Images and Words — ამერიკულიპროგრესული მეტალ-ჯგუფ Dream Theater-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1992 წლის 7 ივლისს. სინამდვილეში ალბომი უკვე ჩაწერილი იყო 1991 წელს, BearTracks Studios მიერ. ეს იყო მათი პირველი ალბომი სადაც ვოკალი იყო ჯეიმზ ლებრი. ალბომი ითვლება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და მაღალ რეიტინგულ ალბომათ. ალბომიდან ყველაზე ცნობილია სიმღერა Pull Me Under, სწორედ ამ სინგლის საშუალებით მოიპოვეს მათ პოპულარობა. ასევე ეს სინგლი გამოყენებულია ვიდეო თამაშ Guitar Hero: World Tour-ში.
მას შემდეგ რაც ჩარლი დომინიკი წავიდა ჯგუფიდან, 200 ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდა ამერიკაში რათა გამხდარიყო ბენდის წამყვანი ვოკალი. მათ შორის იყო კანადელი ჯეიმზ ლებრი, რომელიც უკვე იყო ჯგუფ Winter Rose-ის წევრი.Dream Theater-ის წევრებმა მასში პოტენცია დაინახეს და აირჩიეს ჯგუფის ვოკალად. ყოველივე ამის შემდეგ მათ ჩაწერე ალბომი Images and Words.