ფლეშ მეხსიერება Secure Digital Memory Card (SD) — მეხსიერების ბარათის ფორმატი, რომელიც სპეციალურად შექმნილია პორტატიული მოწყობილობებისთვის. დღესდღეობით ის ფართოდ გამოიყენება ციფრულ ფოტოაპარატებში, მობილურ ტელეფონებში, კომუნიკატორებში, სმარტფონებში, ელექტრონულ წიგნებში და მრავალ სხვა მოწყობილობებში.

ფლეშ მეხსიერება Secure Digital
SD, მიკრო და მინი
SD, მიკრო და მინი

ფორმატი რედაქტირება

Secure Digital ფლეშ მეხსიერება შემუშავებული იყო Panasonic-ის, SanDisk-ის და Toshiba-ს მიერ. საბაზოდ აღებული იყო მულტიმედია (MMC) ბარათი. იგი ანონსირებული იყო 2000 წელს Matsushita, SanDisk და Toshiba ს მიერ.

ცნობილია ამ ფორმატის 4 თაობის ბარათები:

  • SD 1.0 —8 მბ - 2 გბ-მდე
  • SD 1.1 —4 გბ -მდე
  • SDHC —32 გბ -მდე
  • SDXC —2 ტბ -მდე

SD ბარათების კლასი რედაქტირება

ბარათები ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარის მიხედვით იყოფა შემდეგ კლასებად : 1,2,4,6,10,16

  • SD Class 2 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 2 მბ/წმ) — 13x
  • SD Class 4 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 4 მბ/წმ) — 26x
  • SD Class 6 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 6 მბ/წმ) — 40x
  • SD Class 10 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 10 მბ/წმ) — 66x
  • SD Class 16 — (ჩაწერის სიჩქარე არანაკლებ 16 მბ/წმ) — 106x

SD და MMC (MultiMedia Card) ბარათების მახასიათებლების შედარება რედაქტირება

ტიპი MMC RS-MMC MMC Plus SecureMMC SD SDIO miniSD microSD
SD ბუდე დიახ მექანიკური ადაპტერი დიახ დიახ დიახ დიახ ელექტრო-მექანიკური ადაპტერი ელექტრო-მექანიკური ადაპტერი
პოჭოჭიკთა რაოდენობა 7 7 13 7 9 9 11 8
სიგანე 24 მმ. 24 მმ. 24 მმ. 24 მმ. 24 მმ. 20 მმ. 11 მმ.
სიგრძე 32 მმ. 18 მმ. 32 მმ. 32 მმ. 32 მმ.+ 21,5 მმ. 15 მმ.
სისქე 1,4 მმ. 1,4 მმ. 1,4 მმ. 1,4 მმ. 2,1 მმ.

(არსებობს გამონაკლისები)

2,1 მმ. 1,4 მმ. 1 მმ. (0.7 მმ. შვერის გარეშე)
SPI რეჟიმი პირობითი პირობითი პირობითი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
1-ბიტიანირეჟიმი დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
4-ბიტიანირეჟიმი არა არა დიახ არა არა არა არა არა
8-ბიტიანირეჟიმი არა არა დიახ არა არა პირობითი არა არა
წყვეტის სისტემა არა არა არა არა არა პირობითი არა არა
ცვლის ტაქტიკური სიხშირე 20 მგჰც. 20 მგჰც. 52 მგჰც. - 208 მგჰც. 205 მგჰც. 50 მგჰც. 208 მგჰც.
ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 20 მბ/წმ. 20 მბ/წმ. 416 მბ/წმ. - 832 მბ/წმ. 200 მბ/წმ. 832 მბ/წმ. 832 მბ/წმ.
DRM არა არა არა დიახ დიახ დიახ დიახ
მომხმარებლის მიერ დაშიფვრა არა არა არა დიახ არა არა არა არა
გამარტივებული სპეციფიკაცია დიახ დიახ არა - დიახ დიახ არა არა
ნომინალური სამუშაო ძაბვა 3,3 ვ. 3,3 ვ. 3,3 ვ. 1,8 ვ./3,3 ვ. 3,3 ვ. (SD),

1.8 ვ./3.3 ვ. (SDHC),

1.8 v./3,3 ვ. (SDXC)

3,3 ვ. 3,3 ვ. (miniSD),

1.8 ვ./3,3 ვ. (miniSDHC)

3,3 ვ. (microSD),

1.8 ვ./3,3 ვ. (microSDHC),

1.8 v./3,3 ვ. (microSDXC)

ტევადობის მაქსიმალური მოცულობა

(ხელმისაწვდომი გაყიდვაში და არა თეორიული ტევადობა)

128 გბ. 3 გბ. - 2 გბ. 4 გბ. (SD),

32 გბ. (SDHC),

512 გბ. (SDXC)

- 4 გბ. (miniSD),

16 გბ. (miniSDHC)

4 გბ. (microSD),

32 გბ. (microSDHC),

512 გბ. (microSDXC)

ტიპი MMC RS-MMC MMC Plus SecureMMC SD SDIO miniSD microSD

ფაილური სისტემა რედაქტირება

SD, SDHC и SDXC მეხსიერების ბარათებისთვის სტანდარტულ ფაილურ სისტემად ითვლება FAT (2 გბ მოცულობის ბარათებისთვის FAT16, 32 გბ მოცულობის ბარათებისთვის FAT32, ხოლო 32 გბ-ზე დიდი მოცულობის ბარათებისათვის exFAT). მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მათი სხვა ფაილურ სისტემაში ფორმატირებაც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება