დისცინასებრნი
ჩანთიანი სოკოების ოჯახი
(გადამისამართდა გვერდიდან Discinaceae)
დისცინასებრნი (ლათ. Discinaceae) — ჩანთიანი სოკოების ოჯახი. ცნობილია 5 გვარის 58 სახეობა.[1] საქართველოში გვხვდება ერთი გვარის ერთი სახეობა — ნაოჭა სოკო (Gyromitra esculenta).[2] მათი ნაყოფსხეული ჩვეულებრივ სხვადასხვა ფორმის ხმელეთის აპოთეციუმია (ზოგიერთი მიწისქვეშა განვითარების სახეობაა), მდებარეობს პირდაპირ სუბსტრატზე ან ფეხისმაგვარ გამონაზარდზე. ჰიმენიუმი კარგადაა გამოხატული, შედგება არაამილოიდური ასკებისა და პარაფიზისაგან. სპორები, როგორც წესი, ერთი ან ორი ცხიმოვანი წვეთითაა, სადა ან ორნამენტული, ზოგჯერ ძირში გამოხატული გამონაზარდით.
დისცინასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფარისებრი დისცინა (Discina ancilis) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Discinaceae (Benedix, 1962) | ||||||||||||
|
ნაოჭა სოკოს გვარის წარმომადგენლები შეიცავენ ძლიერმოქმედ ტოქსინებს — გირომიტრინებს. ფარისებრი დისცინა (Discina ancilis) უპირობოდ საჭმელი სოკოა.
გვარები
რედაქტირება- Discina (Fr.) Fr., 1849 — დისცინა
- Gymnohydnotrya B.C.Zhang & Minter, 1989
- Gyromitra Fr. 1849, nom. cons. — ნაოჭა სოკო
- Hydnotrya Berk. & Broome, 1846
- Pseudorhizina Jacz., 1913
ლიტერატურა
რედაქტირება- Гарибова Л. В., Лекомцева С. Н. Основы микологии: Морфология и систематика грибов и грибоподобных организмов. — М.: Товарищество научных изданий КМК, 2005. — 220 c. ISBN 5-87317-265-X.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA (2008). Dictionary of the Fungi, 10th, Wallingford, UK: CAB International, გვ. 214–5. ISBN 978-0-85199-826-8.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 38, ISBN 99940-856-1-1.