ბარი ალან კრომპტონ გიბი (დ. 1946 წლის 1 სექტემბერს) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და ყველაზე უფროსი ძმები გიბებიდან. დაიბადა მენის კუნძულზე, ინგლისელების ოჯახში.

ბარი გიბი

ბარი გიბი 1973 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბარი ალან კრომპტონ გიბი
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1946 (1946-09-01) (78 წლის)
დაბ. ადგილი მენის კუნძული, დიდი ბრიტანეთი
წარმოშობა ბრისბენი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, სოფტ როკი, დისკო, ფანკი, ქანთრი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1958–2012
ლეიბლ(ებ)ი Polydor, MCA
ხელმოწერა
საიტი barrygibb.com
ბარი გიბი ვიკისაწყობში

ძმებთან, რობინ და მორის გიბებთან ერთად მან დააარსა ჯგუფი ბი ჯიზი, რომელიც იქცა ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ მუსიკალურ კოლექტივად. მათი უმცროსი ძმა, ენდი, ასევე იყო მომღერალი. ტრიომ მოღვაწეობა ავსტრალიაში დაიწყო, მაგრამ წარმატების შემდეგ ინგლისში გადაინაცვლა.

ფალცეტოთი ცნობილი ბარი გიბი, ისევე როგორც ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რეკორდსმენია ბილბორდის ცხელ ასეულში ერთმანეთის თანმიმდევრობით მოხვედრილი სინგლების რაოდენობით. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მას უკავია მეორე ადგილი სიმღერების ყველაზე წარმატებული ავტორების სიაში, პოლ მაკ-კარტნის შემდგომ.[1]

სოლო დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები
წელი ალბომის დეტალები უმაღლესი პოზიციები ჩარტში
ბრიტ
[2]
აშშ
[3]
1984 Now Voyager
  • გამოსვლის თარიღი: სექტემბერი 1984
  • ლეიბლი: MCA, Polydor
85 72
2016 In the Now
  • გამოსვლის თარიღი: ოქტომბერი 2016
  • ლეიბლი: Columbia
2 63

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Smith, Steve. First Abba song in 18 years and Hollywood honors McCartney. SGVTribune.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 16 April 2012.
  2. Barry Gibb Chart History. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 22 February 2015.
  3. Barry Gibb Chart history. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 17 February 2015.