Fall Be KindAnimal Collective-ის EP დისკი, გამოცემული MP3 და WAV ფორმატებში 2009 წლის 23 ნოემბერს და CD-სა გრამფირფიტის სახით ბრიტანეთში 14 დეკემბერს, ხოლო აშშ-ში - 15 დეკემბერს. ზოგმა მაღაზიამ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ერთი კვირით ადრე დაიწყო მისი გაყიდვა, რადგან ჯგუფს ამ დროს ტურნე ჰქონდა ამ ქვეყნებში.

Fall Be Kind
EP
გამოცემის თარიღი 23 ნოემბერი, 2009 (გადმოწერა)
15 დეკემბერი, 2009 (CD, 12 ვინილი)
ჩაიწერა თებერვალი 2008, აგვისტო 2009
ჟანრი ფსიქოდელიური პოპი, ექსპერიმენტული, ნეო-ფსიქოდელია
ხანგრძლივობა 27:20
ლეიბლი Domino
პროდიუსერი ბენ ჰ. ალენი
Animal Collective-ის EP-ები — ქრონოლოგია
Animal Crack Box
(2009)
Fall Be Kind
(2009)
ODDSAC
(2010)

2009 წლის 18 ნოემბერს Domino Records-მა შეცდომით ალბომის გამოსვლამდე გაუგზავნა მომხმარებლებს Fall Be Kind-ის წინასწარ შეკვეთილი დისკები, რის შედეგადაც ინტერნეტში გამოჩნდა მთლიანი EP-ის lossless ვერსია.

ჩაწერა რედაქტირება

ალბომი ჩაწერა ბენ ალენმა 2008 წლის თებერვალში ‘’Sweet Tea Recording Studio’’-ში ოქსფორდში, მისისიპის შტატში და 2009 წლის აგვისტოში სტუდია ‘’ Mission Sound’’-ში ბრუკლინში, ნიუ-იორკში. სიმღერაში What Would I Want? Sky გამოყენებულია Grateful Dead-ის პირველი ლიცენზირებული სემპლი.[1].

კრიტიკოსების შეფასება რედაქტირება

Fall Be Kind-მა საყოველთაო აღიარება მოიპოვა კრიტიკოსებს შორის. Metacritic-ზე, რომელიც საშუალო რეიტინგს ითვლის 100 კრიტიკოსის მიმოხილვის მიხედვით, ალბომმა მიიღო საშუალო 84 ქულა, 21 მიმოხილვაზე დაყრდნობით, რაც “საყოველთაო აღიარებას“ ნიშნავს.[2] What Would I Want? Sky კი გახდა მეორე სმიღერა, რომელმაც სრული 10 ქულა მიიღო Pitchfork Media-სგან.[3]

სიმღერების სია რედაქტირება

#სახელწოდებასემპლიხანგრძლივობა
1.„Graze“გეორგე ზამფირის Ardeleana (Zamfir Avec Zamfir)5:22
2.„What Would I Want? Sky“Grateful Dead-ის Unbroken Chain6:46
3.„Bleed“ 3:29
4.„On a Highway“ 4:36
5.„I Think I Can“ 7:10
საერთო ხანგრძლივობა:27:20

პერსონალი რედაქტირება

  • Avey Tare
  • Geologist
  • Panda Bear
  • ჰითერ მაკინტოში - ჩელო Graze-სა და Bleed-ზე [4]
  • ბენ ალენი და Animal Collective - მიქშინგი
  • რობ კარმაიკლი - დიზაინი
  • ენდი მარკინკოვსკი და აარონ ერსოი - ჩაწერის ასისტენტები

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fall_Be_Kind&oldid=4589403“-დან