გაზელი მონგალა

(გადამისამართდა გვერდიდან Eudorcas albonotata)

გაზელი მონგალა (ლათ. Eudorcas albonotata) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახის სამფერა გაზელის გვარისა. გავრცელებულია სამხრეთ სუდანის მდინარეების დაბლობებსა და სავანებში. იგი პირველად ბრიტანელმა ზოოლოგმა — უოლტერ როთშილდმა აღწერა 1903 წელს. მისი ტაქსონომიური სტატუსი ფართო კამათის საგანია. პირველი მოსაზრებით იგი სამფერა ანტილოპების გვარის სრულუფლებიანი წევრია, მეორეს მიხედვით ის ტომსონის ქურციკის ქვესახეობაა, ხოლო მესამე მოსაზრებით მონგალა წითელშუბლა გაზელის ქვესახეობაა.

გაზელი მონგოლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Eudorcas albonotata (W. Rothschild, 1903)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 8992
გავრცელება

მონგალა ტანით საშუალო ზომის ანტილოპაა. ბეწვის ყავისფერია; შუბლი, მუცელი და თეძოები თეთრი აქვს. ასევე გვერდზე გასდევს განიერი ზოლი. რქები ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს, მაგრამ მამრის რქების სიგრძე მდედრისას ორჯერ აღემატება.

გაზელი მონგალა ბინადრობს სამხრეთ სუდანის ჭარბტენიან საძოვრებზე, ნილოსის აღმოსავლეთით. იგი არ აღწევს კენიისა და უგანდის საზღვრებს. ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) მონგოლა ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად გამოაცხადა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • IUCN SSC Antelope Specialist Group 2008, Eudorcas albonotata, su IUCN Red List of Threatened Species, Versione 2016.3, IUCN, 2016.
  1. IUCN SSC Antelope Specialist Group (2008). "Eudorcas albonotata". IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2008: e.T8992A12947781. Retrieved 1 February 2016.