ყვითელი პაჭიჭასოკო

ყვითელი პაჭიჭასოკო (ლათ. Lactarius scrobiculatus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 2 სმ აღწევს, ჯერ ჩაზნექილია, შემდეგ ძაბრისებრი, ლორწოიანი ზედაპირი აქვს; ყვითელია, მუქი კონცენტრული ზოლები დასდევს; ქვედა მხარეს მოთეთრო-მოყვითალო კიდეებიანი ფირფიტები აქვს. ფეხის ზედაპირიც ლორწოვანია, ყვითელი, ჩაღრმავებები — მუქი. გადატეხისას გამოყოფს თეთრ, მწარე, რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ყვითლდება. იზრდება ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ნაძვნარში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება დამწნილებული.

ყვითელი პაჭიჭასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ქვეგანყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  Agaricomycetes
სახეობა:  რძიანი სოკოები
ლათინური სახელი
Lactarius scrobiculatus

ლიტერატურა

რედაქტირება