ფორები
ფორები (ბერძ. poros — ხვრელი) — მცენარეთა ანატომიაში, მცენარეული უჯრედის პირველადი გარსის მიკროსკოპულად მცირე, გაუსქელებელი ადგილები. ფორები მეზობელ უჯრედებში ერთმანეთის პირისპირ ლაგდებიან. მათი საშუალებით ხორციელდება ნივთიერებათა გადაადგილება უჯრედებს შორის. განასხვავებენ მარტივ და რთულ (გარემოიან) ფორებს.
მარტივი ფორები პირველადი გარსიდან მილის სახით გადიან მეორეულ გარსში და იხსნებიან უჯრედის ღრუში. დამახასიათებელია პარენქიმული და პროზენქიმული უჯრედებისათვის.
გარემოიან ფორებში ხშირად პირველადი გარსის მცირე ნაწილი სქელდება და წარმოიქმნება ე. წ. თორუსი, რაც დრო და დრო იწვევს ხვრელის ჩაკეტვას. ასეთი ფორები გვხვდება ჭურჭლებსა და ტრაქეიდებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მირიანაშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 365.