გრძელდინგა სელაპი
გრძელდინგა სელაპი, რუხი სელაპი (ლათ. Halichoerus grypus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. ამავე დასახელების გვარის ერთადერთი სახეობა. მისი სხეულის სიგრძეა 2–2,5 (3-მდე) მეტრი, მასა 300 კილოგრამამდე. მამალი დედალზე დიდია. დინგი წაგრძელებულია (აქედან სახელწოდება), ცხვირის ფუძესთან რამდენადმე ამოზნექილი (განსაკუთრებით ზრდასრულ მამრებს). შეფერილობაში ჭარბობს რუხი ფერის სხვადასხვა ტონები მრავალრიცხოვანი წინწკლებითა და ლაქებით; ახალშობილი ღია კრემისფერია. ბინადრობს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ზომიერ და სუბარქტიკულ სანაპირო წყლებში, ქმნის სამ იზოლირებულ პოპულაციას: დასავლეთატლანტურს (ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე), აღმოსავლეთატლანტურს (ისლანდია, ფარერის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, კოლის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე) და ბალტიურს. იკვებება თევზითა და უხერხემლოებით. აღნიშნულია როგორც მონოგამია, ისე პოლიგამია. არეალის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულ ვადებში (სექტემბრიდან მარტამდე) ჯვარდებიან და შობენ ხმელეთზე ან ყინულზე. ზოგ ადგილას გრძელდინგა სელაპს ადგილობრივი მოსახლეობა მოიპოვებს. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.
გრძელდინგა სელაპი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Halichoerus grypus (Fabricius, 1791) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 9660 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Жариков К. А. ДЛИННОМОРДЫЙ ТЮЛЕНЬ // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 118.