How Deep Is Your Love
„How Deep Is Your Love“ — პოპ-სიმღერა, დაწერილი და ჩაწერილი ბი ჯიზის მიერ 1977 წელს და სინგლის სახით გამოცემული იმავე წლის სექტემბერში. თავდაპირველად იგი ივონ ელიმანისთვის დაიწერა, მაგრამ საბოლოოდ შეტანილი იქნა ფილმ „შაბათის ღამის ციებ-ცხელების“ საუნდტრეკში. სიმღერა გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ჩარტებში #3 პოზიციამდე ავიდა. აშშ-ში იგი Billboard Hot 100-ის სათავეში 1977 წლის 24 დეკემბერს მოექცა (ჯგუფისთვის ეს იყო პირველი ზედიზედ ექვსი აშშ #1 ჰიტიდან) და საუკეთესო 10-ეულში იმ დროისთვის რეკორდული 17 კვირა ეკავა. აშშ-ის ჩარტში Hot Adult Contemporary Tracks მას პირველი პოზიცია ექვსი კვირის განმავლობაში ეკავა. Billboard's All Time Top 100-ში მას ამჟამად #20 პოზიცია უკავია.[1] გარდა სიმღერებისა „Stayin' Alive“ და „Night Fever“, იგი არის ჯგუფის სამიდან ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც აღნიშნულ სიაში მოხვდა. 1996 წელს ჯგუფ Take That-ის მიერ ალბომისთვის Greatest Hits ჩაწერილი იქნა მისი ქავერ-ვერსია, რომელიც, სინგლის სახით გამოცემის შემდეგ, მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #1 პოზიციაზე და ადგილი სამი კვირის განმავლობაში ეკავა.[2]
„How Deep Is Your Love“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ბი ჯიზი | ||||
ალბომიდან Saturday Night Fever | ||||
B-მხარე | „Can't Keep a Good Man Down“ (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | სექტემბერი 1977 | |||
ჩაიწერა |
Château d'Hérouville, ერუვილი, 1977 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 4:05 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | RSO | |||
ავტორ(ებ)ი | ბარი, რობი და მორის გიბები | |||
პროდიუსერი | ბი ჯიზი, ალბი გალუტენი, კარლ რიჩარდსონი | |||
ბი ჯიზი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში „How Deep Is Your Love“-ს უკავია 375-ე ადგილი. ბრიტანეთში 2011 წლის დეკემბერში ITV-ის სპეციალურ გადაცემაში იგი მაყურებლების მიერ დასახელდა ერის საყვარელ ბი ჯიზის სიმღერად. [3]
წარმოშობა
რედაქტირებაალბომის Here at Last... Bee Gees... Live მიქსის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო Children of the World-ის შემდგომი სტუდიური ალბომის შექმნა. რობერტ სტიგვუდმა მათ დაურეკა და სთხოვა ახალი ფილმისთვის სიმღერების შექმნა. ჯგუფმა დაწერა ხუთი. აქედან ერთ-ერთი იყო „How Deep Is Your Love“.
ჩაწერა
რედაქტირებაChildren of the World-ის ჩაწერისთვის ნათელი იყო, რომ ბარი გახდა ჯგუფის ძირითადი ვოკალისტი, ასრულებდა რა ფალცეტის სტილით და აყოლებდა სუნთქვას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ბეკ-ვოკალები ბარის ეკუთვნოდა, სიმღერაში რობინისა და მორისის ხმებიც ჟღერს, თუმცა ეს არ შეიმჩნევა. რობინი სინამდვილეში მისამღერის მელოდიას ასრულებს და სიმღერის სტროფებშიც ჩნდება.
