რძიანა სოკოები (ლათ. Lactarius) — ქუდიანი სოკოების გვარი ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახისა. მათი ნაყოფსხეულის გადატეხისას ან გადაჭრისას სხვადასხვა ფერის და გემოს რძეწვენი გამოიყოფა. ზოგი სახეობის რძეწვენი ჰაერზე ფერს იცვლის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემატიკური ნიშანია რძიანა სოკოების სახეობათა გასარჩევად.

რძიანა სოკოები

არყა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  რძიანა სოკოები
ლათინური სახელი
Lactarius

საქართველოში ცნობილია რძიანა სოკოების 34 სახეობა, მათგან ყველა (არყა, მჭადა, მიწაყარა, ყვითელი პაჭიჭა, ჭეჭკეტა და სხვა) საჭმელია.

ლიტერატურა

რედაქტირება