The Lovely Linda
„The Lovely Linda“ — პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, რომელიც პირველად გამოიცა მის 1970 წლის ალბომზე McCartney. იგი ალბომის პირველი სიმღერაა. სიმღერა მუსიკოსმა მიუძღვნა მეუღლე ლინდა მაკ-კარტნის.
„The Lovely Linda“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პოლ მაკ-კარტნი | ||||
ალბომიდან McCartney | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 აპრილი 1970 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1969 | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 0:42 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple | |||
ავტორ(ებ)ი | პოლ მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი | |||
McCartney – სიმღერები | ||||
|
ისტორია
რედაქტირებასიმღერა დაიწერა 1969 წელს[1], შოტლანდიაში, სადაც მუსიკოსი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.[2] იგი წარმოადგენდა ერთგვარ საპასუხო ქმედებას ჯონ ლენონის მიერ იოკო ონოსთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებებზე.[3] „The Lovely Linda“ იყო ალბომისთვის ჩაწერილი პირველი სიმღერა.[4] იგი პირველად ჩაიწერა პოლის მიერ 1969 წლის დეკემბერში, შობამდე, ახალ 4 ფირიან ჩამწერზე, რომელიც მუსიკოსმა სახლში დაამონტაჟა[5]
სიმღერა 42 წამიანია[6] და მაკ-კარტნის ყველაზე მოკლე სიმღერას წარმოადგენს. იგი სიმღერაში ყველა ინსტრუმენტზე უკრავს. იგი აგრეთვე ტაშს უკრავს, რომელსაც ავტორები ჩიპ მედინგერი და მარკ ისტერი უწოდებენ „პერკუსიულ ტაშს“.[7] სიმღერა სრულდება სიცილის ხმით.[1] 1970 წლის აპრილში ალბომის გამოცემის პერიოდში მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ეს იყო მომავალი სრული სიმღერის ერთგვარი ანონსი.[7] თუმცა სიმღერის სრული ვერსია დღემდე არ გამოცემულა.[1] ჩვეულებრივი სტუდიური ვერსია მოხვდა 2001 წლის კრებულში Wingspan: Hits and History.
პერსონალი
რედაქტირება- პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ტაში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
ლიტერატურა
რედაქტირება- Blake, John (1981). All You Needed Was Love: The Beatles After the Beatles. Middlesex: Hamlyn Paperbacks. ISBN 0 600 20466 9.
- Castleman, Harry; Podrazik, Walter J. (1976) All Together Now: The First Complete Beatles Discography 1961–1975. New York, NY: Ballantine Books. ISBN 0-345-25680-8.
- Madinger, Chip; Easter, Mark (2000) Eight Arms to Hold You: The Solo Beatles Compendium. Chesterfield, MO: 44.1 Productions. ISBN 0-615-11724-4.
- Sounes, Howard (2010). Fab: An Intimate Life of Paul McCartney. London: HarperCollins. ISBN 978-0-00-723705-0.
- Spizer, Bruce (2005). The Beatles Solo on Apple Records. New Orleans, LA: 498 Productions. ISBN 0-9662649-5-9.