კორდაიტები

(გადამისამართდა გვერდიდან Cordaitales)

კორდაიტები, კორდაიტისნაირნი (ლათ. Cordaitales) — გადაშენებულ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგი. კორდაიტები დიდი ხეები იყო. მერქნის ტრაქეიდების კედლებზე გარემოიანი ფორები მჭიდროდ ჰქონდათ განლაგებული. მათი ლანცეტა ხაზური ან ნიჩბისებური, ფოთლების სიგრძე 20-50 სმ და მეტი იყო. გამრავლების ორგანოები შეკრებილი ჰქონდათ სტრობილებისაგან შემდგარ მჭადასებრ ყვავილედებად.

კორდაიტები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Cordaitales

კორდაიტები წარმოიშვა პროგიმნოსპერმების ტიპის მცენარეებისაგან და შესაძლოა დასაბამი მისცეს წიწვოვნებს. კარბონული და პერმული პერიოდის დასაწყისში კორდაიტები გავრცელებული იყო ტრიპიკულ ევრამერიკულ და არატროპიკულ ანგარულ ანუ ტუნგუსურ ოლქსა და გონდვანაში. პერმულ ეპოქაში დიდი რაოდენობით იყო მხოლოდ ანგარულ ოლქში. კორდაიტების ფოთლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ სტრატიგრაფიისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება