GP2X
GP2X — Linux-ზე დაფუძნებული მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და პორტატიული მედიაპლეერი, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ. გამოვიდა მხოლოდ სამხრეთ კორეაში 2005 წლის 10 ნოემბერს. მის წინაპრად მიჩნეულია კომპანია Game Park-ის მიერ წელს გამოცემული კონსოლი GP32
GP2X | |
---|---|
მწარმოებელი | GamePark Holdings |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | 10 ნოემბერი, 2005 |
მედია | Secure Digital |
პროცესორი |
ორმაგი პროცესორი: 200 მჰც Host ARM920T200 200 მჰც ARM940T |
მეხსიერება | 64 მბ |
წინა | GP32 |
შემდეგი | GP2X Wiz |
GP2X გათვლილი იყო როგორც Hombrew, ასევე კომერციული თამაშების დეველოპერთათვის. იგი ძირითადად გამოიყენებოდა პლატფორმების, Neo Geo, Sega Genesis/Mega Drive, Sega Master System, Sega Game Gear, Amstrad CPC, Commodore 64, Nintendo Entertainment System, TurboGrafx-16-სა MAME-ის თამაშების ემულირებისთვის.
GP2X გააჩნდა მუსიკის დაკვრის, ფოტოების დათვალიერებისა და ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა. მასზე ხელმისაწვდომი იყო კომერციული თამაშების მეტად მცირე რაოდენობა, რომელთა შორისაა „Vektar“, „Payback“, „Quartz²“, „Retrovirus RTS“, „Wind and Water“, „Puzzle Battles“ და „Blazar“. 2009 წელს გამოვიდა კომპანიის მორიგი კონსოლი GP2X Wiz.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Slashdot]: Gamepark Holdings Officially Announces the WIZ Handheld
- ↑ Slashdot: Gamepark Releases the GP2X Wiz.