საუნდტრეკის Saturday Night Fever ყველა სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობდა 1977 წლის გაზაფხულზე. ბარიმ დახვეწა მელოდია კლავიშისტ ბლუ უივერის დახმარებით, თუმცა უკანასკნელი სიმღერის თანაავტორად მითითებული არ იქნა. დემო ვერსია მომზადდა Le Château d'Hérouville-ში (საფრანგეთი), ხოლო დამატებითი დუბლები ჩაიწერეს მაიამის Criteria Studios-ში, შინ დაბრუნებისას.[4]
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერისთვის შეიქმნა ორი მუსიკალური ვიდეო. ერთში ძმების სიმღერას ახლავს ქალის გამოსახულებები. ბარი გიბმა ვიდეოსთვის მოიპარსა წვერი. იგივე გარეგნობით იგი „Night Fever“-ის ვიდეოშია.[5] სიმღერის ვიდეოს მეორე ვერსიაში ძმები სეირნობენ ცისარტყელის ფერების განათების ქვეშ. ამ ვიდეოში ბარის წვერები აქვს.[6]
ჯილდოები
რედაქტირება1978 წლის 23 თებერვალს სიმღერამ მოიგო გრემი ჯგუფის მიერ საუკეთესო პოპ-შესრულების კატეგორიაში. იმავე წლის 28 იანვარს მას აგრეთვე ერგო ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის, თუმცა ჯილდო მიიღო კეისი კისიკის „You Light Up My Life“-მა. ორივე ცერემონიის დროს სიმღერა უკვე იმყოფებოდა Billboard-ის Hot 100-ში.
სასამართლო დავა
რედაქტირება1983 წელს ბი ჯიზს სასამართლოში უჩივლა ჩიკაგოელმა სიმღერების ავტორმა რონალდ სელმა. იგი აცხადებდა, რომ ძმებმა მელოდიის მასალა მოიპარეს მისი ერთ-ერთი სიმღერიდან „Let It End“ და „How Deep Is Your Love“-ში გამოიყენეს. სასამართლოზე დავა თავდაპირველად სელის სასარგებლოდ გადაწყდა. ბი ჯიზის ადვოკატმა მოითხოვა ვერდიქტის გაუქმება. მიზეზი იყო ის, რომ სელს არ დაუდასტურებია, რომ ბი ჯიზს ხელი მიუწვდებოდა სელის ორიგინალზე. მიუხედავად იმისა, რომ სელი ამტკიცებდა, რომ დემო ფირი რამდენიმე კომპანიას გაუგზავნა, არც ერთ მათგანს ბი ჯიზთან კავშირი არ ჰქონია. სელი აგრეთვე აცხადებდა, რომ მის სიმღერას ჰგავდა ბი ჯიზის რამდენიმე სხვა, უფრო ადრეული სიმღერაც და იყო მსგავსებები ჯონ ლენონის/პოლ მაკ-კარტნის სიმღერასთან „From Me to You“. მოსამართლემ დავა ამჯერად ბი ჯიზის სასარგებლოდ დაასრულა. სელმა აპელირება სცადა, მაგრამ ამაზე უარი მიიღო მეშვიდე ოლქის სააპელაციო სასამართლოსგან, რომლის აზრით, სელს არ დაუმტკიცებია, რომ მართალი იყო.[7][8][9]
ქავერ-ვერსიები
რედაქტირება„How Deep Is Your Love“ გიბების კატალოგიდან ერთ-ერთი პოპულარულია და ჩაწერილი ან ნამღერია შემდეგი შემსრულებლების მიერ:
- Aberdeen (1997)
- Adeaze (2004)
- ჯეფრი არჩერი (1981)
- B3 (2002)
- Baby Lemonade (1994)
- Backstreet Boys (2003)
- Bad Plus (2009)
- The Bird and the Bee (2009)
- Blaze (2002)
- პოლ პრეტი (1980)
- Brotherhood of Man (1978)
- მაიკლ ბუბლეი და კელი როულენდი (2010)
- რიჩარდ კლაიდერმანი (1984)
- რეი კონიფი (1978)
- En Vogue (2003)
- Ferrante & Teicher (1978)
- The 5th Dimension (1995)
- ჯონ ფრუშანტე (2006)
- ადამ გარსია (1998)
- ლაიონელ ჰემპტონი (1978)
- დევიდ ჰაზელჰოფი (1987)
- მარშა ჰაინზი (2004)
- ჯამ შაო (2012)
- Jinusean (1999)
- ბილი ჯენკინზი (1999)
- ჯეფ ჯონსონი (2011)
- The Katinas (2013)
- კაილა (2010)
- ჯონი მატისი (1978)
- პოლ მორია (1978)
- მინა (1985)
- პიტერ ნერო (1998)
- N'Sync (2003)
- Anonymous (2001)
- Portrait (1995)
- Real McCoy (1994)
- მარტინ როლინსკი (2007)
- Take That (1996)
- ტომოიო ჰარადა (2002)
- Ultra Naté (2001)
- ლუთერ ვანდროსი (1993)
- დაიენ უორვიკი (1978)
- ჰეილი უესტენრა (2000)
- პიტერ უაიტი (1994)
- ენ უილსონი (2000)
- დევიდ ჩუე (2008)
- Barney & Friends (დაახლ. 2004)
- ტინა ტერნერი (2000)
- ლია მიშელი (2012)
- დელ ბოი, ფილმში Miami Twice
- დონი ოსმონდი (2009)
- ჯერი კაპო (2012)
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია | 3 |
ავსტრია | 13 |
ბელგია | 6 |
ბრაზილია | 1 |
კანადა | 1 |
ჩილე | 1 |
ფინეთი | 1 |
საფრანგეთი | 1 |
გერმანია | 21 |
ირლანდია | 2 |
ახალი ზელანდია | 6 |
ნორვეგია | 5 |
სამხრეთი აფრიკა | 2 |
ესპანეთი | 7 |
შვედეთი | 4 |
გაერთიანებული სამეფო | 3 |
აშშ | 1 |
ნიდერლანდი | 8 |
Take That-ის ვერსია
რედაქტირება„How Deep Is Your Love“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Take That | ||||
ალბომიდან Greatest Hits | ||||
