Cortinarius orellanus — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს, აგრეთვე დაფიქსირებულია ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა).

Cortinarius orellanus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cortinarius orellanus Fr., 1838

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა. შეიცავს მიკოტოქსინ ორელანინს, რომელიც იწვევს თირკმელების უკმარისობას. იზრდება ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს როგორც Cortinarius orellanus.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Cortinarius orellanus Fr. 1838, var. orellanus
  • Cortinarius orellanus var. rutilans (Quél.) Moënne-Locc. & Reumaux 2005
  • Cortinarius orellanus var. tristis Moënne-Locc. & Reumaux 1991
  • Cortinarius rutilans Quél. 1898
  • Dermocybe orellana (Fr.) Ricken 1915[2]

ქუდის დიამეტრი 3-8 სმ-მდე აღწევს, ნორჩობაში ამოზნექილია, შემდგომში ბრტყლად ამოზნექილი. ახასიათებს ბლაგვი ბორცვაკი ცენტრში. ზედაპირი მშრალია, ხავერდოვან-ბოჭკოვანი ან ქეჩისებრ-ქერცლისებრი, წითელ-ყავისფერი ყვითელ-მურამდე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, შეზრდილი ფეხთან, შედარებით მეჩხერი, ნორჩობაში ფირფიტები ნარინჯისფერ-ყავისფერია, ასაკთან ერთად ოდნავ მუქდება.

რბილობი — მოყვითალო, რბილი ან ოდნავ მომჟავო გემოთი. ახასიათებს სუსტად გამოხატული ბოლოკის სუნი.[3]

ფეხის სიგრძე 4-9 სმ-მდე აღწევს, სისქე — 1-2 სმ-მდე, ცილინდრულია ან ძირში ოდნავ შევიწროებული, ღია-ყვითელი ბოჭკოვანი ზედაპირით.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 8,5-12×5,5-6,5 მკმ, ელიფსისებური ან ნუშისებრი, მეჭეჭებიანი ზედაპირით.

ტოქსიკურობა

რედაქტირება

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა.[4] შეიცავს მიკოტოქსინ ორელანინს,[5] რომელიც იწვევს თირკმელებში შეუქცევად ცვლილებებს,[6][7] რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა განისაზღვრება დიალიზით ან თირკმლის გადანერგვით. მოწამვლის სიმპტომები სოკოს მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება.

1952 წელს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში აღნიშნული სოკოთი 102 ადამიანი მოიწამლა, მათგან თერთმეტი გარდაიცვალა.[3][8] მას შემდეგ, სოკოთი მოწამვლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიასა[8] და ავსტრიაში.[9]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს, აგრეთვე დაფიქსირებეულია კანადაში, კერძოდ ბრიტანეთის კოლუმბიაში.[10] სოკო შეყვანილია პოლონეთის,[11] შვეიცარიის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და შვედეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[12]

იზრდება ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში, როგორც დაბლობებზე, ასევე მთიან ადგილებში. მიკორიზას ქმნის მუხასთან, ფიჭვთან,[13] რცხილასთან, წიფელთან და არყთან.[14]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Нездойминого Э. Л., Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева, Санкт-Петербург, 1996. — გვ. 174. 408 გვ.
  • Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fries, E. M. (1838). Epicrisis Systematis Mycologici: Seu Synopsis Hymenomycetum (Latin). Uppsala, Sweden: Regiae Academiae Typographia, გვ. 288.  დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine.
  2. Ricken (1915) , In: Die Blätterpilze:160 (გერმანული)
  3. 3.0 3.1 Bresinsky, A.; Besl, H. (2004) A Colour Atlas of Poisonous Fungi: A Handbook for Pharmacists, Doctors, and Biologists. CRC Press x, გვ. 53–54. ISBN 9780723415763. 
  4. Andreas Gminder: Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. Warszawa: Weltbild, 2011. ISBN 978-83-258-0588-3.
  5. Richard, Jean-Michel; Louis, Josette; Cantin, Danielle (1 March 1988). „Nephrotoxicity of orellanine, a toxin from the mushroom Cortinarius orellanus“. Archives of Toxicology. 62 (2–3): 242–245. doi:10.1007/BF00570151. ISSN 0340-5761. PMID 3196164. S2CID 36515278.
  6. S. Grzymala: „L'isolement de l'orellanine poison du Cortinarius orellanus Fries et l'étude de ses effects anatomopathologiques", Bulletin de la Société Mycologique de France, vol. 78, Paris 1962, p. 394-404
  7. D. G. Spoerke, B. H. Rumack: „Handbook of Mushroom Poisoning: Diagnosis and Treatment”, Editura CRC Press, 1994, p. 250–255, ISBN 0-8493-0194-7
  8. 8.0 8.1 Prast, H.; Werner, E. R.; Pfaller, W.; Moser, M. (1988). „Toxic properties of the mushroom Cortinarius orellanus“. Archives of Toxicology. 62 (1): 81–88. doi:10.1007/BF00316263. PMID 3190463. S2CID 24495871.
  9. Horn, S.; Horina, J. H.; Krejs, G. J.; Holzer, H.; Ratschek, M. (1997). „End-stage renal failure from mushroom poisoning with Cortinarius orellanus: Report of four cases and review of the literature“. American Journal of Kidney Diseases. 30 (2): 282–86. doi:10.1016/S0272-6386(97)90066-4. PMID 9261043.
  10. Cortinarius orellanus. ციტირების თარიღი: 30 4, 2022.
  11. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5. Aurel Dermek: Grzyby. 1981, s. 122.
  12. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  13. Garnweidner, E. (1989). Gobe. Ljubljana: Cankarjeva založba.
  14. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.