არყა (ლათ. Lactarius piperatus, Lactifluus piperatus) — საჭმელი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. ქუდი 5-20 სმ დიამეტრისაა, ძაბრისებრი, თეთრი, ქვედა მხარეზე ვიწრო, მჭიდროდ განლაგებული ფირფიტებია. რბილობი ძალიან მწარე და ცხარეა, რის გამოც „სოკო-პიმპილასაც“ უწოდებენ. გადატეხისას გამოყოფს თეთრ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე მომწვანო-მოცისფრო ხდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, გვხვდება ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალიცა და დამწნილებულიც.

არყა

Lactarius piperatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lactarius piperatus
Lactifluus piperatus

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არყა&oldid=3989373“-დან