გამოსვლის თარიღი | 26 თებერვალი 1996 | |||
ჩაიწერა | 1995 | |||
ჟანრი | პოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:40 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Polydor | |||
ავტორ(ებ)ი | ბარი, რობი და მორის გიბები | |||
Take That — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ბრიტანული პოპ-ჯგუფ Take That-ის ვერსია გამოვიდა ალბომის Greatest Hits სინგლის სახით, 1996 წელს. იგი იყო ჯგუფის უკანასკნელი #1 ჰიტი, 2006 წლის „Patience“-ის გამოცემამდე. სიმღერა ბრიტანეთის ჩარტების პირველ პოზიციებზე სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სინგლი გაიყიდა 671.000 ასლის ოდენობით და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი შეიძინა. იგი აგრეთვე დანიის, ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ჩარტების სათავეებში მოხვდა.
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებასიმღერის მუსიკალურ ვიდეოში ჯგუფის იმ დროისთვის დარჩენილი ოთხივე წევრი დაბმულია სკამებზე და ზის სარდაფში. ქერათმიანი ქალი, რომლის სახე მოთხვრილია კოსმეტიკური საშუალებებით (მსახიობი პოლა ჰემილტონი) შემოდის სარდაფში და თავს დასტრიალებს ჯგუფის წევრს, ეხება რა თითოეულის თმებს. მოგვიანებით მას ოთხივე საკუთარი ფურგონით მიჰყავს, ჩერდება რეზერვუართან და ოთხივეს ათავსებს მის ნაპირთან. ხელს ჰკრავს რა გერი ბარლოუს, ქალი ამავე დროს იჭერს მას თოკით, შემდეგ კი თითებს უშვებს და მომღერალი წყალში ეცემა. ქალი სულელური ღიმილით პასუხობს.
სიმღერების სია
რედაქტირება- ბრიტანული კასეტის სინგლი (74321 35591 5)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Never Forget (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:38
- ბრიტანული CD სინგლი 1 (74321 35559 2)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Every Guy (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 5:36
- Lady Tonight (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 4:13
- Sunday To Saturday (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 3:48
- ბრიტანული CD სინგლი 2 (74321 35560 2)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Back for Good (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:06
- Babe (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 6:10
- Never Forget (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:38
- ევროპული CD სინგლი 1 (74321 35243 2)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Back for Good (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:06
- ევროპული CD სინგლი 2 (74321 35244 2)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Back for Good (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:06
- Every Guy (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 5:36
- იაპონური CD სინგლი (BVCP-2406)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Every Guy (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 5:36
- Babe (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 6:10
- Back for Good (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:06
- ბრიტანული 7" გრამფირფიტა – მხოლოდ პატეფონ-ავტომატებისთვის (74321 35632 2)
- How Deep Is Your Love – 3:41
- Never Forget (ჩაწერილია ცოცხლად ერლს კორტსა და Manchester Nynex-ში) – 7:38
წარმატება ჩარტებში
რედაქტირებაჩარტი (1996) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (ARIA Charts)[10] | 12 |
ავსტრია (Ö3 Austria Top 75)[10] | 7 |
ბელგია (Ultratop 50) (ფლანდრია)[10] | 5 |
ბელგია (Ultratop 50) (ვალონია)[10] | 4 |
კანადა (Canadian Hot 100)[11] | 80 |
ჩილე (IFPI)[12] | 4 |
დანია (Tracklisten)[13] | 1 |
ევროპა (Eurochart Hot 100)[14] | 3 |
ფინეთი (Suomen virallinen lista)[15] | 2 |
გერმანია (Media Control)[16] | 7 |
ირლანდია (IRMA)[17] | 1 |
იტალია (FIMI)[18] | 1 |
იაპონია (Oricon)[19] | 3 |
ნიდერლანდი (Single Top 100)[10] | 7 |
ნორვეგია (VG-lista)[10] | 6 |
პოლონეთი (Polish Society of the Phonographic Industry)[20] | 32 |
ესპანეთი (PROMUSICAE) | 1 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[10] | 7 |
