Teddy Boy“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია მის სადებიუტო სოლო ალბომში McCartney, რომელიც გამოიცა 1970 წელს, ჯგუფ The Beatles-ის დაშლის შემდეგ. ის ასევე შეტანილია The Beatles-ის ალბომში Anthology 3, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.

„Teddy Boy“
სიმღერაპოლ მაკ-კარტნი
ალბომიდან McCartney
გამოსვლის თარიღი 17 აპრილი 1970
ჩაიწერა Morgan Studios
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 2:25
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი პოლ მაკ-კარტნი
McCartneyსიმღერები

მაკ-კარტნიმ სიმღერა დაწერა The Beatles-ის ინდოეთში სტუმრობისას [1] და პირველად ჩაწერა 969 წელს, როდესაც ჯგუფი მუშაობდა ალბომზე, რომელიც შემდგომში Let It Be-ს სახით გამოიცა. არსებობს სიმღერის რამდენიმე ვერსია. ყველა აკუსტიკურია, ხოლო რამდენიმეში ჟღერს მაკ-კარტნისა და ჯონ ლენონის ჰარმონიული ვოკალები ან განსხვავებული სოლო ელექტრონულ გიტარაზე.

ფილმში Wingspan მაკ-კარტნი ამბობს, რომ სიმღერა Let It Be-ზე მუშაობისას დაწერა, მაგრამ ჯგუფში დაძაბულობის გამო მასზე მუშაობის შესაძლებლობა არავის ჰქონდა. 1969 წლის იანვარში ჯგუფმა იგი 6-ჯერ ჩაწერა, ლონდონში, Apple-ის სტუდიაში. ორი ჩანაწერისგან შედგენილი ვერსია 1996 წელს კრებულში Anthology 3 შევიდა.[2]

პერსონალი

რედაქტირება
  1. Teddy Boy by Paul McCartney Songfacts. songfacts.com. ციტირების თარიღი: 25 April 2012.
  2. The Beatles Bible: Teddy Boy Retrieved 12 September 2008.