-ყავისფერი ან მოყვითალოა; ჯერ ამობურცულია, მომწიფებისას შუაში ჩაღრმავდება და ხშირად დახეთქილი ზედაპირი აქვს. ნაყოფსხეულის (განსაკუთრებით ფირფიტების) დაზიანებისას გამოიყოფა თეთრი, რძისმაგვარი სითხე, რომელიც ჰაერზე წენგოსფერი და წებოვანი ხდება, გაშრობისას მის ადგილას ჩნდება მურა ლაქა.[1] იზრდება ფოთლოვან წიწვოვან ტყეებში ზაფხულში (აგვისტო) და შემოდგომით (ოქტომბერი). საჭმელად იხმარება ახალი — შემწვარი, ზოგჯერ უმიც. დასავლეთში იგი დელიკატესად მიიჩნევა.

ჭეჭკეტასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
ქვეკლასი:  Agaricomycetidae
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  რძიანა სოკოები
სახეობა:  ჭეჭკეტასოკო
ლათინური სახელი
Lactarius volemus

მოიპოვება თბილ ზომიერ მხარეებში, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში. იზრდება განცალკევებით, ზოგჯერ პატარა ჯგუფებით. ჭეჭკეტასოკო ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე.[2][3] მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი ნიდერლანდების (და ფლანდრიის) ტერიტორიაზე.[4]

ამერიკის კონტინენტზე გავრცელების ჩრდილოეთ საზღვარი აღწევს სამხრეთ კანადას დიდი დაბლობების აღმოსავლეთით,[5], სადაც სახეობა ვრცელდება აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირომდე,[6] მექსიკასა და გვატემალაში.[7]

ჭეჭკეტასოკო აზიაშიც არის ცნობილი. აქ მისი გავრცელების არეალია ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, კორეა, ნეპალი და ვიეტნამი. მისი კოლექციები შეგროვებულია ირანსა და თურქეთში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.
  2. Shimono Y, Hiroi M, Iwase K, Takamatsu S. (2007). „Molecular phylogeny of Lactarius volemus and its allies inferred from the nucleotide sequences of nuclear large subunit rDNA“. Mycoscience. 48 (3): 152–57. doi:10.1007/s10267-006-0346-0.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  3. Species: Lactarius volemus (Fr.) Fr. 1838. Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 2010-11-18.
  4. The fishy milkcaps (Lactarius volemus sensu lato), cryptic species with a long and pandemic history. Department of Biology, Ghent University (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-09. ციტირების თარიღი: 2010-11-18.
  5. Smith AH. (1977). „Variation in two common Lactarii“. Kew Bulletin. 31 (3): 449–53. doi:10.2307/4119385. JSTOR 4119385.
  6. Arora D. (1986). Mushrooms Demystified. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 78. ISBN 978-0-89815-169-5. 
  7. Montoya L, Bandala VM, Guzmán G. (1996). „New and interesting species of Lactarius from Mexico including scanning electron microscope observations“. Mycotaxon. 57: 411–24.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)