Spirit They're Gone, Spirit They've Vanished
Spirit They're Gone, Spirit They've Vanished — ჯგუფ Animal Collective-ის სადებიუტო ალბომი, გამოცემული 2000 წელს სახელით Avey Tare და Panda Bear. ალბომი გამოიცა CD დისკის სახით ჯგუფის საკუთარ ლებლზე Animal (ამჟამად Paw Tracks). ალბომი გამოვიდა მცირე ტირაჟით. 2003 წელს ის ხელახლა გამოიცა ორმაგი დისკის სახით Danse Manatee-სთან ერთად FatCat Records-ზე.
Spirit They're Gone, Spirit They've Vanished | |
---|---|
სტუდიური ალბომი — | |
გამოცემის თარიღი | აგვისტო, 2000 |
ჩაიწერა | 1999 |
ჟანრი | ავანგარდი, ნეო-ფსიქოდელია, ელექტრონიკა, ფრიკ ფოლკი |
ხანგრძლივობა | 60:38 |
ლეიბლი |
Animal FatCat |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Pitchfork Media | (8.9/10) [2] |
PopMatters [3] | |
Tiny Mix Tapes | [4] |
ისტორია
რედაქტირებაყველა სიმღერა დაწერა Avey Tare-მა (დევიდ პორტნერი) 1997-1999 წლებში, Penny Dreadfuls-ის გარდა, რომელიც მან 16 წლის ასაკში დაწერა. პორტნერმა და Panda Bear-მა (ნოა ლენოქსი) აკუსტიკური გიტარა და დასარტყმელი საკრავები ჩაწერეს პორტნერის საძინებელში, 1999 წლის ზაფხულში, პიანინო კი მისი მშობლების სასტუმრო ოთახში.
ბასისთვის გამოიყენეს ძველი სინთეზატორი Roland SH-2, რომელიც ბრაიან ვეიტცის (Geologist) ძმამ იპოვა.[5] ლენოქსი ცდილობდა დასარტყამებზე დაკვრის მანერა მიემსგავსებინა ალბომებისთვის Ocean Rain და Forever Changes. პორტნერი მას ბითბოქსის საშუალებით უჩვენებდა, როგორი რითმი უნდოდა.
ყდა
რედაქტირებაგარეკანის ილუსტრაცია იპოვა Avey Tare-მა და იფიქრა, რომ ის მოუხდებოდა ალბომს. თავდაპირველად ალბომი უნდა გამოსულიყო მხოლოდ Avey Tare-ის სახელით, მაგრამ ის ისე მოიხიბლა Panda Bear-ის დაკრულით, რომ გარეკანზე პანდას სახელიც დაამატა.
თავდაპირველ გამოცემას მოჰყვებოდა ბუკლეტი ამ ისტორიით:
სიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Spirit They've Vanished“ | 5:35 |
2. | „April and the Phantom“ | 5:53 |
3. | „(უსათაურო)“ | 2:58 |
4. | „Penny Dreadfuls“ | 7:58 |
5. | „Chocolate Girl“ | 8:28 |
6. | „Everyone Whistling“ | 1:00 |
7. | „La Rapet“ | 7:52 |
8. | „Bat You'll Fly“ | 5:03 |
9. | „Someday I'll Grow to Be As Tall As the Giant“ | 3:10 |
10. | „Alvin Row“ | 12:39 |
პერსონალი
რედაქტირება- Avey Tare - აკუსტიკური გიტარა, პიანინო, ვოკალი, სინთეზატორი
- Panda Bear - პერკუსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.allmusic.com/album/r508052
- ↑ Pitchfork review
- ↑ 11/13/05
- ↑ [1]
- ↑ Collected Animals დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. Post by Dave Portner under the user name wheeter, August 3rd, 2006