Strawberry Jam — ჯგუფ Animal Collective-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2007 წლის 11 სექტემბერს.[1] ესაა ჯგუფის პირველი ალბომი, გამოცემული Domino Records-ზე. ალბომის სახელი და სიმღერების ჩამონათვალი Geologist-მა გაამხილა ინტერნეტ-ფორუმზე Collected Animals, 2007 წლის 16 მაისს.[13] Strawberry Jam-მა პრესაში ძირითადად დადებითი გამოხმაურება მიიღო. ზოგი მის ჟღერადობას ჯგუფის ევოლუციაში წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებდა. ალბომი მოხვდა ბილბორდის ტოპ 200-ში და დაიკავა 72-ე ადგილი. [14]

Strawberry Jam
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 სექტემბერი, 2007
ჩაიწერა იანვარი 2007[1]
ჟანრი ელექტრონიკა, ამბიენტი, არტ როკი, ფსიქ პოპი
ხანგრძლივობა 43:36
ლეიბლი Domino
პროდიუსერი Animal Collective[2]
Animal Collective-ის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია
Feels
(2005)
Strawberry Jam
(2007)
Water Curses
(2008)
სინგლები ალბომიდან Strawberry Jam
  1. „Peacebone“
    გამოცემის თარიღი: 13 აგვისტო, 2007
  2. „Fireworks“
    გამოცემის თარიღი: 5 ნოემბერი, 2007
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic(79/100)[3]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[4]
Drowned in Sound(10/10)[5]
NME(8/10)[6]
No Ripcord(1010)[7]
Pitchfork Media(9.3/10)[8]
Punknews.org4.5/5 stars[9]
Rockfeedback5/5 stars[10]
Stylus MagazineB−[11]
Tiny Mix Tapes3.5/5 stars[12]

ალბომის iTunes ვერსიაში შედიოდა Cuckoo Cuckoo-ს საკონცერტო ჩანაწერი, Peacebone-ის ვიდეო და ციფრული ბუკლეტი.

ალბომი ჩაიწერა სტუდია Wave Lab-ში, შტატ არიზონის ქალაქ ტუსონში. ბრაიან ვეიტცმა ახსნა ამ სტუდიის არჩევის მიზეზი Collected Animals-ის ფორუმზე [2] დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. :

მე და დეივი რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით ჩასაწერ გარემოზე და ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა, იქნებ კარგი იყოს, უდაბნოს ჩანაწერი გავაკეთთო? და ყველამ ვიფიქრეთ, რატომაც არა, ასეთი რამ ჯერ არ გაგვიკეთებია და მგონი ეს შეეფერება სიმღერებს და იმ ჟღერადობას, რომელიც ჩვენ გვინდა. შეიძლება ეს ვერავინ გაიგოს ჩვენს გარდა, იმიტომ რომ როდესაც უდაბნოზე ფიქრობ, გაგონდება გიტარის წკრიალა ხმა, მორიკონეს საუნდტრეკები და ინდიელ მოჩვენებასთან ერთად მოსეირნე ჯიმ მორისონი. მაგრამ ჩვენ ამას ასე არ ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ ბევრი სტუდია სამხრეთ კალიფორნიიდან ნიუ მექსიკომდე და ამოვარჩიეთ ტუსონის სტუდია. თანაც მე დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი ტუსონის მახლობლად.

გამოცემამდე ბილბორდთან ინტერვიუში Deakin-მა განაცხადა, რომ სიმღერების უმეტესობა სრულდებოდა 2005-2006 წლებში ჯგუფის კონცერტებზე. თუმცა იქნებოდა რამდენიმე ახალი სიმღერა, რომლებიც არასდროს შესრულებულა.[15]

ორი სიმღერა, რომლებიც კონცერტებზე სრულდებოდა, Safer და Street Flash, არ შევიდა ალბომში. ამასთან დაკავშირებით Avey Tare-მა ფანებს მისწერა, რომ მათ ჩაწერეს ორივე სიმღერის სტუდიური ვერსია, მაგრამ გადაწყვიტეს არ შეეტანათ ალბომში. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, მათი სიგრძე იყო. საბოლოოდ Safer გამოიცა ალბომის პირველი სინგლის Peacebone-ის B-მხარეზე, ხოლო Street Flash და სხვა სტუდიური ნარჩენები შევიდა 2008 წლის EP დისკში Water Curses.