შვეიცარია (Swiss Hitparade)[10] | 5 |
ბრიტანეთის სინგლები (ჩარტების ოფიციალური კომპანია)[21] | 1 |
წლის საბოლოო შედეგები (1996) | პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის სინგლების ჩარტები | 100 |
ბელგიის (ფლანდრია) სინგლების ჩარტები | 44 |
ბელგიის (ვალონია) სინგლების ჩარტები | 35 |
ჰოლანდიის სინგლების ჩარტები[22] | 51 |
ევროპა (Eurochart Hot 100)[23] | 17 |
გერმანიის სინგლების ჩარტი[24] | 51 |
იტალიის სინგლების ჩარტი[25] | 23 |
შვეიცარიის სინგლებვის ჩარტი | 30 |
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი (1996 წლის დასასრული) | 12 |
ათწლეულის საბოლოო ჩარტი
რედაქტირებაჩარტი (1990–1999) | პოზიცია |
---|---|
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი[26] | 84 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Billboard's All Time Top 100. Billboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 591. ISBN 1-904994-10-5.
- ↑ ITV. ITV.com. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Gibb Songs: 1977. Columbia.edu (20 December 1976). ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ 1977 Bee Gees – How deep is your love (Alternate Version). YouTube. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Bee Gees – How Deep Is Your Love (Video). YouTube. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ 741 F.2d 896: Ronald H. Selle, Plaintiff-appellant, v. Barry Gibb, et al., Defendants-appellants,andronald H. Selle, Plaintiff-appellee, v. Barry Gibb, et al., Defendants-appellants :: US Court of Appeals Cases :: Justia. Law.justia.com. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Selle v. Gibb and the forensic analysis of plagiarism. M. Fletcher Reynolds.
- ↑ CUDAHY. SELLE v. GIBB, 741 F.2d 896 (7th Cir. 1984) (LOISLAW). Law.cornell.edu. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Steffen Hung. Hung Medien. Swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Item Display – RPM – Library and Archives Canada. Collectionscanada.gc.ca. ციტირების თარიღი: 26 November 2011.
- ↑ LAS DIEZ QUE MÁS SUENAN EN AMÉRICA – Archivo – Archivo Digital de Noticias de Colombia y el Mundo desde 1.990. eltiempo.com. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ P3 - Tjeklisten. Dr.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Hits of the World – Eurochart Hot 100. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (6 April 1996). ციტირების თარიღი: 21 July 2012.
- ↑ Pennanen, Timo: Sisältää hitin – levyt ja esittäjät Suomen musiikkilistoilla vuodesta 1972. Helsinki: Kustannusosakeyhtiö Otava, 2006. ISBN 9789511210535. page: 280
- ↑ Die ganze Musik im Internet. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 26 November 2011.
- ↑ Chart Track. ირლანდიის სინგლების ჩარტი. GfK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 17 June 2011.
- ↑ Italian Single Chart. Hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ テイク・ザットのプロフィール・ヒストリー │ オリコン芸能人事典-ORICON STYLE. Oricon.co.jp. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Take That – BACK FOR GOOD – Lista Przebojów Trójki – Polskie Radio Online. Lp3.polskieradio.pl (19 May 1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ UK Chart Stats. Chartstats.com (15 June 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2014-11-15.
- ↑ Steffen Hung. Dutch charts portal. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Billboard - Google Books. Books.google.ca (2000-01-01). ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ INFINITY CHARTS: German Top 20 - 1996. Ki.informatik.uni-wuerzburg.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-10. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ Italian Single Chart. Hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 2014-03-31.
- ↑ ბრიტანეთში 1990-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი სინგლების სია