Junk (სიმღერა)
„Junk“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა. დაიწერა 1968 წელს, როდესაც ჯგუფი The Beatles ინდოეთში იმყოფებოდა.[1] იგი შეტანილია მაკ-კარტნის ალბომში McCartney და The Beatles-ის კრებულში Anthology 3.[2]
„Junk“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პოლ მაკ-კარტნი | ||||
ალბომიდან McCartney | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 აპრილი 1970 | |||
ჩაიწერა | თებერვალი 1970 | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:54 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple | |||
ავტორ(ებ)ი | პოლ მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი | |||
McCartney – სიმღერები | ||||
|
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად დაგეგმილი იყო სიმღერის The Beatles-ში შეტანა. მოგვიანებით მას Abbey Road-ში შესატანად მოიაზრებდნენ, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ჩაიწერა. საბოლოო ვერსია, რომელიც ჯგუფმა მოისმინა, იყო 1968 წლის მაისის ვარიანტი, რომელიც სხვა სიმღერებთან ერთად ჯორჯ ჰარისონის სახლში დემოების სახით ჩაიწერა, Anthology 3-ში შესატანად.[1] სიმღერის სამუშაო სახელწოდება იყო „Jubilee“, აგრეთვე ცნობილი როგორც „Junk in the Yard“.[1]
სიმღერა აგრეთვე შეტანილი იქნა EP-ზე ("Another Day", "Oh Woman, Oh Why" და "Valentine Day"-სთან ერთად), რომელიც მხოლოდ მექსიკაში გამოვიდა.[3]
მაკ-კარტნის მიერ სიმღერა ცოცხლად პირველად როიალ ალბერტ ჰოლში, 2006 წლის ნოემბერში შესრულდა.[4]
ტექსტი
რედაქტირებასიმღერის ტექსტში მაკ-კარტნი საუბრობს იმაზე, თუ რატომ ტოვებს ადამიანი სხვა ადამიანთან იმას, რაც მისი სიცოცხლის ნაწილია, ვინაიდან ამავე დროს იგი ტოვებს ამ ნივთებთან დაკავშირებულ მოგონებებს.[5]
Singalong Junk
რედაქტირებაSingalong Junk არის „Junk“-ის ინსტრუმენტული ვერსია. იგი ასევე შეტანილია ალბომში McCartney.
გარდა იმისა, რომ მასში არ არის ვოკალი, სიმღერა გამოირჩევა მელოტრონით, ხოლო მელოდია სრულდება ფორტეპიანოზე. მასში აგრეთვე გამოკვეთილია დასარტყმელი საკრავები. ცნობილია, რომ ეს ვერსია განკუთვნილი იყო ძირითადი „Junk“-ისთვის, მაგრამ უფრო უბრალო ვოკალური არანჟირების სასარგებლოდ მუსიკოსმა მეორე ვარიანტი აირჩია.
Unplugged (The Official Bootleg)-ში შეტანილია „Junk“, რომელიც ვოკალის გარეშე სრულდება, რითაც იგი შეიძლება ჩაითვალოს „Singalong Junk“-ად. თუმცა, იგი არ არის მითითებული ალბომის კომპოზიციების სიაში.
„Singalong Junk“ არასოდეს შესრულებულა ცოცხლად მაკ-კარტნის ძირითად გამოსვლებზე, მაგრამ მოხვდა კრებულში Wingspan: Hits and History.[6]
სხვა ვერსიები
რედაქტირება„Singalong Junk“ შეტანილია ფილმებში:
- ჯერი მაგუაიერი (1996)
- ყურმილის დაკიდება (2000)
- ჩემი ცოლი მსახიობია (2001)
- მშობლები (სერიალი, 2010)
პერსონალი
რედაქტირება- პოლ მაკ-კარტნი - ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, ქსილოფონი, მელოტრონი, დასარტყმელი საკრავები
- ლინდა მაკ-კარტნი - ბეკ-ვოკალი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Paul McCartney: Junk | The Beatles Bible. beatlesbible.com. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
- ↑ http://www.discogs.com/Beatles-Anthology-3/release/1944765
- ↑ Another Day / Junk / Oh Woman, Oh Why / Valentine Day by Paul McCartney. rateyourmusic.com. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
- ↑ Song - Paul McCartney. paulmccartney.com. ციტირების თარიღი: 25 April 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ დეტალები პოლ მაკ-კარტნის ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული]
- ↑ Song - Paul McCartney. paulmccartney.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 31 March 2012.