მწვანე სოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Entoloma incanum)

მწვანე სოკო (ლათ. Entoloma incanum) — ენტოლომას გვარის სოკო ენტოლომასებრთა ოჯახისა. ადვილად ამოსაცნობი სოკოა.[1]

მწვანე სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ენტოლომასებრნი
გვარი:  ენტოლომა
სახეობა:  მწვანე სოკო
ლათინური სახელი
Entoloma incanum (Fr.) Hesler 1967

ერთი წყარო მას შხამიან სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი არასაჭმელ სოკოდ თვლის. გავრცელებულია აზია, ამერიკა, ევროპასა და ავსტრალიაში. საპროტროფია, იზრდება მდელოებზე, ტყისა და გზის პირებზე, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus incanus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა ლექსემიუელ რეი ჰესლერმა 1967 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus euchlorus Lasch 1838
  • Agaricus incanus Fr. 1821
  • Agaricus murinus Sowerby 1798
  • Agaricus sowerbyi Berk. 1836
  • Leptonia euchlora (Lasch) P. Kumm. 1871
  • Leptonia incana (Fr.) Gillet 1876
  • Leptonia incana var. citrina D.A. Reid 1972
  • Rhodophyllus incanus (Fr.) E. Horak 1980

ქუდის დიამეტრი —1-4 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ამოზნექილი და ბრტყელი, ხშირად შუაში ჩაღრმავებული, ჰიგროფანური, ზეთისხილისფერ-მწვანე ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, იშვიათად ყვითელ-მწვანე, ლიმნისფერ-ყვითელი ან წითელ-ყავისფერი ელფერით. კუთხეები უფრო ღიაა, ვიდრე ცენტრში. ზოგჯერ ცენტრალური ნაწილი დაფარულია წვრილი ქერცლებით.

რბილობი — ღია მწვანე ფერის. ყველის ან თაგვის მსგავსი მძაფრი სუნითა და უსიამოვნო გემოთი.[4][5]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები საკმაოდ მეჩხერი ან ხშირი, თავდაპირველად მომწვანო, შემდეგ ღია ვარდისფერი.

ფეხის სიგრძე — 2-8 სმ, სისქეში — 0,1-0,4 სმ, ყვითელ-მწვანე, ზოგჯერ მოლურჯო ელფერით, ასაკთან ერთად ქვედა მხარეს ზოგჯერ ყავისფერდება, გლუვი, საყელოს გარეშე.

სპორების ფხვნილი — ვარდისფერი — სპორები — 9-14×7-10 მკმ, კუთხოვანი,[1] ბაზიდიუმი ორ- ან ოთხსპორიანი, 28-60×9-16 მკმ. ჰეილოცისტიდების გარეშე.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

კოსმოპოლიტია, ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზია, ამერიკასა და ავსტრალიაში.

საპროტროფია, იზრდება მცირე ჯგუფებად, მშრალ და ქვიშიან ნიადაგზე, მდელოებზე, ტყისა და გზის პირებზე,[6] ზაფხულ-შემოდგომით.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთი წყარო მას შხამიან სოკოდ თვლის, მეორე წყარო კი არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. მიკოლოგ მარცინ ფეძიუკევიჩის კვლევაზე დაყრდნობით, სოკო შეიცავს ვიროტოქსინებს, მათ შორის ვიროიზინს — მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებას, გულისრევასა და დიარეას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 127, ISBN 99940-856-1-1.
  2. Elias Fries: „Systema mycologicum, vol. 1, Editura Ernest Mauritius, Greifswald, p. 209
  3. L. R. Hesler: „Entoloma incanum”, în: supl. jurnalului „Nova Hedwigia”, nr. 23, 1967, p. 147
  4. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 252-253, ISBN 3-405-12116-7
  5. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 240-241, ISBN 978-3-440-14530-2
  6. Jan Vesterholt: Contribution to the knowledge of species of Entoloma subgenus Leptonia. In: Fungi Non Delineati. Band 21. Edizioni Candusso, 2002, ISSN 1128-6008, S. 46.