სახელი და ყდა

რედაქტირება

სახელი Strawberry Jam Panda Bear-ის იდეა იყო. ერთხელ მან გახსნა ჯემის შეკვრა და ისე მოეწონა მისი შესახედაობა, რომ გამოთქვა სურვილი, მათი ახალი ალბომის ჟღერადობა ისეთივე ყოფილიყო, როგორც ჯემი გამოიყურებოდა. სინთეტიკური, ბასრი და ფუტურისტული შესახედაობის, მაგრამ ამავე დროს გემრიელი და ტკბილი.[16]

გარეკანის დიზაინი ეკუთვნის Avey Tare-ს. დამატებითი დიზაინი კი რობ კარმაიკლმა გააკეთა, რომელთანაც ჯგუფმა რამდენიმე სხვა პროექტზეც ითანამშრომლა.

გაჟონვა ინტერნეტში

რედაქტირება

ალბომის ინტერნეტში გაჟონვა 2007 წლის 12 ივნისს იმით იყო აღსანიშნავი, რომ ის გამოჩნდა სამ სამსიმღერიან ნაწილად რამდენიმე კვირის განმავლობაში. Geologist-მა ფორუმზე დაწერა, რომ ალბომის სარეკლამო ასლები ციფრულად დანიშნული იყო და გაირკვეოდა იმ ჟურნალისტების სახელები, ვინც სიმღერები გაავრცელა.[17] 19 ივნისს ჯგუფის პუბლიცისტმა მუსიკალურ ჟურნალისტებს მისწერა, რომ დამნაშავის ვინაობა დაადგინეს და მას დიდი უსიამოვნება შეექმნა. იგი კინაღამ დაითხოვეს სამსახურიდან და ასევე აიძულეს ბოდიშის წერილი მიეწერა პერსონალისთვის და Domino Records-ის ხელმძღვანელობისთვის.[18]

Panda Bear-მა Shout Mouth-თან ინტერვიუში ისაუბრა ჯგუფის მოსაზრებაზე გაჟონვასთან დაკავშირებით:[19]

 
„ერთადერთი, რაც გვწყინს, ისაა, რომ მხოლოდ ნაწილი გავრცელდა. მგონი ექვსი სიმღერაა გაჟონილი. ხალხს არ შეუძლია, მთლიანად მოისმინონ ალბომი, რაც ყველას გვაბრაზებს. ასე რომ, თუ გვისმენთ გამჟონავებო, დადეთ დარჩენილი სამი სიმღერაც, მალე.“

დარჩენილი სამი სიმღერა —-Fireworks, Cuckoo Cuckoo და Derek გავრცელდა 4 ივლისს.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Peacebone“5:13
2.„Unsolved Mysteries“4:25
3.„Chores“4:30
4.„For Reverend Green“6:34
5.„Fireworks“6:50
6.„#1“4:32
7.„Winter Wonder Land“2:44
8.„Cuckoo Cuckoo“5:42
9.„Derek“3:01
10.„Cuckoo Cuckoo“ (საკონცერტო, iTunes-ის ბონუსი)6:43

პერსონალი

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Listen Up - Animal Collective BBC Radio Session.
  2. Cyclic Defrost: Animal Collective interview by Bob Baker Fish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-14. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  3. [1]
  4. Allmusic review
  5. Drowned in Sound review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-14. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  6. NME review
  7. No Ripcord review
  8. Pitchfork Media review
  9. Punknews.org review
  10. Rockfeedback review
  11. Stylus Magazine review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-01. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  12. Tiny Mix Tapes review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-20. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  13. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-07. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  14. Top Music Charts - Hot 100 - Billboard 200. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-14. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
  15. Animal Collective Finishing Up Domino Debut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  16. http://podcast.radio.ist.utl.pt/mafama20070806.mp3[მკვდარი ბმული]
  17. Collected Animals ~ View topic - heard a rumor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2011-01-05.
  18. Domino Gets Fired Up About Animal Collective Leak.
  19. Spotlight: Panda Bear.