დეივიდ მაიკლ პორტნერი[1], ცნობილი მეტსახელით Avey Tare (დ. 24 აპრილი, 1979) — ამერიკელი მუსიკოსი, Animal Collective-ის წევრი. ცხოვრობს ბრუკლინში, ნიუ-იორკში.[2]

Avey Tare

Avey Tare 2009 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დეივიდ პორტნერი
აგრეთვე ცნობილი როგორც Avey Tare
დაბ. თარიღი 24 აპრილი, 1979 (1979-04-24) (44 წლის)
დაბ. ადგილი ბალტიმორი
ჟანრ(ებ)ი ექსპერიმენტული როკი
ელექტრონული მუსიკა
ფოლკ მუსიკა
New Weird America
ფრიკ ფოლკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პიანინო, სინთეზატორი, პერკუსია
აქტიური 2000 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Paw Tracks, FatCat Records, Domino Records, Catsup Plate, St. Ives
საიტი myanimalhome.net
Avey Tare ვიკისაწყობში

Animal Collective რედაქტირება

პორტნერმა ჯოშ დიბი (Deakin), ნოა ლენოქსი (Panda Bear) და ბრაიან ვეიტცი (Geologist) სკოლაში გაიცნო. წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მუსიკალურ იდეებს და უკრავდნენ სხვადასხვა შემადგენლობით. Avey Tare-მა ჩაწერა Spirit They're Gone, Spirit They've Vanished Panda Bear-თან ერთად და გამოუშვა ის ჯგუფის საკუთარ ლეიბლზე Animal, 2000 წელს. ეს ალბომი ითვლება Animal Collective-ის პირველ ოფიციალურ ჩანაწერად.

სკოლის დამთავრების შემდეგ Avey Tare და Geologist გადავიდნენ ნიუ-იორკში სწავლის გასაგრძელებლად. საბოლოოდ Panda Bear და Deakin-იც ნიუ-იორკში გადავიდნენ და ჯგუფმა უფრო მჭიდროდ დაიწყო თანამშრომლობა. საბოლოოდ მათ შეარჩიეს სახელი "Animal Collective".

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი სიმღერებს ერთობლივი ძალებით ქმნის და არ ჰყავს ტიპური ლიდერი, Avey Tare-ს სხვა წევრები უწოდებენ "სიმღერების მთავარ ავტორს". 'Spirit They've Gone Spirit They've Vanished'-ის (რომელიც მთლიანად პორტნერმა დაწერა) შემდეგ გამოსულ ყველა ჩანაწერზე სიმღერების ნახევარზე მეტი მისი დაწერილია.

სხვა პროექტები რედაქტირება

Avey Tare-ის სხვა პროექტები და ჩანაწერებია Terrestrial Tones Black Dice-ის ერიკ კოუპლენდთან ერთად, საერთო 12" დეივიდ გრაბსთან ერთად და ალბომი მის მაშინდელ მეუღლესთან კრისტინ ანნა ვალისდოტირთან (აგრეთვე ცნობილი როგორც კირა ბრეკანი) ერთად - Pullhair Rubeye. თავისი პირველი სოლო ალბომი "Down There" მან 2010 წლის ოქტომბერში გამოუშვა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

მისი და ები პორტნერი არის მუსიკოსი და მხატვარი, რომელსაც შექმნილი აქვს Animal Collective-ის ზოგიერთი ჩანაწერის გაფორმება. Avey Tare გაშორებულია ცოლთან.

სოლო დისკოგრაფია რედაქტირება

ალბომები რედაქტირება

სინგლები რედაქტირება

Animal Collective-თან ერთად რედაქტირება

ალბომები რედაქტირება

Terrestrial Tones-თან ერთად რედაქტირება

  • Blasted (2005, Psych-o-Path records)
  • Oboroed/Circus Lives (2005, UUAR)
  • Dead Drunk (2006, Paw Tracks)

კირა ბრეკანთან ერთად რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Avey_Tare&oldid=4562067“-დან