GP32 (GamePark 32) — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია Game Park-ის მიერ 2001 წლის 23 ნოემბერს სამხრეთ კორეაში და 2004 წელს ევროპის გარკვეულ ტერიტორიაზე — იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. კონსოლი არასდროს გამოსულა ჩრდილოეთ ამერიკაში. დაანონსდა Tokyo Game Show-ზე 2000 წელს.[2]

GP32
მწარმოებელი Game Park
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
თავდაპირველი ფასი 199 ევრო (ევროპაში).[1]
მედია SmartMedia
პროცესორი Samsung S3C2400X01
მეხსიერება 8 მბ RAM
შემდეგი GP2X

სისტემა მოიხმარდა Samsung S3C2400X01 ცენტრალურ პროცესორს 133 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 მბ ოპერატიულ მეხსიერებას,[3] 3 ვოლტიან DC ადაპტერს ან ორ ცალ AA ბატარეებს 6-დან 12 საათამდე ხანგრძლივობით, ეკრანის გაფართოება — 320 × 240 პიქსელები.[1]

არსებობის განმავლობაში გამოიცა კონსოლის სამი ვარიანტი: GP32 NLU, GP32 FLU და GP32 BLU. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ხუთი თამაში, ხოლო საერთო ჯამში — 28 თამაში. მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად. 2007 წლის მონაცემებით გაიყიდა კონსოლის 30,000 ასლი. იმავე წელს კომპანია Game Park გაკოტრდა.[4]

2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დაარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედია პლეერი GP2X, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს GP32-ის მემკვიდრედ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 GamePark 32. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
  2. GP32 GamePark GP32. Video Game Kraken. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
  3. GamePark GP32. Console Database. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
  4. GP2X Q&A, With Craig Rothwell დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine. . Clockerz. Accessed on 24-03-2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GP32&oldid=3938672“-დან